ანა სვიანაძე- სკოლის მოწავლე. პასუხისმგებელია პროექტის კოორდინაციაზე, საჭირო პირებთან კონტაქტსა და შეხვედრების ჩატარების დაგეგმვაზე.
ლიზი სვიანაძე - სკოლის მოსწავლე. პასუხისმგებელია სოციალურ ქსელში გვერდის შექმნაზე, შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელების პოცესში გამოვლენილი საჭიროებების რეაგირებაზე.
ანა დათიაშვილი - დილიკაურის სათემო ცენტრის ხელმძღვანელი. პასუხისმგებელია დაეხმაროს პროეექტის ავტორებს ნებისმიერ საკითხში, რომელშიც დასჭირდებათ დახმარება. მაგ. კონტაქტების, ინფორმაციისა და რესურსების მოძება.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 14 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანებს, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც ადამიანებს ეხმარებათ კრიტიკულ მომენტებში მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
პირველი შეხვედრა განხორციელდება "დილიკაურის სათემო ცენტრში", სადაც აუდიტორია დაესწრება როგორც სოფელ დილიკაურიდან, ასევე ზესტაფონის "მომავლის სკოლიდან". შეხვედრაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მეორე ნაწილი კი განხორციელდება ზესტაფონის "მომავლის სკოლაში" და აუდიტორია იქნება ზუსტად იგივენაირად განსაზღვრული, როგორც პირველი შეხვედრისთვის. ორივე შეხვედრაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხები. პროექტის მონაწილეები ჯერ მოისმენენ თეორიულ ნაწილს, შემდეგ ტრენერი აჩვენებს პრაქტიკულად როგორ ხდება ამა თუ იმ კრიტიკული შემთხვევის მართვა და შემდეგ თავად აუდიტორიის წევრები განახორციელებენ პირველად გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ღონისძიებებს ტრენერი ექიმის მითითებების საფუძველზე. ეს ყოველივე აამაღლებს მათ თავდაჯერებულობას, ცოდნასა და გამოცდილებას პირველად სამედიცინო დახმარებაზე და ისინი სამომავლოდ შეძლებენ დახმარება გაუწიონ ადამიანებს საჭიროების შემთხვევებში. ლექციებსა და პრაქტიკულ ნაწილს გადაიღებს ვიდეოგრაფი, ვიდეოები კი განთავსდება სოციალური ქსელის გვერდზე ვიდეოლექციების სახით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მუდმივად საზოგადოებისათვის. ამავე გვერდზე პერიოდულად დაემატება ამავე თემატიკის ვიდეოლექციები, რაც იმას გულისხმობს, რომ პროექტის გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით.
ამისათვის მოწვეული იქნება ექიმი ლევან დათიაშვილი, რომელიც არის:
1) ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიის სპეციალისტი,
2) ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საგანი - ბაზისური კლინიკური უნარები, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ყველა გადაუდებელი მდგომარეობის დროს./ კლინიკური პროცედურები.
3)სამედიცინო ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციებში.
4) ექიმი რეზიდენტი კარდიოქირურგი - კლინიკა ,,ღია გული " საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.
5) კლინიკა ჯერარსის ინფექციური ქირურგიის ექიმი ასისტენტი, გეგმიური და გადაუდებელი ყბა -სახის ქურურგიის ექიმი ასისტენტი.
6) სამედიცინო შრომებისა და ,,პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და კლინიკური უნარების " ილუსტრირებული წიგნის ავტორი
მოკლევადიანი შედეგები:
1. ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ თავიანთ თემშივე გაიარონ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი და ფიზიკურად ჩაერთონ აღნიშნულ აქტივობაში.
2. მათ შესაძლებლობა მიეცემათ ექიმს დაუსვან თავისთვის საჭირო შეკითხვები და გაიარონ კონსულტაცია სხვადასხვა სამედიცინო საკითხზე, მიიღონ სამედიცინო რჩევები.
