რეზი ჩახუნაშვილი
მოსწავლე 3D ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მისი ხელმძღვანელობით შეიქმნება 3D ლაბორატორია. შეისწავლის გრაფიკული 3D მოდელირების, და პრინტერზე მუშობას. უხელმძღვანელებს პროდუქციის დამზადებას.
მარიამ დოგრაშვილი
მოსწავლე
პროექტის ხემძღვანელი
ის გაუწევს კოორდინირებას მთელი პროექტის განხორციელებას. დაგეგმავს და განახორციელებს აქტივობებს
ლიზი გოგსაძე
მოსწავლე
3D ლაბორატორიის თანამშრომელი. პროექტის განხორციელების გუნდის წევრი. შეისწავლის გრაფიკული 3D მოდელირების, და პრინტერზე მუშობას. იქნება პროდუქციის შექმნის თანამონაწილე. საგან მეწარმეობასთან კოლაბორაციის ხელმძღვანელი
თომა ჭეიშვლი
მოსწავლე
3D ლაბორატორიის თანამშრომელი. პროექტის განხორციელების გუნდის წევრი
შეისწავლის გრაფიკული 3D მოდელირების, და პრინტერზე მუშობას. იქნება პროდუქციის შექმნის თანამონაწილე.ვიდეორგოლების შექმნის ხელმძღვანელი
მარიამ ქურასბედიანი
მოსწავლე
3D ლაბორატორიის თანამშრომელი
შეისწავლის გრაფიკული 3D მოდელირების, და პრინტერზე მუშობას. იქნება პროდუქციის შექმნის თანამონაწილე.
ანი ხუჯაძე
მოსწავლე
3D ლაბორატორიის თანამშრომელი
შეისწავლის გრაფიკული 3D მოდელირების, და პრინტერზე მუშობას. იქნება პროდუქციის შექმნის თანამონაწილე.
ქეთევან ბენიძე
მოსწავლე
პროექტის განხორციელების გუნდის წევრი
სხვადასხვა საწარმოებში ვიზიტების დამგმავი და განმახორციელებელი
მარიამ ჭაბუკიანი
მოსწავლე
პროექტის განხორციელების გუნდის წევრი. დისკუსიების და შეხვედრების ორგანიზატორი
მარიამ ჩახუნაშვილი
მოსწავლე
პროექტის განხორციელების გუნდის წევრი. კველვისა და მოსწავლეთა მოძიების ხელმძღვანელი
ნია ადეიშვილი
მოსწავლე
პროექტის განხორციელების გუნდის წევრი
პოდკასტების და ინტერვიუების ჩაწერაზე პასუხისმგებელი
პროექტის მიზანი
· მოსწავლეების ინფორმირება პროფესიული განათლების საჭიროებისა შესახებ
· 3D ლაბორატორიის შექმნა
პროექტის შედეგი
ინფორმირებული მოსწავლეები
3D ლაბორატორიის მიერ პროდუქციის დამზადება
აღწერა
1. კვლევა მოსწავლეებში, პედაგოგებსა და მშობლებში --- სასკოლო საზოგადოების გამოკითხვა მოსწავლეების მიერ შედგენილი კითხვარებით --- რა იციან პროფესიული განათლების შესახებ და აპირებენ თუ არა მიიღონ პროფესიული განათლება. (30-ე საჯარო სკოლაში კვლევას ჩაატარებს მარიამ ჩახუნაშვილი. პირველ კვირაში)
2. ინფორმაციული ვიდეორგოლების გადაღება --- პროექტში ჩართული მოსწავლეების მიერ საინფორმაციო ვიდეორგოლის გადაღება თუ რატომ არის საჭირო პროფესიული განათლება და კონკრეტულად რა საჭიროა 3D პრინტერი (თომა ჭეიშვილი. მე-9 და მე-10 კვირაში)
3. ვიდეორგოლების გაზიარება სასკოლო და სათემო საზოგადოებისათვის ----- პროექტში ჩართული მოსწავლეების მიერ სკოლების სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის ვიდეოგროლების ჩვენება (თომა ჭეიშვილი მე-11 და მე-12 კვირაში)
4. ინტერვიუები სხვდასხვა პროფესიის ადამიანებთან ----- მოსწავლეების მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამინების მოძიება და მათთან ინტერვიუები თუ რატომ ააირჩიეს ესა თუ ის პროფესია და რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროფესიებს და რა გამოწვევების წინაშე დგანან (ნია ადეიშვილი. მე-3. მე-4. მე-5, მე-6, კვირაში)
