ელენე ყიფშიძე, სსიპ მცხეთის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, კლასის თვითმართველობის თავჯდომარე. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი , პროექტის იდეის ავტორი, მონაწილე, ორგანიზატორი და განმხორციელებელი. ( სამოქმედო გეგმის შემდეგი აქტივობები N 1,3, 6, 9,11, 12)
ანი მამისაშვილი. სსიპ მცხეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, სკოლის თვითმართველობის თავჯდომარე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი. პროექტის ორგანიზატორი და განმხორციელებელი და მონაწილე (სამოქმედო გეგმის შემდეგი აქტივობები N2,4,8)
მარიამ ქაცარავა სსიპ მცხეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი, პროექტის მონაწილე პროექტის ორგანიზატორი და განმხორციელებელი (სამოქმედო გეგმის შემდეგი აქტივობა N 5)
გიორგი ოდიშელიძე. სსიპ მცხეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი პროექტის მონაწილე, პროექტის ორგანიზატორი და განმხორციელებელი (სამოქმედო გეგმის შემდეგი აქტივობა N7, 10)
პროექტის მიზანია მცხეთის მოსწავლეების მიერ, რაიონის ტურისტული ობიექტების შესწავლა- პოპულარიზაცია და გიდის პროფესიის დაუფლება.
ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით (დეტალურად იხილეთ ქვემოთ), პროექტში ჩართული მცხეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დაეუფლებიან გიდის მოთხოვნად პროფესიას, რაც ქალაქ მცხეთის დიდი საჭიროებაა.
შეისწავლიან და პრაქტიკაში დანერგავენ მცხეთის კულტურული ძეგლების ისტორიების თხრობას, როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე, რადგან მიუხედავად ცოდნისა, უჭირთ მისი ტრანსფერი და საკითხის ფლობა.
აუმაღლდებათ ცნობიერება და უნარ-ჩვევები გიდის პროფესიის მიმართ, ხოლო მათ მიერ შექმნილი ტურისტული მარშრუტების და გზამკვლევების გავრცელებით ხელი შეეწყობა მცხეთის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას, მათ შორის მხეთის ნაკლებ ცნობილი ისტორიული ძეგლების.
პროექტი იქნება მუდმივ მოქმედი, პროექტის ბენეფიციარები მომავალ წელს თვითონ იქნებიან პროექტის ხელმძღვანელები და ხელს შეუწყობენ მსურველ მოსწავლეებს საკითხის დაუფლებაში.
· პროექტი ხელს შეუწყობს მცხეთის რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დაახლოვებას და თანამშრომლობას.
· პროექტი გაზრდის მოსწავლეებში ცნობიერებას მცხეთის ტურისტული ობიექტების შესახებ.
· პროექტი გაზრდის ინგლისურის ენის ცოდნის და ფლობის უნარ-ჩვევებს.
· პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კათედრის პედაგოგებისა და მოსწავლეების თანამშრომლობას.
· სკოლის თემისა და რაიონის კერძო სექტორის თანამშრომლობას
· მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარებას
· პროექტი მცხეთის ელჩები დაეხმარება მცხეთის რაიონის მოსწავლეებს გიდის პროფესიის უნარ-ჩვევების დაუფლებაში
· მათ მიერ შემუშავებული ტურებით, გზამკვლევით და ონლაინ გვერდის შექმნით მოხდება ადგილობრივი ტურისტული ობიექტების ( თექის. თიხის, მინანქრის საწარმოების, ღვინის მარნის და კვების წერტილების) პოპულარიზაცია.
· პროექტის სიცოცხლის უნარიანობის გათვალისწინებით დადებითი შედეგების მომტანი იქნება სხვა ბენეფიციარებისთვისაც.
· მოსწავლეებს უჭირთ მომავალ პროფესიაზე არჩევანის გაკეთება, რადგან სკოლაში სწავლის დროს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია და უნარ-ჩვევები სხვადასხვა საქმიანობების შესახებ.
· დღესდღეობით ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და ჩვენი კულტურის გავრცელების ერთერთი ძირითადი საშუალებაა, გიდის პროფესია საჭირო და მოთხოვნადია. სამწუხაროდ მცხეთის რაიონში არ არსებობს არცერთი სააგენტო ან ონლაინ გვერდი, რომელიც შესთავაზებს მცხეთის ვიზიტორებს ადგილობრივი გიდის მომსახურებას და ისეთ ტურებს, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურის ძეგლების ისტორიის გარდა სხვადასხვა ადგილობრივი ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას.
· ასევე გასათვალისწინებელია , რომ მოსწავლეებში და თემში არაა საკმარისი ინფორმაცია კულტურის ძეგლების ისტორიის და ადგილობრივი ტურისტული ობიექტების შესახებ როგორიცაა: თექის, თიხის, მინანქრის სახელოსნოები, ღვინის მარანი და სხვა.
· მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს აქვთ ინგლისური ენის ცოდნა, უჭირთ ენის ფლობა, მისი პრაქტიკაში გამოყენება.
· მცხეთის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუკავშირდებიან რაიონის სკოლებს გააცნობენ პროექტის იდეას და შექმნიან პროექტის მონაწილეთა ჯგუფს.