გრძელვადიანი შედეგები:
1. დამსწრე აუდიტორიაში გაიზრდება ცნობიერება სამედიცინო საკითხების მიმართ
2. შეიცვლება არასწორი წარმოდგენები პირველდი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ (მაგ. ხშირად, როდესაც ადამიანი ითიშება და კრიჭა ეკრება, ცდილობენ მას დანით გაუხსნან კბილები, რაც ცალსახად არასწორი და საზიანოა)
3. მონაწილეები პრაქტიკულად შეძლებენ გაიარონ გადამზადება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში მათი რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებასა და დახმარების ეფექტურად აღმოჩენაში.
4. ვიდეოგადაღების მეშვეობით გვექნება ვიდეოლექციები, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება განუსაზღვრელი ვადით იმ აუდიტორიისათვისაც, რომელიც აღნიშნულ შეხვედრებზე ვერ დაესწრება. გარდა ამისა, აღნიშნულ ვიდეოებს პერიოდულად დაემატება სხვა ვიდეოლექციებიც, რომლებიც ასევე გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას სამედიცინო საკითხებზე.
5. გაძლიერდება კავშირები ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის
პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის ისეთი საკითხი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მინიმალური წარმოდგენაც კი არ აქვს როგორ მოიქცნენ კრიტიკულ მომენტებში და ხშირად არასწორ ნაბიჯებსაც დგამენ, რასაც მივყავართ ლეტალურ შედეგამდე.
დილიკაურის სკოლის მოსწავლეებმა, განვახორციელეთ კვლევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, რომელიც დაგვეხმარა იმ აზრის განმტკიცებაში, რომ ეს თემა არის აქტუალური და ნამდვილად საჭიროებს აღნიშნული პროექტი განხორციელებას.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში Google form-ის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო 30-მა რესპოდენტმა და საკვლევი კითხვები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ცნობიერების დონის შეფასება, მასზე ხელმისაწვდომობა და თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილების საჭიროება აღნიშნულ სფეროში.
რესპოდენტებმა პასუხები გასცეს ღია კითხვებზე, თუმცა მათი პასუხები ძირითადად ერთ და იგივე შინაარსს შეიცავდა, მაგალითად კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციის ქონა, რესპოდენტების 100%-მა უპასუხა, რომ უმნიშვნელოვანესია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს ის. ასევე 100% აღნიშნავს, რომ მიიღებდა მონაწილეობას აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებში. დაახლოებით 60% აღნიშნავს, რომ ხშირად დასჭირვებია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სხვა ადამიანზე.
პასუხებში ძირითად ტენდენციას წარმადგენს ის მოსაზრება, რომ აღნიშნული საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სავალდებულოცაა რომ ნებისმიერმა მოქალაქემ ელემენტარულ დონეზე მაინც იცოდეს.
I ნაწილი - მოვიწვევთ სპეციალისტს და დილიკაურის სათემო ცენტრში, დილიკაურის მოსახლეობასა (მათშორის დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები) და "მომავლის სკოლის" მოსწავლეებთან ერთად, წარიმართება ლექცია და პრაქტიკული გაკვეთილი პირველადი გადაუდებელი სამეციდინო დახმარების ცოდნისათვის საჭირო საკითხების შესახებ.
II ნაწილი- "მომავლის სკოლაში" განხორციელდება მეორე ნაწილი. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ის თემები, რომლებიც არ იქნება ამოწურული პირველ შეხვედრაზე, დაესწრებიან ასევე დილიკაურის სკოლის მოსწავლეები, რაც, გარდა იმისა, რომ უფრო მასშტაბურს გახდის პროექტს, უფრო გააღმავებს თანამშრომლობასა და კავშირებს ამ ორ სკოლას შორის.
ლექციებზე გვეყოლება დაქირავებული ვიდეოგრაფი რომელიც პროფესიონალურ დონეზე გადაიღებს და დაამუშავებს ვიდეომასალებს, რომლებსაც ჩვენ განვათავსებთ სოციალური ქსელის ჯგუფში, სადაც ინტენსიური ხასიათი მიეცემა სამედიცინო თემატიკის საინფორამციო ვიდეოლექციებისა და სხვ. განთავსებას
1.შეხვედრის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ონლაინ წარმოება პირველ კვირაში - ლიზი სვიანაძე და დილიკაურის სათემო ცენტრი
2. შეხვედრის შესახებ, მოსახლეობისა და მოსწავლეების მობილიზების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში მეორე კვირაში - ანა სვიანაძე, ლიზი სვიანაძე. ჩატარდება სათემო ცენტრში.
