Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "შენი პროფესიული ბილიკი"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ხატია ჭალიძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ხატია ჭალიძე, მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      1994-05-07
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ც. დადიანის 34, კორპ 16, ბ 32
    • მობილური ტელეფონი
      598707005
    • ელექტრონული ფოსტა
      kh.tchalidze@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ·           კესარია ცომაია -მოსწავლე;  პროექტის ინიციატორი

      ·         ელენე კობახიძე - მოსწავლე;  პროექტის ინიციატორი

      ·         ანასტასია გვარამია - მოსწავლე; პროექტის ინიციატორი

      ·         ხატია ჭალიძე- მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების მასწავლებელი/პროექტის ხელმძღვანელი

      ·         ნინო ბაკურაძე - მოქალაქეობის/სამოქალაქო განათლების მასწავლებელი/პროექტის ტექნიკური მხარდამჭერი

      ·         ნანა მირუაშვილი - მოსწავლე; კვლევის ჯგუფის წევრი

      ·         კესო გოგელიძე -  მონაწილე; კვლევის ჯგუფის წევრი

      ·         მარიამ ტალაბაძე- მოსწავლე; კვლევის ჯგუფის წევრი

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      დიახ
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      სხვა
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია:სასკოლო თემის წევრების მხარდაჭერა მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში. მოსწავლეებში  საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესების გაცნობიერებით, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული  შესაძლებლობებისა და გამოწვევების ანალიზით, გააზრებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში იგეგმება გზამკვლევის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებს პროფესიის არჩევის პროცესს.

       

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოსალოდნელი შედეგები :

      •  მოსწავლეები შეძლებენ გაითვალისწინონ  პროფესიის არჩევის პროცესში საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები.
      • მოსწავლეები შეძლებენ პროფესიის არჩევის პროცესში გააზრებული არჩევანის გაკეთებას
      • მოსწავლეები შეძლებენ აიმაღლონ ცნობიერება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ
      • შეიქმნება გზამკვლევი, რომელიც დაეხმარებათ მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში.
    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      21-ე საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ,  მოსწავლეებს სჭირდებათ მხარდაჭერა, პროფესიის სწორად არჩევისა და საკუთარი რესურსების რაციონალურად გამოყენების პროცესში. მოსწავლეები საბაზო საფეხურის ბოლოს და საშუალო საფეხურზე სწავლის პერიოდში იწყებენ ფიქრს იმის შესახებ, თუ რა იქნება მათი მომავალი პროფესია, ამ პროცესში კი დგებიან რამდენიმე გამოწვევის წინაშე, რა არის მათი რეალური ინტერესი, რამდენად შეესაბამება სასურველი პროფესია მათ პიროვნულ მახასიათებლებს, რა შესაძლებლობებს გვაძლევს პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სფერო და ბოლოს რამდენად პასუხობს ჩვენ მიერ არჩეული პროფესია შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ხშირად მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაცია, მათ შორის რა წინაპირობები არსებობს კანონმდებლობის თვალსაზრისით პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მისაღებად, რა პრინციპით უნდა აირჩიონ საგამოცდო საგნები. ამ პერიოდში მოსწავლეთა უმეტესობას მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ და ხშირად უჭირთ, რომელიმე ერთზე კონცენტრირდნენ. მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ინფორმაცია, რათა შეძლონ მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია და გააზრებულად აირჩონ მათი მომავალი პროფესია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და საინფორმაციო გზამკვლევი, რომლის შექმნაც იგეგმება პროექტის ფარგლებში, ნამდვილად გაუდვილებს მოსწავლეებს პროფესიის არჩევის პროცესს.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
      • პროექტის საინიციატივო ჯგუფის წვერების მიერ ფუნქცია-მოვალეობების განაწილება და პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სკოლაში ფლაერების საშუალებით
      • კვლევის პროცესის დაგეგმვა
      • მოსწავლეებისათვის კვლევის კითხვარი შემუშავება
      • კვლევის ჩატარება სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, თუ რა ცოდნა აქვთ მათ ამ ეტაპზე პროფესიის ასარჩევად და რა სახის ინფორმაცია სჭირდებათ, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი.
      • ჩატარებული კვლევის შედეგების დამუშავება და ანალიზი
      • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინფორმირება საკუთარი ინტერესების ანალიზის შესაძლებლობების შესახებ, SWOT-ანალიზისა და პროფესიული გადაწყვეტილების მიღების   კითხვარის საფუძველზე.
      • პროფესიული განათლების სპეციალისტის მოწვევა და ტრენინგის ჩატარება მოსწავლეებისათვის პროფესიული განათლების ინტეგრირებული პროგრამების შესახებ
      • საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ვიზიტი პროფესიულ კოლეჯსა და უნივერსიტეტში, მიღებული ინფორმაციის გაზიარება სასკოლო საზოგადოებისათვის
      • მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან  პროფესიული და უმაღლესი განათლების კუთხით არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ
      • მშობელთა კვირეულის მოწყობა - სხვადასხვა პროფესიის მშობლების მოწვევა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება
      • საინფორმაციო გზამკვლევის მომზადება და ფოკუს-ჯგუფის მიერ შეფასება  (მასწავლებელი/მოსწავლე/მშობელი)
      • გზამკვლევის ბეჭდვა და სასკოლო საზოგადოებისთვის გაზიარება
    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      პროფორიენტაციის ხელშესაწყობად დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, საჭირო იქნება საბოლოო პროდუქტის გზამკვლევის დაბეჭდვა მატერიალური სახით (100 ეგზემპლარი). აგრეთვე, პროექტის მიმდინარეობის პროცესში კვლევის კითხვარისა და საინფორმაციო ფლაერების მომზადება, რისთვისაც საჭირო იქნება ფერადი პრინტერი. საბეჭდი ქაღალდი (A4 ფორმატის), ასაკინძი მანქანა, ასაკინძად საჭირო ზამბარები, ასაკინძი ყდები და უნივერსიტეტში ტრანსპორტირების ხარჯები, სწორედ ამ საჭიროებებს მოხმარდება მოთხოვნილი თანხა. საინფორმაციო შეხვედრებისთვის საჭირო სხვა ტექნიკურ რესურსების (ლეპტოპი/პროექტორი) მოწოდებას უზრუნველყოფს სკოლა.

