პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ზვიად გიანაშვილი სამოქალაქო განათლების პედაგოგი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
1969-03-03
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ტუშურები
მობილური ტელეფონი
577 51 18 05
ელექტრონული ფოსტა
zviadigianashvili@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
1. ზვიად გიანაშვილი-პროექტის ხელმძღვანელი, ფუნქციები: პროექტის დაგეგმარების ორგანიზება,განხორციელებაზე,შედეგებზე პასუხისმგებლობა,ადვოკატირება.შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება.
2.საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები: მარიამ თეთრუაშვილი,ანასტასია მაჩურიშვილი,ნიკოლოზ ქაშიაშვილი, მარიამ მოკვერაშვილი,თიკო ბერბერაშვილი,გიორგი ღვინიაშვილი,ვასილ მგელიაშვილი ჩართულნი იქნებიან მოთხოვნადი და აუცილებელი პროფესიების პოპულარიზაციაში,განახორციელებენ თემის გამოკითხვას და წარმოადგენენ სტატიკურ მონაცემებს იმ პროფესიების შესახებ,რომელიც რეგიონს სჭირდება,განახორციელებენ ვიზიტებს თიანეთის და წინამძღვრიანთკარის პროფესიულ კოლეჯებში.დაამზადებენ ბუკლეტებს და გაავრცელებენ თემში საჭირო და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.გამართავენ შეხვედრებს თანატოლებთან,წარმოუდგენენ მათ კვლევის შედეგებს.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
-450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მოსწავლეებში სწორი პროფესიული არჩევანის განხორციელება.მომავლის სტრატეგიული მიზნების ადეკვატური დაგეგმარება,რეგიონის სპეციფიკიდან და თანამედროვეობის გამომწვევებიდან გამომდინარე მოთხოვნადი და აქტუალური პროფესიების იდენთიფიცირება,რომლებიც ორიენტირებული,როგორც ახალგაზრდების უნარ-ჩვევებზე,ასევე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაზე.პროფესიული კოლეჯების და მათი მნიშვნელობის,დუალური სწავლების პერსპექტივების შესახებ გამახვილდება ყურადღება.
მოსალოდნელი შედეგები
ახალგაზრდებში ჩამოყალიბდება მომავლის შესაბამისი პროფესიების შერჩევის სწორად გადაწყვეტილების მიღების უნარი.ისინი აირჩევენ იმ პროფესიებს,რომლებიც თანხვედრაშია მათ უნარ-ჩვევებთან და მოთხოვნადია შრომის ბაზარზე.შედეგად გაიზრდება პროფესიონალიზმი პროფესიებში,ვინაიდან მას სწორედ რომ სიყვარული და შესაბამისი უნარ-ჩვევები განაპირობებს, შემცირდება უმუშევრობის დონე,რადგან მოთხოვნადი პროფესიების გონივრულად შერჩევა გააიოლებს მათ დასაქმებასა და სოციალიზაციას შრომის ბაზარზე.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად დგას სტერეოტიპული დამოკიდებულება კონკრეტული ფაკულტეტების მიმართ,მშობლების შთამბეჭდავ ნაწილს მიაჩნია,რომ მათმა შვილმა აუცილებლად უნდა ისწავლოს "საერთაშორისო ურთიერთობებზე","ბიზნესის ადმინისტრირებაზე", "ტურიზმის და ბიზნესის" ფაკულტეტზე....შედეგად??? შედეგად ვიღებთ,რომ მათი უმრავლესობა უმაღლესის დასრულების შემდეგ ან უმუშევარი რჩება,ან მუშაობას იწყებს სულ განსხვავებულ სფეროში, შედეგად ჩვენ ვიღებთ დაკარგულ ოთხ წელს,წელზედამდგარი მშობლების ოფლით ნაშოვნ და შემდეგ წყალში გადაყრილ ათასებს,გადავსებულ შრომის ბაზარს...ეს ახალგაზრდები იწყებენ მუშაობას ქსელურ მარკეტებში კონსულტანტებად,გამყიდველებად,ხოლო სტერეოტიპული საზოგადოება ულოცავს მათ "წარმატებას". სოფელს,მთას,რეგიონს ბევრი პროფესია მართლაც ჰაერივით სჭირდება,რომელთა შესახებ ახალგაზრდებს წარმოდგენა არ აქვთ. ათეული წლებია არავინ ფიქრობს ვეტერინარის,აგრონომის,ტყის მცველის პროფესიებზე....პროფესიებზე,რომელიც თითოეულ ოჯახს,თითოეულ ადამიანს რაიონში სჭირდება სპეციფიკიდან გამომდინარე.ინტერესი დეფიციტური პროფესიების მიმართ ძალიან დაბალია და ეს უდიდესი პრობლემაა,ვფიქრობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ წარმოდგენილი პროექტით მცირედით მაინც.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1.პროექტის მონაწილეთა მიერ განხორციელდება კვლევა რაიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახალგაზრდების მიერ შერჩეული პროფესიების შესახებ
2. პროექტის მონაწილეთა მიერ ჩატარდება კვლევა პროცენტულად რამდენი უმაღლეს დამთავრებული დასაქმდა მიღებული განათლების შესაბამისად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
3.გამოიკითხება საზოგადოება,რომელი პროფესიები მიაჩნიათ მათ მოთხოვნად პროფესიებად რეგიონის სპეციფიკადან გამომდინარე.
