საგრანტო კონკურსი აფინანსებს განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილია მოსწავლეთა ჯგუფების მიერ (კლასი - რომელშიც ისწავლება სამოქალაქო განათლება (IX – XII)) და მიზნად ისახავს საზოგადოების საჭიროებების გამოვლენასა და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, მედიასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, თვითმმართველობასთან და სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობით.
ჩვენ დავაფინანსებთ საინტერესო საპროექტო განაცხადებს 450 აშშ დოლარის ფარგლებში.
წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს პედაგოგებისა და მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისა და თემისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში. საკლასო პროექტების განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს პროექტის განმახორციელებელი კლასის მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა.
შენიშვნა: საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს.
საგრანტო კონკურსი არ დააფინანსებს:
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს. წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს პროექტის განმახორციელებელი კლასის მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამის რეგიონებში გაიარონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ექვივალენტისა ლარში.
საგრანტო კონკურსის დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.
საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ, ამავე პორტალზე (initiatives.ge) განთავსებული სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით, რომელში შესვლაც შეგიძლიათ მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებული „საიტზე შესვლა“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.
საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის სამი აუცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები/ნიმუშები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:
მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენს მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.
00
დღე00
საათი00
წუთი