3. ლექციისა და პრაქტიკული გაკვეთილის პირველი ნაწილი - ექიმი ლევან დათიაშვილი. ჩატარდება დილიკაურის სათემო ცენტრში.
4. ლექციისა და პრაქტიკული გაკვეთილის მეორე ნაწილი- ექიმი ლევან დათიაშვილი. ჩატარდება მომავლის სკოლაში.
5. ვიდეოგრაფი- გადაიღებს თეორიული და პრაქტიკული ნაწილების მიმდინარეობას.
6. გვერდის შექმნა და ვიდეოლექციების განთავსება - ლიზი სვიანაძე და დილიკაურის სათემო ცენტრი.
7. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი - პასუხისმგებელი იქნება სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე ორი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში.
გრანტის ფარგლებში ინვენტარის საჭიროება არ არის
ტრანსპორტირებისთვის საჭიროა სამარშრუტო ტაქსი, ტრენერი (ექიმი ლევან დათიაშვილი) და ვიდეოგრაფი.
პროექტის პარტნიორია "დილიკაურის სათემო ცენტრი" და "მომავლის სკოლა". როგორც აღვნიშნე, პირველი ნაწილი განხორციელდება "დილიკაურის სათემო ცენტრის" სივრცეში, ხოლო მეორე ნაწილისთვის სივრცეს დაგვითმობს ზესტაფონის "მომავლის სკოლა". მატერიალური რესურსით დაგვეხმარება ორივე დაწესებულება. გარდა ამისა, როგორც ექიმმა ლევან დათიაშვილმა აღნიშნა, ყველანაირი სამედიცინო ინვენტარით მოგვამარაგებს თავად და ასევე გადმოგვცემს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სახელმძღვანელოსა (რომლის ავტორიც თავადაა) და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დამარებისთვის საჭირო მასალებს.
პროექტის ბენეფიციარები არიან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაუში მცხოვრები 14 წელს ზემოთ ადამიანები, დილიკაურისა და მომავლის სკოლის მოსწავლეები. დაახლოებით 70 ადამიანი.
მოსწავლე - 40
მშობლები - 15
მასწავლებლები და დირექცია - 5
სხვა დაინტერესებული პირები - 10
დიდთოვლობა ან უამინდობა, რადგან ამ დროს ითიშება ელექტროენერგია და რთულდება გზაზე გადაადგილება.
აღნიშნული პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შეხვედრის თარიღის გადადება.
როგორც უკვე გძელვადიან მიზნებში აღვნიშნე, ვიდეოჩანაწერების მეშვეობით შევქმნით ვიდეოლექციებს, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება განუსაზღვრელი ვადით იმ აუდიტორიისათვისაც, რომელიც აღნიშნულ შეხვედრებზე ვერ დაესწრება. პერიოდულად ვითანამშრომლებთ როგორც ჩვენს მიერ მოწვეულ ექიმთან, ისე სხვა ექიმებთანაც და პერიოდულად დაემატება სხვა ვიდეოლექციებიც, რომლებიც ასევე გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას სამედიცინო საკითხებზე.
პროექტი "პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - თეორია და პრაქტიკა" მიზნად ისახავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და მათი საჭირო უნარებით აღჭურვას ამავე სფეროში. პროექტი მოიცავს ორ ნაწილს და განხორციელდება ზესტაფონის "მომავლის სკოლასთან" და "დილიკაურის სათემო ცენტრთან" ერთად.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Kristine
დეკემბერი 11, 2024 | 2:34 pmსაინტერესო პროექტია, თუმცა ამ კლუბის ბავშვებს უკვე რამდენიმე პროექტი აქვთ გამოგზავნილი