    • პროექტის პარტნიორები

      პროექტის ფარგლებში სკოლა ითანამშრომლებს პროფესიულ კოლეჯთან - სსიპ კოლეჯი მერმისი, სსიპ - კოლეჯ ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი'', ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამივე მათგანში იგეგმება მოსწავლეთა ვიზიტი.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის  820 მოსწავლე და მათი მშობელი; პროექტის ფარგლებში მომზადებულ რესურსებს სკოლა ასევე გააზიარებს ვებ-გვერდის მეშვეობით, რომლის გაცნობაც ნებისმიერ დაინტერესულ პირს შეეძლება

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      პროექტით სარგებლობას მიიღებს:

      საბაზო და საშულო საფეხურის 820 მოსწავლე და მათი მშობელი

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      პროექტის ფარგლებში იგეგმება გზამკვლევის მომზადება, რომელიც მხარს დაუჭერს მოსწავლეებს პროფესიის არჩევის პროცესში. შესაძლებელია, განხორციელების ეტაპზე სხვადასხვა აქტივობის დრო შეიცვალოს, ასევე მშობლების/სტუმრის მოწვევის ეტაპზე შეიქმნას რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, ასეთ შემთხვევაში განვიხილავთ საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზების დისტანციურ/ჰიბრიდულ ფორმატს.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდეგ სკოლაში დარჩება გზამკვლევი, რომელიც განთავსდება სკოლის ბიბლიოთეკაში და შემდეგ წლებშიც დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის არჩევის პროცესში, ასევე შესაძლებელია საინფორმაციო კამპანამ მიიღოს ყოველწლიური სახე უკვე თანატოლგანმანათლებლობის პრინციპით, რაც მოსწავლეებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-21.xlsx, https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/samoqmedo-gegma-1.xlsx
    • რეგიონი
      თბილისი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    საგრანტო თემის (პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში) ფარგლებში იგეგმება პროექტი," ჩემი პროფესიული ბილიკი", რომელიც მიზნად ისახავს სასკოლო თემის წევრების მხარდაჭერას მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში. მოსწავლეებში  საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესების გაცნობიერებით, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული  შესაძლებლობებისა და გამოწვევების ანალიზით, გააზრებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო გზამკვლევის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებს პროფესიის არჩევის პროცესს.

     

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tea Amurvelashvili
      დეკემბერი 6, 2024 | 11:12 am

      პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ვერ იქნება

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროფესიული განათლება -ჩვენი მომავლისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ''გზა წარმატებისკენ ''

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...