ქალთა უფლებების პოპულარიზება ქალების ძალადობისგან დაცვის მიზნით
პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას
• სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების, მოვალეობების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს უზრუნველყოფს
• ფორუმ-თეატრების ჩვენება, ბავშვების მიერ დამზადებული პოსტერები და ბუკლეტები, დისკუსია-დიალოგი საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიური და თავდაჯერებულები გავხადოთ ქალები, საზოგადოება დაინახავს ძალადობის პრობლემის გადაჭრაში მათი მონაწილეობის აუცილებლობას. ბავშვური თვალით დანახული პრობლემა პროვოცირებას მოახდენს საზოგადოებისას და გაითავისწინებენ იმას, რომ მათი ცხოვრების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მათზევეა დამოკიდებული., მათი შეხედულებების, სტერეოტიპული მიდგომების გამო ძალადობის მსხვერპლი ხდება არამარტო ქალი, არამედ ოჯახის ყველა წევრი და განსაკუთრებით ბავშვი. დიალოგში მათი ჩართვა პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიების საშუალებას მოგვცემს.