5. სტუმრობა სხვადასხვა საწარმოებში ---- პროექტში ჩართული მოსწავლეები ესტუმრებიან სხვადასხვა საწარმოებში (საკონდიტრო „რაფაელო“, ესკალატორების საწრმო, კომპოსტირების ცენტრი, ავეჯის საწარმო „ქუთსერვისი“) სადაც თავიანთი თვალით ნახავენ სხვადასხვა პროეფიის ადამიანების საქმიანობას და ესაუბრებიან ხელმძრვანელობოას რა სირთულეებს წააწყდნენ როდესაც თავიანთ საქმეს იწყებდნენ. (ქეთევან ბენიძე მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კვირაში)
6. სკოლებთან თანამშრომლობა --- პროექტში ჩართული მოსწავლეები ითანმშრომლებენ 30-ე საჯარო სკოლასთან ვიდეორგოლების ჩვენების, დისკუსიის, შეკვეთების მიღების მიზნით. (მარიამ დოგრაშვილი, მთელინპროექტის მანძილზე)
7. პოდკასტები --- პროექტში ჩართული მოსწავლეები 30-ე სკოლის იუთუბ პლათფორმაზე ჩაწერს პოდკასტების სერიას პროფესიული განათლების საჭიროებაზე და 3D გამოსახულების აქტუალობასა და საჭიროებაზე სპეციალისტების ჩართულობით. (ნია ადეიშვილი მე-5, მე-6 კვირა)
8. სტუმრობა პროფესიულ სასწავლებლებთან -----პროექტში ჩართული მოსწავლეები ესტუმრებიან პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ , სადაც შეხვდებიან თავიან თანატოლებს და ნახავენ როგორ ეუფლებიან ისინი სხვაადასხვა პროფესიებს (მარიამ დოგრაშვილი მე-2 კვიარა)
9. სტუმრობა ფაბლაბში ---- მოსწავლეები ესტუმრებიან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფაბლაბს 3D პრინტერზე მუშაობის შესწავლის და გრაფიკული 3D მოდელირების შესწავლის მიზნით. (რეზო ჩახუნაშვილი, მარიამ დოგრაშვილი მე-2. მე-3, მე-3, მე-4 მე-5 კვირა)
10. მოსწავლეების შერჩევა --- შეირჩევიან მოსწავლეები, როლებიც განსაკუთრებით დაინტერესებული არიან გრაფიკული 3D მოდელირებისთ და ტექნოლოგიების შესწავლით დაახლოებით 10 მოსწავლე (მარიამ ჩახუნაშვილი მე-3 კვირა)
11. სპეციალისტის მოწვევა ------ ფაბლაბის თანამშრომელი როგორც ადგილზე ასევე პარტნიორ სკოლაში ვიზიტით მოახდენს მოსწვლეების გადამზადებას. (რეზი ჩახუნაშვილი მე-3, მე-4, მე-4, მე-5, მე-6, მ-7 მე-12, მე-13 კვირა)
12. მოსწავლეების გადამზადება ---- რამოდენიმე მოსწავლე გადამზადდება 3D პრინტერზე მუშაობის შესწავლის და გრაფიკული 3D მოდელირების შესწავლის მიზნით. (რეზი ჩახუნაშვილი. მე-4 დან მე-9 კვირის ჩათვლით)
13. საგან მეწარმეობასთან კოლაბორაცია ---- პარტნიორ 30-ე სკოლის საგან მეწარმეობის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან 3D გამოსაუხლებებს და სამაგიდო თამაშებს. სწორდ ეს პრინტერი დაეხმარება მათ ადგილობრივ დონეზე გადამზადდნენ და თავად შექმნან პროექტში ჩართული გადამზადებული მოსწავლეების დახმარებით საჭირო პროდუქტი. (ლიზი გოგსაძე მე-10 დან მე-16 გვერდის ჩათვლით)
14. ტექნიკის შეძენა ----- მოსწავლეები შეიძენენ 3D პრინტერს და 3D პრინტერის და ექსტრუდერს (რეზი ჩახუნაშვილი მე-3 კვირა)
