Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) მცირე გრანტების კონკურსი

    • განაცხადის შევსება
    • გრანტებზე დაბრუნება
    • პროფილი
    • პროექტები
    • prev
    • next
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    საგრანტო კონკურსის შესახებ

    თუ თქვენ ან თქვენს სკოლას,  თანაკლასელს ან სამოქალაქო განათლების პედაგოგს აქვს იდეა განახორციელოს მცირე სათემო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში. თუ თქვენ ან თქვენს სკოლას,  თანაკლასელს ან სამოქალაქო განათლების პედაგოგს აქვს იდეა განახორციელოს მცირე სათემო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში.

    საგრანტო კონკურსის მიზანი

    ჩვენ ვაფინანსებთ განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში ქვეყნის მასშტაბით. მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა მოიცავდეს მოსწავლეთა კონსტრუქციულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

    საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი

    პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად  ისახავს საზოგადოების საჭიროებების დაცვასა და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით და წარმოდგენილია მოსწავლეთა ჯგუფების მიერ, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, ადგილობრივ მედიასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობით.  უპირატესობად ჩაითვლება, თუ გრანტის განხორციელება მოიცავს თანამშრომლობას ადგილობრივ მედიასთან (ტელევიზიასა და რადიო არხებთან) და/ან სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან.

    პროექტების შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგს:

    • არის თუ არა წარდგენილი აპლიკაცია სწორად და სრულფასოვნად შევსებული;
    • პასუხობს თუ არა წარდგენილი პროექტი საგრანტო კონკურსის მოთხოვნებს;
    • რამდენად შეძლებს პროექტი დამოუკიდებელ არსებობას დასრულების შემდეგ (პროექტის მდგრადობა);
    • რამდენად შეესაბამება პროექტი აღწერილ საჭიროებებს;
    • რამდენად შესაბამისი და ეფექტურია შემოთავაზებული პროექტის ბიუჯეტი;
    • რამდენად შესაძლებელია პროექტის ფარგლებში გრძელვადიანი და სტაბილური შედეგების მიღება და
    • რამდენად უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას.
    საგრანტო კონკურსის წინაპირობა

    შენიშვნა: პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს.

    საგრანტო კონკურსი არ დააფინანსებს:

    • პროექტის მონაწილეთა შრომის ანაზღაურება: ხელფასი ან და ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები);
    • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
    • კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის მიზნებს.
    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

    მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში (ACETT)  ჩართული პარტნიორი სკოლების პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.

    კონსულტაციები

    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...

    გრანტის პირობები

    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...

    სააპლიკაციო ფორმის შევსება

    საგრანტო პროექტების წარმოდგენა ხდება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების მეშვეობით. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში და შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა „დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკზე დაჭერით. საჭიროების შემთხვევაში განაცხადის ონლაინ რეჟიმში ატვირთვისას ტექნიკურ დახმარებას გაგიწევთ პროგრამის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია.

    სააპლიკაციო ფორმას თან უნდა ერთვოდეს თქვენს მიერ შევსებული შემდეგი ოთხი დოკუმენტი, რომლებიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული ბმულებიდან:

    1. პროექტის განხორციელების  გეგმა

    2. პროექტის ბიუჯეტი

    3. თანამონაწილეობის დოკუმენტი

    4. სკოლის დასტურის წერილი

    თუ გსურთ, რეგისტრაციის გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში.

     

    აქვე გირჩევთ გაეცნოთ მცირე საგრანტო პროგრამის სახელმძღვანელოს. იგი დაგეხმარებათ საპროექტო განაცხადის მომზადებასა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
    მას შემდეგ, რაც შეავსებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს, სპეციალურ ღილაკზე დაჭერით თქვენი განაცხადი გაიგზავნება განსახილველად. პროექტს განიხილავს და ამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.

    საგრანტო კონკურსი დასრულებულია!
    დონორი
    USAID
    დეტალები
    • საგრანტო კონკურსის დაწყების თარიღი
      2011-02-01
    • საგრანტო აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა
      2014-03-30
    სტატისტიკა
    • დაშვებული აპლიკაციების რაოდენობა
      შეუზღუდავი
    • გამარჯვებული აპლიკაციები საგრანტო კონკურსის ფარგლებში
      66
    • სულ გაცემული თანხის ჯამი
      32006$
    საკონკურსო თემა
    • USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნოლოგიური ტრენინგის კურსდამთავრებულთა ინიციატივები
    • ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლებაში
    • კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით
    • ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში
    • მშობელთა, როგორც სასკოლო საზოგადოების წევრთა, ციფრული ცნობიერების ამაღლება
    • სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა თვითმმარველობის გაძლიერება სკოლაში
    • სამოქალაქო განათლების სხვა საგნებთან ინტეგრირებული პროექტები
    • ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით (ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, და ა
    • სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება კერძო სექტორთან თანამშრომლობით
    • პროფესიული ორიენტაციიის ხელშეწყობა მოსწავლეებში
    • ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეთა მიერ, მათ შორის დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა, მოსწავლეთა ინიციატივები კლიმატის ცვლილებების შესახებ და სხვა
    • დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მასთან ბრძოლა
    • დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ (მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე და სხვა)
    • ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა
    • უმცირესობათა უფლებები და მათი ინტეგრაცია
    • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • ახალგაზრდების ინიციატივები ძალადობის წინააღმდეგ (ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ა
    • ადრეული ქორწინების პრევენცია
    • ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტების ხელშეწყობა (სოციალური მეწარმეობის განვითარება მოსწავლეთა მიერ)
    • თანატოლთა შორის ძალადობის პრევენცია მოსწავლეების მიერ
    • ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • მოსწავლეთა ინიციატივები ტრეფიკინგის პრევენციისთვის
    • საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • სოფლის/ქალაქის ისტორიის, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა ინიციატივები სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის
    • სურსათის უვნებლობაზე ცნობიერების ამაღლება
    • საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება სხვადასხვა დაავადებისა და მათი პრევენციის შესახებ (აივ ინფექცია, შიდსი, დიაბეტი, ჰეპატიტი და ა
    IDS
    412 390

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროგრამა „მომავლის თაობა“ დეკემბრის 2014 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2014-12-01 - 2015-02-01
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2023-08-24 - 2023-10-27
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022 წლის ოქტომბრის საგრანტო კონკურსი

    • 2022-10-10 - 2022-11-13
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...