ჩვენი მიზანია სოფელში და სკოლაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა შესახებ.მათთვის ხელსაყრელი სოციალური,ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.საზოგადოება ვალდებულია პატივისცემით მოეკიდოს შშმ პირთა თანასწორობის უფლებას კანონის წინაშე.ამისათვის საჭიროა საზოგადოებისა და შშმ პირთა დაახლოება, ურთიერთთანამშრომლობა.სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტში ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები,რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებისა და შშმ პირთა ინტეგრაციას.რომელიც საჭიროა დემოკრატიულ სახელმწიფოში ეკონომიკური,კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების ერთად მოგვარებისათვის.