15. პროდუქციის შექმნა --- მოსწავლეები შექმნიან პირველ პროდუქტს (რეზი ჩახუნაშვილი მარიამ დოგრაშვილი მე-12 დან მე-15 კვირის ჩათვლით)
(სამოქმედო გეგმა იხილეთ დამატებითდანართში)
· მოკლევადიანი შედეგები --- მოსწავლეები ჩაატარებენ კლევას N 30 საჯარო სკოლაში რა იცინა მათმა თანატოლებმა პროფესიული განათლების შესახებ. მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიაში პროფესიული განათლების აუცილებლობის შესახებ. შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, თავიანთი თვალით ნახავენ პროფესიულ სასწავლებლებს. ნახავენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს როგორ საქმიანობენ თავინთ სამუშაო ადგილებზე. იმსჯელებენ პოდკასტებსა თუ სხვადასხვა შეხვედრებზე პროფესიული განათლების დადებით მხარეებზე. გადაიღებენ საინფორმაციო და სიტუაციურ ვიდეო რგოლებს, მოიძიებენ ინფორმეციებს სხვადასხვა პროფესიებზე და მათ საჭიროებაზე. გადაემზადებიან გრაფიკული 3D მოდელირების შესწავლის მიზნით.
· გრძელვადიანი შედეგები ---- მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცნობიერება პროფესიული განათლების საჭიროებაზე შეხვედრების, ვიდეორგოლები რომელსაც ისინი შექმნიან განთავსდება სხვადასხვა სოციალურ პლათფორმებზე, სადაც ყველა შეძლებს მის ნახვას და გამოყენებას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფორმირების თვალსაზრისით. რამოდენიმე მოსწავლე გადამზადდებიან გრაფიკული 3D მოდელირების, და პრინტერზე მუშობის კუთხით. ისინი შექმნიან პატარა ლაბორატორიას, სადაც შემდეგ თანატოლებს გადაამზადებენ. ითანამშრომლებენ N 30 საჯარო სკოლის საგან მრეწველობის მასწვლბებლთან და მოსწავლეებთან და შექმნიან 3D გამოსახულებებს. ასევე შეძლებენ დაინტერესებული ადამიანების მოზიდვას და პატარა ბიზნეს საწრმოს გაკეთებას.
იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს აუცილებელია პროფესიონალების არსებობა. პროფესიის დაუფლება კი ძირითადად ახალგაზრდა თაობაში მიმდინარეობს, ხოლო პროფესიის არჩევისა და დაუფლების პირველი ნაბიჯები ახლგაზრდებმა სკოლაში უნდა გადადგან.
დღეს პროეფესიული განათლება ძალზედ პრობლემატურია საკითხია, მოსწავლეთა დიდი ნაწილი თვლის რომ აუცილებელია უმაღლესი განათლება მიიღონ. ძალიან მცირე ნაწილი ფიქრობს მიიღოს პროფესიული განათლება . ვინც პროფესიულ განათლებას ეუფლება არიან ისეთი მოსწავლეები რომლებიც სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. ასე რომ გამოდის, თითქოს პროფესიული განთლება მხოლოდ ე.წ. „უცოდინარი“ და „ჩამორჩენლი“ მოსწავლეებისთისაა.
ყველა ირჩევს იმ პროფესიას რაც პოპულარულია და ზოგიერთ პროფესიაში იმდენი სპეციალისტია, ბაზრის ოთხოვნებს აჭრბებს და ეს კი იწვევს უმუშევროის დონის მატებას. ახალგაზრდებმა აღარ იციან როგორ და სად დასაქმდნენ,
ახალგაზრდბი არ განიხილავენ ალტერნატივებს, რა პროფესია მოსწონთ, რისი კეთება გამოსდით. რაც იწვევს არასწორი არჩევანის გაკეთებას პოპლარული პროფესიების გავლენით და საბოლოოდ ვღებულბთ საქმისადმი გულგილ და არაპროესიონალ სპეციალისტებს
პრობლემის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს.
