პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ციცია ჩინჩალაძე-მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-05-25
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
თეთრიწყაროს რაიონი სოფელი კოდა
მობილური ტელეფონი
579143364
ელექტრონული ფოსტა
chinchaladzecicia@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ციცია ჩინჩალაძე:აპლიკანტი, სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარის მოადგილე-დაგეგმილი აქტივობების შესრულება.
ჯემუკა ოგანიშვილი:სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარე-აქტივობების განხორციელება
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
აღნიშნული პროექტის მიზანი არის რაიონში არსებული სხვა სკოლის თვითმმართველობების გაცნობა და მათთან კოლაბორაციით ძალიან საინტერესო აქტივობების განხორციელება. აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ ჩემს სოფელთან შედარებით სხვა სოფლის მოსწავლეების რაოდენობა მცირერიცხვოვანია და ვფიქრობ ისინი დიდი ინტერესით ჩაერთვებიან ჩვენს მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. საინფორმაციო შეხვედრები და განხილვები იქნება ძალიან ბევრ ისეთ თემაზე რომლის შესახებაც ინფორმაციის მოძიება არც ისეთი მარტივია. არაფორმალური განათლება: შეგვიძლია გავაზიაროთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება USAIDის პროექტებში. მოხალისეობა: ვფიქრობ, რომ მოხალისეობა ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა ეს კულტურა ჩვენს რაიონში დანერგილი არ არის, მე ვარ ორგანიზანია ,,ჰელფინგ ჰენდის" მოხალისე და ვფიქრობ, რომ ამ საკითხით დაინტერესებულ მოსწავლეებთან ერთად ძალიან ბევრი და საინტერესო აქტივობების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ბანაკები და გაცვლითი პროგრამები: ვფიქრობ ეს ის თემაა რომელიც თითქმის ყველა ახალგაზრდას აინტერესებს, თუმცა აქ მოხვედრა არაა მარტივი რადგან ბევრმა არ იცის როგორ შეავსოს აპლიკაცია, როგორ დარეგისტრირდეს და ა.შ. ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი ესეც იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ რაიონის სხვა სკოლებში იქნება არაერთი ისეთი ბავშვი რომელიც გარკვეულია ამ საკითხში, პირადად მეც ნამყოფი ვარ რამდენიმე საზაფხულო ბანაკში და სხვა ბავშვებთან გაერთიანებით და აზრების გაცვლით საინტერესო პროექტი გამოგვივა. დანარჩენი კი რაც უკვე ავღნიშნე იქნება ინტელექტუალური, სპორტული და საგანმანათლებლო თამაშები. ზოგადად ამ პროექტს დიდი შედეგი ექნება თემის საზოგადოების განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ბავშვები ბევრად მეტ ინფორმაციას შიტყობენ ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით და სხვა სკოლებთან ურთიერთობა მათ საშუალებას მისცემს: გაიცნონ ახალი მეგობრები, დაამყარონ მათთან კომუნიკაცია, შეიძინონ გუნდში მუშაობის გამოცდილება, განვითარდნენ პიროვნულად და კიდევ ძალიან ბევრი ისეთი რამ რისი მიღებაც არაფორმალური განათლების გარეშე ძალიან რთულია.
მოსალოდნელი შედეგები
ეს პროექტი ისეთი შინაარსისაა, რომ მოკლევადიანი შედეგი ვერ იქნება. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეს მომავალში გამოადგება. ისინი ინფორმირებულები გახდებიან ძალიან ბევრ ისეთ საკითხში რომელიც მნიშვნელოვანია თუმცა ნაკლებადაა ამის შესახებ ინფორმაცია. როგორც უკვე ავღნიშნე გაცვლითი პროგრამები, ბანაკები, მოხალისეობის კულტურა და ზოგადად არაფორმალური განათლება. ამ ყველაფრის მიღების საუკეთესო გზა კი სხვა სკოლებთან კოლაბორაციაა, რადგან იმ საკითხში რაც ჩვენ ვიქნებით კომპეტენტურები გავუზიარებთ სხვა სკოლებს ხოლო ისინიც იგივენაირად. ამ აქტივობების განხორციელება კი მოხდება თემში არსებულ ცენტრში ან ღია სივრცეში.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
რაიონის სოფლებს შორის ნაკლები ურთიერთობა.
გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა ურთიერთ თანამშრომლობა. სკოლის საზოგადოების მეტად ჩართულობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
საინფორმაციო შეხვედრების, პრეზენტაციების, დისკუსიების ჩატარება სხვა სკოლის თვითმმართველობებთან და მათთან ერთად ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდება. კონკრეტული ღონისძიებები: ინტელექტუალური თამაშები: ტრივია, ,,რა? სად? როდის?", დებატების კონკურსი. ჭადრაკის ოლიმპიადა: აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემს სკოლაში არ არის მოსწავლეების ის რაოდენობა რომლებმაც ჭადრაკის თამაში იციან, რომ ოლიმპიადა ჩავატაროთ სხვა სკოლებთან ამ აქტივობის გამართვა კი სიახლე იქნება. ასევე სხვადასხვა სპორული აქტივობები. და როგორც უკვე ავღნიშნე მოსწავლეების ინფორმირება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: მოხალისეობა, გაცვლითი პროგრამები, ბანაკები და ა.შ. დარწმუნებული ვარ სხვა სკოლებშიც გამოჩნდება ისეთი მოსწავლე ან მოსწავლეები რომლებიც ინფორმირებულები იქნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით და გაუზიარებენ სხვებსაც. მაგრამ ასევე მეც ვიცნობ ბევრ ისეთ ბანაკის ლიდერს რომლებიც დაგვეხმარებიან ტრენინგის ჩატარებაში.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
პროექტორის დაფა, მიკროფონი პრეზენტაციების და საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად. ჭადრაკიის საათები, ოლიმპიადის ჩასატარებლად.
პროექტის პარტნიორები
მთელი პროექტი დაფუძვნებულია იმაზე, რომ ვითანამშრომლოთ თეთრიწყაროს რაიონში არსებულ სხვა სკოლის მოსწავლეებთან. მათი მხარდაჭერა კი გამოხატული იქნება ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებში ჩართვით.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებელს მიიღებს არა მარტო ჩემი სკოლის არამედ იმ სკოლების მოსწავლეები რომლების სურვილს გამოთქვამენ ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღების. მათი რაოდენობა კი საკმაოდ დიდ რიცხვს შეადგენს, მონაწილე სკოლების თვითმმართველობა გააზიარებენ გამოცდილებას თავიანთ სკოლებში. მიახლოებით 1000 ბავშვზე მეტი იქნება ამ პროექტის ბენეფიციარი.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მშობლები:50
მოსწავლეები:1000
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
პროექტს ხელი შეეშლება იმ შემთხვევაში თუ სხვა სკოლის მოსწავლეები არ გამოხატავენ აქტივობების ჩართვის სურვილს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე საინტერესოდ იქნება დაგეგმილი, რომ მათაც დააინტერესებთ ეს ყველაფერი, თანაც სხვა სოფლების მოსწავლეების ნაკლები რაოდენობის გამო მათ იმდენად არ აქვთ ასეთი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა. რამდენიმე სოფლის გაერთიანებით კი ეს ყველაფერი ბევრად უფრო საინტერესო გამოვა.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეგვიძლია სხვა სკოლებთან კოლაბორაცია დავნერგოთ ისე, რომ მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც განვახორციელოთ ასეთი აქტივობები. ეს პროექტი კი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება შეჩვევის, ერთმანეთის გაცნობის, აზრების გაცვლის და სამოვავლო გეგმების ჩამოყალიბების. ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი, მუდმივად გვექნება სკოლების თვითმმართველობებს ასეთი თანამშრომლობა.
ეს პროექტი მიზნად ისახავს თეთრიწყაროს რაიონის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობას. განხორციელებული აქტივობებით მოსწავლეები მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც მათ მომავალში დაეხმარება. შეხვედრები, პრეზენტაციები და დისკუსიებით უკეთ ჩავუღრმავდებით არაფორმალური განათლების მნიშვნელობას. იგეგმება ინტელექტუალური თამაშები, ჭადრაკის ოლიმპიადა, სპორტული შეჯიბრებები და დასუფთავების ლაშქრობა. ამ პროცესში მოსწავლეები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას გაუცვლიან,რაც მათი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს გააძლიერებს.
ცირა თ
დეკემბერი 3, 2024 | 12:02 pmგუნდმა, სურვილის მიუხედავად, ვერ მოახერხა დაგეგმილი აქტივობები პროგრამის მოერგო ახალი მოთხოვნებისთვის.