4.კვლევის ანგარიშები დაიბეჭდება ბუკლეტებში და მოხდება მისი პრეზენტაცია მოსწავლე-ახალგაზრდებთან.
5.განხორციელდება ვიზიტები პროფესიულ კოლეჯებში,სადაც ახალგაზრდები ადგილზე გაეცნობიან დუალური სწავლების აქტუალურობას და მნიშვნელობას.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
შევიძენთ ციფრულ ფოტოაპარატს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების დოკუმენტურად აღბეჭვდის და საზოგადოებაში პოპულარიზაციის მიზნით,შევიძენთ საკანცელარიო მასალას საინფორმაციო ბუკლეტების მომზადების მიზნით,აუცილებელი იქნება სატრანსპორტო მომსახურეობა თანატოლებთან შეხვედრების,ასევე წინამძღვრიანთკარის და თიანეთის კოლეჯებში ვიზიტების მიზნით.
პროექტის პარტნიორები
ძალადობისაგან დაცვის მცხეთა-მთიანეთის ეროვნული ქსელი.წარმოდგენილ ორგანიზაციასთან სკოლა აქტიურად თანამშრომლობს.მათი მხარდაჭერა ადვოკატირების კუთხით მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი/შვილი თემში,ვინც სამომავლოდ აპირებს გააკეთოს საკუთარი პროფესიული არჩევანი.სარგებელს მიიღებს თემი/სოფელი/რაიონი,როდესაც მოხდება პროფესიების სწორად შერჩევა და სამომავლოდ არ გვექნება დეფიციტური პროფესიები შვენს გარშემო,სარგებელს მიიღებს შრომის ბაზარი,როდესაც მისი დაბალანსება მოხდება და არ გვექნება დეფიციტი,ან პროფიციტი.რთულია განსაზღვრო საერთო რაოდენობა,მაგრამ ციფრი აშკარად შთამბეჭდავი იქნება.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
პედაგოგები-25, მოსწავლეები-200,მშობლები-150.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ყველა კეთილშობილურ ინიციატივას,მათ შორის ჩვენს პროექტს ახლავს რისკები.ეს არის გარკვეული ნიჰილიზმი საზოგადოებაში,სტერეოტიპებთან ბრძოლის სირთულე,მშობლების ფაქტორი.მაგრად გვწამს,რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ,ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ და შედეგი მნიშვნელოვანი იქნება,ვინაიდან ცვენს მიერ წარმოებული კვლევა,სავალალო შედეგები,პრევენციების აუცილებლობა თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება თითოეული მათგანისათვის.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
ვფიქრობთ პროექტი მდგრადი იქნება მოცემულობით,რადგან ერთი წარმატებული ფაქტიც აპლიკანტის სამომავლოდ სწორი პროფესიული არჩევანის და მისი დასაქმების შესახებ საზოგადოებისათვის ნათელი მაგალითი გახდება.არ გვაქვს ილუზია,რომ ეს ერთ თვეში,ან ართ წელში სრულად გქანხორციელდება,ეს ფიზიკურად შეუძლებელია,მაგრამ მისი მდგადობა და წარმატება უზრუნველყოფილი იქნება პროექტის მონაწილეთა აქტიურობის და სესაბამისი აქტივობების შედეგად.
მოგესალმებით, სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა/მოსწავლეთა თვითმმართველობა/სამოქალაქო განათლების კლუბი წლებია აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის ფარგლებში ინიცირებულ და განხორციელებულ აქტივობებში,რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეთა ზნეობრივ,მორალურ განვითარებაზე,მათი უნარ_ჩვევების წარმოჩენაზე,სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურ მონაწილეობაზე.
ამ მიზნით ვიღებთ მონაწილეობას წარმოდგენილ საგრანტო კონკურსში და გვჯერა წარმატების.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 8, 2024 | 9:57 pmპროექტის აპლიკანტის და ხელმძღვანელის გრაფებში მითითებულია სამოქალაქო განათლების პედაგოგის სახელი და გვარი.