· პროექტში ჩართული მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას ვიზიტორთათვის შესათავაზებელი მცხეთის ტურისტული ობიექტების შესახებ. (კულტურის ძელები, მუზეუმები, ტრადიციული რეწვის“ თექის, თიხის, მინანქრის სახელოსნოების, კვების ობიექტების შესახებ)
· პროექტში ჩართული მოსწავლეები შეიმუშავებენ მცხეთის ერთდღიან ტურებს ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით
· პროექტში ჩართული მოსწავლეები დაამუშავებენ თემებს კულტურის ძეგლების და მათი ეპოქის ისტორიის შესახებ, გაივლიან კონსულტაციას ისტორიის პედაგოგთან .
· პროექტში ჩართული მოსწავლეები გადათარგმნიან ინგლისურად თემებს კულტურის ძეგლების და მათი ეპოქის ისტორიის შესახებ, გაივლიან კონსულტაციას ინგლისური ენის პედაგოგთან
· პროექტში ჩართული მოსწავლეები მოიწვევენ პროფესიონალ გიდს, ინგლისურ და ქართულ ენაზე მისგან ჩაიტარებენ მასტერკლასს მცხეთის ტურისტული ობიექტების შესახებ
· პროექტში ჩართული მოსწავლეები შექმნიან გზამკვლევებს მცხეთის კულტურის ძეგლების და ტურისტული ობიექტების შესახებ. გაავრცელებენ თემში და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში.
· მოსწავლეები მოემსახურებიან როგორც პროფესიონალი გიდები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტურისტულ ობიექტთან ან ონლაინ პრეზენტაციის სახით.
· მოსწავლეები სვეტიცხოველში ინგლისურ და ქართულ ენაზე ჩაატარებენ ექსკურსიას პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
· მოსწავლეები შექმნიან ფეისბუკ გვერდს მათი შედგენილი მცხეთის ტურების, გიდების და ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით. ელექტრონულად და შექმნიან და გაავრცელებენ გზამკვლევს მცხეთის ტურისტული ობიექტების შესახებ
· მოსწავლეები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას მცხეთის თემთან( სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სკოლა დამთავრებულ, ტურიზმის სფეროში დაკავებულ მოსწავლეებს.) და გააცნობენ კვლევის მიგნებებს და პროექტის შედეგებს.
·
პროექტის ბენეფიციარები მომდევნო წელს თვითონ უხელმძღვანელებენ პროექტს და მასში ჩართულ ახალ მოსწავლეებს შეასწავლიან გიდის პროფესიას და გააგრძელებენ მცხეთის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას
· ფერადი პრინტერის კარტრიჯი გზამკვლევების დასაბეჭდად
· ხმის გამაძლიერებელი, (დინამიკი) მიკროფონით, თემთან საინფორმაციო შეხვედრის წარმართვისთვის
· პროექტორი თემთან საინფორმაციო შეხვედრის წარმართვისთვის
· საკანცელარიო ნივთები ( თაბახის ფურცლები, კალმისტარი, მაკრატელი, სკოჩი, ფერადი ფურცლები, წებოვანი ფურცლები ) სამუშაო პროცესისთვის
მოწვეული ტრენერის, გიდის ანაზღაურება
სოციალური საწარმო (თიხა, კერამიკა) -
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
უშუალოდ პროექტის მონაწილე მოსწავლეები
მოსწავლეები
მშობლები
ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სექტორი
ვიზიტორები
სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები
სულ 220 ბენეფიციარი
უშუალოდ პროექტში ჩართული მოსწავლე 20
მოსწავლეები 1300
მშობლები 20
ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სექტორი 10
ვიზიტორები 30
სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები 10
რაიმე სახის კარანტინი, რაც შეიძლება ხელისშემშლელი იყოს პროექტისთვის. გამოსავალი ონლაინ შეხვედრები თიმსის ან ზუმის პლათფორმაზე.
პროექტის ბენეფიციარები მომდევნო წელს თვითონ უხელმძღვანელებენ პროექტს და მასში ჩართულ ახალ მოსწავლეებს შეასწავლიან გიდის პროფესიას და გააგრძელებენ მცხეთის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას
| პროექტის მიზანია მცხეთის მოსწავლეების მიერ, რაიონის ტურისტული ობიექტების შესწავლა- პოპულარიზაცია და გიდის პროფესიის დაუფლება.
მოსწავლეები შეისწავლიან და პრაქტიკაში დანერგავენ მცხეთის კულტურული ძეგლების ისტორიების თხრობას, როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე. მათ მიერ შექმნილი ტურისტული მარშრუტების და გზამკვლევების გავრცელებით ხელი შეეწყობა მცხეთის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას, როგორც კულტურის ძეგლების ( მათ შორის ნაკლებად ცნობილი ) , ისე ტრადიციული დარგების სახელოსნოების. |
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 6, 2024 | 3:53 pmპროექტის განხორციელების დროს გათვალისწინებულია მოსწავლეთა თანამშრომლობა მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრთან, ადგილობრივ მეწარმეებთან,სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან.
რეკომენდაციას ვუწევთ პროექტის დაფინანსებას.