პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ნიკოლოზ მიდელაშვილი, სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-12-08
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქ.გორი თამარ მეფის ქ.#105
მობილური ტელეფონი
577091692
ელექტრონული ფოსტა
Midelashvilinika78@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ნიკოლოზ მიდელაშვილი-სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე (პროექტის ხელმძღვანელი და პსუხისმგებელი პირი)
ნატალი ტლაშაძე- თვითმმართველობის წევრი
ელენე მექერიშვილი-თვითმმართველობის წევრი
გიორგი პოღოსიანი-თვითმმართველობის წევრი
ნინო ფსუტური- მასწავლებელი
სიოფიო ჯამბრიშვილი-მასწავლებელი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
მოსწავლეებში განხორციელებული კვლევის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავებით და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის ტრენინგების განხორციელება, ვიზიტი პროფესიულ სასწავლებელებში, სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებთან შეხვედრა, მათი პროფესიის სირთულეების, დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობა, რაც მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის ხელშემწყობად და გზამკვლევად იქცევა.პროექტის აქტივოებები:
პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება და ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისა და მშობლებისთვის- (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნატალი ტლაშაძე)
მოსწავლეები დაესწრებიან ტრენინგს/ტრენინგებს შემდეგ თემებზე
ა)მომავლის პროფესიები
ბ)პროფესია და სამსახური (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური)
კასპის ტექნოპარკსა და პროფესიულ კოლეჯში სტუმრობა (ნატალი ტლაშაძე; ნინო ფსუტური)
ვიზიტი გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური)
ვიზიტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში(ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური)
შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულებთან და საუბარი მათ პროფესიულ არჩევანზე (ნიკოლოზ მიდელაშვილი; გიორგი პოღოსიანი;ნინო ფსუტური)
როლური თამაში-ჩემი მომავალი პროფესია; პროფესიების დღე (ნატალი ტლაშაძე; ელენე მექერიშვილი)
დასკვნითი ღონისძიების მოწყობა და ფლეშმობი "პროფესიების პალიტრა" (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური)
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი შედეგი-მოსწავლეები გაეცნობიან შრომის ბაზარზე არსებულ, ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. გაიგებენ იმ უნარ-ჩვევების შესახებ რაც საჭიროა ამა თუ იმ პროფესიის დასუფლებლად, ისწავლიან როგორ უნდა შექმნან CV.მოინახუელებენ სხვადასხვა საწარმოს და შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.გასცემენ პასუხს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს როგორიცაა-რატომ არსებობს სხვადასხვა პროფესია? რატომ ინაწილებენ ადამიანები შრომას? და ა.შ
გრძელვადიანი შედეგი- მოსწავლეებს გაუადვილდებათ აღმოაჩინონ საკუთარ თავში გარკვეული უნარები, ინტერესები და შესაბამისად შეარჩევენ მომავალ პროფესიას
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
დღეს აქტუალურია კითხვა სად აბარებ, რა პროფესიას ირჩევ ? სამომავლოდ და ხშირ შემთხვევაში დამათვარებელ კლასებშიც კი მოსწავლეებს არ აქვთ ერთი კონკრეტული პასუხი, არ იციან რა პროფესიას უნდათ რომ დაეუფლონ. ჩვენი პროექტით მოსწავლეებს გაუადვილდებათ გააკეთონ მეტ-ნაკლებად სწორი არჩვეანი, დაფიქრდნენ იმ უნარ-ჩვევებზე რაც უკვე აქვთ, რისი განვითარება სურთ და რამდენად მოსაწონი, მისაღებია მათთვის ესა თუ ის პროფესია. გაიგებენ რა მოთხოვნებია შრომის ბაზარზე ამ კუთხით.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტის აქტივოებები:
პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება და ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისა და მშობლებისთვის სადაც სასკოლო საზოგადოება შეძლებს უფრო მეტი გაიგოს აღნიშნული პროექტის შესახებ. (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნატალი ტლაშაძე)
მოსწავლეები დაესწრებიან ტრენინგს/ტრენინგებს შემდეგ თემებზე
ა)მომავლის პროფესიები
ბ)პროფესია და სამსახური (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური) აღნიშნული ტრენინგი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უფრო მეტი ინფორმაცია გაიგონ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ და ისწავლონ ისეთ მნიშვნელოვანი და აუცილებელი დეტალები როგორიცაა CVის მომზადება,სამოტივაციო წერილის დაწერა და ა.შ
კასპის ტექნოპარკსა და პროფესიულ კოლეჯში სტუმრობა (ნატალი ტლაშაძე; ნინო ფსუტური)
ვიზიტი გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური)
ვიზიტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში(ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური)
ზემოთ დასახელებული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგონ კონკრეტული პროფესიების შესახებ .
შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულებთან და საუბარი მათ პროფესიულ არჩევანზე (ნიკოლოზ მიდელაშვილი; გიორგი პოღოსიანი;ნინო ფსუტური)
როლური თამაში-ჩემი მომავალი პროფესია; პროფესიების დღე (ნატალი ტლაშაძე; ელენე მექერიშვილი) ამ აქტივობის დროს მოსწავლეები მოირგებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანის როლს და უკეთ შეძლებენ გაიაზრონ რამდენადაა მათი მოწოდება იყვნენ არჩეული პროფესიის წარმომადგენლები.
ხელსაქმის მასტერკლასი -თექის დამუშავება, ქსოვა,ქარგვა (ნინო ფსუტური; სოფიო ჯამბრიშვილი) მოსწავლეები შეისწავლიან თექაზე მუშაობას,ქარგვას და შესაძლოა მათ მომავალი პროფესიის არჩევაზეც იქონიოს ამ მასტერკლასებმა გავლენა.
დასკვნითი ღონისძიების მოწყობა და ფლეშმობი "პროფესიების პალიტრა" (ნიკოლოზ მიდელაშვილი; ნინო ფსუტური) აღნიშნული ფლეშმობი დაანახებს დამსწრე საზოგადეობას თუ რა თვალით ხედავს თითოეული მოსწავლე ამა თუ იმ პროფესიას,რაშია ამ პროფესიების საჭიროება და მნიშვნელობა.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ტრენერის მომსახურეობა
მასალები ხელსაქმისთვის და საკანცელარიო ნივთები ტრენინგის ჩასატარებლად
ლანჩი
მგზავრობის ხარჯები
პროექტის პარტნიორები
საოგადოება ბილიკი,რომელთა დახმარებით,მათ შენობაში ჩავატარებთ ტრენინგებსა და მასტერკლასებს
მედიაკომპანია "მოზაიკა" რომელიც გააშუქებს განხორციელებულ პროექტს
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სსიპ ქ.გორის #8 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები-60
აქედან გოგონა 35
ბიჭი25
მშობლები-20
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ორგანიზატორი მოსწავლეების უმრავლესობა აბიტურიენტია ან სკოლის შემდეგ დადის სხვადასხვა წრეზე, შესაძლოა ვერ გამოყონ სათანადო დრო პროექტზე სამუშაოდ.ამის ასარიდებლად ჩვენ წინასწარ დეტალურად გავაცანით ორგანიზატორ მოსწავლეებს პროექტი და მათთან შეთანხმებით გავწერეთ ზირითადი აქტივოებები,დროშიც გადავანაწილეთ
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა იქცევთ სასკოლო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუნდაც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, მოხდება სხვადასხვა პროფესიის გაცნობა, მათთვის საინტერესო ადმიანების სტუმრობა და მათი მხრიდან საუბარი პროფესიის დადებით თუ უარყოფით ასპექტებზე, სირთუელეებზე.მოხდება ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის შესაძლებლობების შექმნას და მათთვის სწორი კარიერული გზების განსაზღვრაში დახმარებას. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების, განათლებისა და დასაქმების ბაზრის შესახებ. ასევე, იგეგმება ტრენინგების და ვორქშოპების ორგანიზება, სადაც მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს კარიერის სწორად დაგეგმვის/განსაზღვრის შესახებ.
პროექტი აქტუალურია, ეხება მოსწავლეთა პროფესიულ ორინეტაციაში გარკვევას, კარგად არის გაწერილი. აქტივობებში კრგადაა აღნიშნული სხვადასხვა სტრუქტურები, რაც მომავალში როგორც პროფესია საიტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. ფკლეშმობის ორგანიზზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის მიზნის პოულარიზაციას
ბიუჯეტიც კარგადაა შედეგენილი
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Marine
დეკემბერი 4, 2024 | 3:24 pmპროექტი აქტუალურია, ეხება მოსწავლეთა პროფესიულ ორინეტაციაში გარკვევას, კარგად არის გაწერილი. აქტივობებში კრგადაა აღნიშნული სხვადასხვა სტრუქტურები, რაც მომავალში როგორც პროფესია საიტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. ფკლეშმობის ორგანიზზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის მიზნის პოულარიზაციას
ბიუჯეტიც კარგადაა შედეგენილი