· საზოგადებაში. პროფესიული განათლება ნაკლებ პრესტიჟულია. საზოცადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებით უმაღლესი განათლება აუცილებელი თუ გინდა სოციუმში ადგილი დაიმკიდრო. ადამიანები ქედმაღულად უყურებენ მას ვისაც უმღლესი განათლება არა აქვს.
· დაბალაი ანაზღაურება
· მოსწავლეებმა არც კი იციან ზოგიერთი პროფესიის არსებობის შესახებ.
· ოჯახის გავლენა,
· ე.წ. პოპულარული პროფისების გავლენა,
· სკოლა ვერ აძლევს სათანადო ინფორმაციას პროფესიული განათლები შესახებ.
· საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არ არის სათანადო განათლების მიღების პირობები და მოსწავლეები დიდ ქალაქებში უნდა ჩამოვიდნენ რომ პროფესიას დაეუფლონ, აქ კი მათ საცხოვრებლად ხარჯები ჭირდებათ.
· მოსწავლეებმა არც კი იციან რომ ქვეყანაში არსებობს პროფესიული განათლების სასწავლებლები, სადაც პროფსიის დაუფლეის გარდა საშუალო განათლების დიპლომიც გაიცემა.
საბოლოოდ კი პრობლემის შედეგი არის, ის რომ უამრავი პროფესია რჩება არა თუ პროფსიონალის არამედ დარგის სპეციალისტის გარეშე.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვღებულობთ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ საქმდებიან. ეს კი იწვევს ახალგზრდებში ნიჰილიზმს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ახალგაზრდების საზღვარგარეთ გადინებას, ან საბოლოოდ მაინც პროფესიული განათლების დაუფლება უწევთ. ეს კი დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის და დროის უქმად ხარჯვის შედეგია.
ეს ყველაფერი კი ქვეყანაში უმუშევრობის დონის მატებას და ეკონომიკის ზარალს განაპირობებს.
1. კვლევა მოსწავლეებში, პედაგოგებსა და მშობლებში --- სასკოლო საზოგადოების გამოკითხვა მოსწავლეების მიერ შედგენილი კითხვარებით --- რა იციან პროფესიული განათლების შესახებ და აპირებენ თუ არა მიიღონ პროფესიული განათლება
2. ინფორმაციული ვიდეორგოლების გადაღება --- პროექტში ჩართული მოსწავლეების მიერ საინფორმაციო ვიდეორგოლის გადაღება თუ რატომ არის საჭირო პროფესიული განათლება და კონკრეტულად რა საჭიროა 3D პრინტერი
3. ვიდეორგოლების გაზიარება სასკოლო და სათემო საზოგადოებისათვის ----- პროექტში ჩართული მოსწავლეების მიერ სკოლების სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის ვიდეოგროლების ჩვენება
4. ინტერვიუები სხვდასხვა პროფესიის ადამიანებთან ----- მოსწავლეების მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამინების მოძიება და მათთან ინტერვიუები თუ რატომ ააირჩიეს ესა თუ ის პროფესია და რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროფესიებს და რა გამოწვევების წინაშე დგანან
5. სტუმრობა სხვადასხვა საწარმოებში ---- პროექტში ჩართული მოსწავლეები ესტუმრებიან სხვადასხვა საწარმოებში (საკონდიტრო „რაფაელო“, ესკალატორების საწრმო, კომპოსტირების ცენტრი, ავეჯის საწარმო „ქუთსერვისი“) სადაც თავიანთი თვალით ნახავენ სხვადასხვა პროეფიის ადამიანების საქმიანობას და ესაუბრებიან ხელმძრვანელობოას რა სირთულეებს წააწყდნენ როდესაც თავიანთ საქმეს იწყებდნენ.
6. სკოლებთან თანამშრომლობა --- პროექტში ჩართული მოსწავლეები ითანმშრომლებენ 30-ე საჯარო სკოლასთან ვიდეორგოლების ჩვენების, დისკუსიის, შეკვეთების მიღების მიზნით.
7. პოდკასტები --- პროექტში ჩართული მოსწავლეები 30-ე სკოლის იუთუბ პლათფორმაზე ჩაწერს პოდკასტების სერიას პროფესიული განათლების საჭიროებაზე და 3D გამოსახულების აქტუალობასა და საჭიროებაზე სპეციალისტების ჩართულობით.
