1. საინფორმაციო სემინარის ჩატარება ეკოლოგიური პრობლემებისა და პოლიეთილენური პარკების გამოყენების მავნებლობის შესახებ. საინფორმაციო სემინარს ჩაატარებენ მოხალისე მასწავლებლები: ქიმიის პედაგოგი-სამხარაული ნინო; გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ნანა ფოცხვერაშვილი
2. ეკომეგობრული, მრავალჯერადი ჩანთების დამზადება.
მე-12 კლასის მოსწავლე-ნათია სისაური და მე-9 კლასის მოსწავლე -ელა ახმედოვა.
3. 22 აპრილს დედამიწის დღის აღნიშვნა აქციით. მოსწავლეები წარმოადგენენ თემატურ პლაკატებსა და პოსტერებს. პარალელურად მოხდება ჩანთების დარიგება/გავრცელება. ნათია სისაური, მომინა მახმუდოვა. მადონა ახმედოვა-მოსწავლეები
პროექტის მიზანია თემის ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემების,ასევე, პოლიეთილენის პარკების გამოყენების მავნებლობის შესახებ. პოლიეთილენის პარკების გამოყენების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, გამოყენების შემცირება და ეკომეგობრული,მრავალჯერადი ჩანთებით ჩანაცვლება. გარემოსადმი ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება თემის შეცვლილი დამოკიდებულება პოლიეთილენის პარკების გამოყენების მიმართ. პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირება და ეკომეგობრული ჩანთებით ჩანაცვლება.
თემში, გარდა ქართველებისა,ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი - აზერბაიჯანელი მოსახლეობა. თემში საკმაოდ დაბალია ცნობიერება იმ ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, რომელსაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება,დაწვა და მათი გარემოში დაყრა იწვევს. ასევე,მოსახლეობის უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას თემში ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. ისინი საკუთარ ეზოებში წვავენ პლასტმასებს და მოხმარებულ პოლიეთილენის პარკებს. ყრიან ნაგავს ივრის ხეობაში,რაც მდინარე ივრის დაბინძურებას იწვევს. მდინარე ივრის წყალი კი სოფელ სართიჭალის სასმელ წყლად გამოიყენება. მოსწავლეები გაწევრიანებულნი არიან ქიმიის კლუბ "ეკოქიმიკოსებში". ისინი თემთან შედარებით უფრო მეტად იცნობენ იმ პრობლემებს,რასაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება და დაწვა იწვევს.თუმცა ვერ მოახერხეს უფროსებს შესთავაზონ პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირების რაიმე ალტერნატიული გზა პარკების დაწვის გარდა.
1. პროექტის საწყის ეტაპზე ვითანამშრომლებთ გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ რომელიმე არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციასთან (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია "გავიგუდეთ" )რომელიც დისტანციურად (ონლაინ პლატფორმის გამოყენებით) ჩაუტარებს მოსწავლეებს საინფორმაციო ტიპის სემინარს გარემოს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან პლასტმასური ნარჩენებისა და პოლიეთილენის პარკების გამოყენებით, მათი დაწვითა და გარემოში დაყრით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს. ასევე, სემინარი შეეხება იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებას, რომელიც აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის. სემინარს მოწვეულ სტუმართან ერთად ჩაატარებენ მოხალისე მასწავლებლები: ქიმიის პედაგოგი- ნინო სამხარაული, ბიოლოგიის პედაგოგი-ლანა ბარბაქაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი -ნანა ფოცხვერაშვილი. სკოლა იმის გამო რომ მცირეკონტიგენტიანია, სემინარს დაესწრება საბაზო-საშუალო საფეხურის (მე-7,მე-8,მე-9,მე-10,მე-11 და მე-12 კლასი) მინიმუმ 40 მოსწავლეები.
2. ეკომეგობრული ჩანთების დამზადება. ჩანთა იქნება ტილოს ქსოვილისა და მრავალჯერადი გამოყენების. ექნება პრინტი მოსწავლეთა მიერ შერჩეული სლოგანით.სლოგანის შინაარსი იქნება თემატური და მოუწოდებს საზოგადოებას- გარემოს დაცვას ნარჩენების შემცირების გზით.
3. 22 აპრილს გაიმართება დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია-ღონისძიება სოფელ სართიჭალის ცენტრალურ სკვერში, რომელიც მდებარეობს საფეხბურთო სტადიონთან, სკოლებთან და საბავშვო ბაღთან, ასევე საჭიდაო დარბაზთან ახლოს. ღონისძიებაზე მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ, თემატურ ნამუშევრებს, პლაკატებს და პოსტერებს ნარჩენების შემცირების თემატიკაზე. ასევე დარიგდება ეკომეგობრული ჩანთები. აქციის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტო- ვიდეო მასალა აიტვირთება კლუბ "ეკოქიმიკოსების" გვერდზე სოციალურ ქსელში და გაზიარდება მოსწავლეთა მიერ.
1.გრანტის ფარგლებში დავამზადებთ ქსოვილის მრავალჯერად ჩანთებს, რომელსაც იქნება მოსწავლეთა მიერ შერჩეული სლოგანი ნარჩენების შემცირების თემაზე.
2.საკანცელარიო ნივთები, რომლებიც დაგვჭირდება დედამიწის დღესთან დაკავშირებულ აქციის მოსაწყობად და გასაფორმებლად.
პარტნიორები არ არიან.
მოსწავლეები და თემი.( საერთო რაოდენობა-450)
მოსწავლეები- 100
თემი- 350
1. უამინდობის გამო აქცია შესაძლოა ვერ დაემთხვეს დედამიწის დღეს-22 აპრილს და ჩატარდება სხვა დღეს.
2. სეზონური ვირუსებისა და მოპსწავლეთა გაცდენების გამო აქტივობების გადატანა სხვა დროს.
მოსწავლეებს ექნებათ მეტი სტიმული და მოტივაცია მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის. უკვე ფიქრობენ, სხვა აქტივობებითაც როგორ წაახალისონ და შეუწყონ ხელი მშობლების მიერ ნარჩენების შემცირებისა და ეკომეგობრული ჩანთების გამოყენებას პროექტის დასრულების შემდეგ.
პროექტის "შეამცირე ნარჩენი" ფარგლებში ხელს შევუწყობთ თემის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას პოლიეთილენური პარკების გამოყენების შესახებ,გარემოზე ზრუნვას,ბუნების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და პოლიეთილენური ნარჩენების შემცირებულ მოხმარებას. მოხდება პოლიეთილენური პარკების ჩანაცვლება ეკომეგობრული, მრავალჯერადი ჩანთებით.
კომენტარის დამატება