8. სტუმრობა პროფესიულ სასწავლებლებთან -----პროექტში ჩართული მოსწავლეები ესტუმრებიან პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ , სადაც შეხვდებიან თავიან თანატოლებს და ნახავენ როგორ ეუფლებიან ისინი სხვაადასხვა პროფესიებს
9. სტუმრობა ფაბლაბში ---- მოსწავლეები ესტუმრებიან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფაბლაბს 3D პრინტერზე მუშაობის შესწავლის და გრაფიკული 3D მოდელირების შესწავლის მიზნით.
10. მოსწავლეების შერჩევა --- შეირჩევიან მოსწავლეები, როლებიც განსაკუთრებით დაინტერესებული არიან გრაფიკული 3D მოდელირებისთ და ტექნოლოგიების შესწავლით დაახლოებით 10 მოსწავლე
11. სპეციალისტის მოწვევა ------ ფაბლაბის თანამშრომელი როგორც ადგილზე ასევე პარტნიორ სკოლაში ვიზიტით მოახდენს მოსწვლეების გადამზადებას.
12. მოსწავლეების გადამზადება ---- რამოდენიმე მოსწავლე გადამზადდება 3D პრინტერზე მუშაობის შესწავლის და გრაფიკული 3D მოდელირების შესწავლის მიზნით.
13. საგან მეწარმეობასთან კოლაბორაცია ---- პარტნიორ 30-ე სკოლის საგან მეწარმეობის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან 3D გამოსაუხლებებს და სამაგიდო თამაშებს. სწორდ ეს პრინტერი დაეხმარება მათ ადგილობრივ დონეზე გადამზადდნენ და თავად შექმნან პროექტში ჩართული გადამზადებული მოსწავლეების დახმარებით საჭირო პროდუქტი.
14. ტექნიკის შეძენა ----- მოსწავლეები შეიძენენ 3D პრინტერს და 3D პრინტერის და ექსტრუდერს
15. პროდუქციის შექმნა --- მოსწავლეები შექმნიან პირველ პროდუქტს
3D პრინტერი და ექტრუდერი, მოსწავლეები შეისწავლიან მის გამოყენებას, რათა შეძლონ პროდუქციის შექმნა
· პროფესიული კოლეჯი „იბეირია“ --- მათი სპეციალისტების მოწვევა სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრაზე და მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებელბის სტუმრობა კოლეჯში
· საკონდიტრო საწარმო ‘რაფაელო“---- სტუმრობა საწარმოში. გასაუბრება სპეციალისტებთან და პროცესის დაკვირვება
· ესკალატორების საწარმო ---- სტუმრობა საწარმოში. გასაუბრება სპეციალისტებთან და პროცესის დაკვირვება
· კომპოსტირების საწარმო ----- სტუმრობა საწარმოში. გასაუბრება სპეციალისტებთან და პროცესის დაკვირვება
· ავეჯის საწარმო ---- სტუმრობა საწარმოში. გასაუბრება სპეციალისტებთან და პროცესის დაკვირვება
· N 30 საჯარო სკოლა ---- შეხვედრების ორგანიზება, საგან მეწარმეობასთან კოლაბორაცია.
· სხვადასხვა პროფესიის ადაიანები ---- ინტერვიუები და შეხვედრები
· ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი „მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ---- სტუმრობა და მოსწავლეთა გადამზადება
მოსწავლეები, მასწავლებელებლები, სულ --- 105
მოსწავლეები -- 100
პედაგოგები --- 5
1. საწარმოების ხელმძღვანელობის უარი თანამშრომლობაზე
ალტერნატიული საწარმოს მოძიება
2. დროის ლიმიტის გადაჭარბება
პროექტის ბენეფიციარებთან და ჩართულ პირებთან შეთანხმებით თანამშრომლობა
3D ლაბორატორიის შექმნით მოსწავლეები სამომავლოდ შეძლებენ მცირე საწარმოს შექმნას, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მოთხოვნებს,
მოსწავლეები ცდილობენ პროფესიული განათლების პოპულარიზების მიზნით ცნობიერების ამაღლებას და 3D ლაბორატორიის შექმნას
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Kristine
დეკემბერი 9, 2024 | 1:50 pmსაინტერესო პროექტის იდეეა, განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობებით დაგეგმილი