პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
თამთა ზურგალიძე, სკოლა ,,ევრო 2000-ის“ მოსწავლ
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-05-29
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ბათუმი, ვახტანგ გორგასალის 141
მობილური ტელეფონი
593 672 714
ელექტრონული ფოსტა
tamtazurgalidze@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
სესილი ჯაყელი, ანანო კომახიძე, ანრი მალაყმაძე, ნინო ქენქაძე, ანი მახარაძე, დაჩი აბდულიშვილი, დემეტრე თენიეშვილი, ელენე ჯიჯავაძე, თორნიკე ჭანტურია - პროექტის განმახორციელებელი გუნდი (კოორდინატორი, კომუნიკაციების მენეჯერი, ასისტენტი, პრეზენტატორი)
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
1050
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მუსლიმთა თემის, ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის (ხის მეჩეთების) უკეთ გაცნობა, აჭარის მუსლიმური თემის მიმართ არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა, მოსწავლეებში ქვეყნის კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგები
არაფორმალური განათლების განვითარება: მოსწავლეები შეძლებენ შემდეგში დაგეგმონ სასწავლო ვიზიტები აჭარასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში თანატოლების უკეთ გასაცნობად და ქვეყნის კულტურული, რელიგიური მრავალფეროვნების შესაცნობად.
კულტურული თანასწორობა და ტოლერანტობა: ისლამურიკულტურის უკეთ გაცნობა და ღია კომუნიკაცია ხელსშეუწყობს საზოგადოებაში მეტი ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას.
დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელება: მოსწავლეები შეძლებენ შემდეგში დამოუკიდებლად მოიძიონ და მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება საკლასო, სასკოლო, თემის პროექტების განსახორციელებლად
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
პროექტი ეხმაურება პრობლემას, რომელიც უკავშირდება კულტურულ მრავალფეროვნებაზე მწირი ინფორმაციის ქონას და რელიგიური ტოლერანტობის დაბალ დონეს ახალგაზრდა თაობაში, განსაკუთრებით მუსლიმურ თემთან მიმართებაში. რეგიონებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება იზრდება, ხშირად წარმოიშობა სტერეოტიპული წარმოდგენები, რომლებიც განპირობებულია მიკერძოებული და მცდარი შეხედულებებით. მაგალითად, მუსლიმური თემის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები და წინასწარი მოლოდინები ხშირად ქმნიან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაუცხოებას. ამგვარი პრობლემების არსებობა ხელს უშლის ხალხებს შორის ჰარმონიულ და მშვიდობიან თანაცხოვრებას. პროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამ სტერეოტიპების და არასწორი წარმოდგენების გადალახვას, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ გაიგოს მუსლიმური კულტურა, ტრადიციები და რელიგია. შედეგად, პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას, ურთიერთსამართლიანობასა და ტოლერანტობას.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
ჩვენ ვგეგმავთ ღორჯომის თემის სოფელ გორგაძეებისსკოლისთვის წიგნებისა და სხვა საჭირო მასალების გადაცემას, ასევე სოფელ ღორჯომისა და ქედის სოფელ ზვარეს ხის მეჩეთების მონახულებას, რაც დაეხმარება ბავშვებს მუსლიმური თემის ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობაში. ვიზიტის ფარგლებში გადავიღებთ ფოტოებს, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება ფოტო გამოფენის მოსაწყობად სკოლა „ევრო 2000“-ში. გარდა ამისა, გავიცნობთ ადგილობრივ მეწარმე ქალებს, რომლებიც თავიანთი ხელით ამზადებენ უნიკალურ აჭარულ ნივთებს, და სკოლაში გავმართავთ ამ ნივთების გამოფენა-გაყიდვასფოტოგამოფენის პარალელურად, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეების და ეთნოხელოვნების პოპულარიზაცია
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
დაფები, მარკერები, კალმები და სხვა რა მასალები;
ფოტოების დიდ ფორმატში ბეჭდვა;
პროექტის პარტნიორები
სკოლა ,,ევრო 2000”
სკოლა გორგაძეები
„მხარდაჭერის და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“
„სოლიდარობის თემი“
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
ევრო 2000“- ის სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები
• ღორჯომის თემის სოფელ გორგაძეების სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
• მაღალმთიანი აჭარის მუსლიმური თემების ნაწილი
• მაღალმთიანი აჭარის მეწარმე ქალების ნაწილი
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
სკოლა ,,ევრო 2000” 1200 მოსწავლე და 100 მასწავლებელი
სკოლა გორგაძეებიდან 51 მოსწავლე და 12 მასწავლებელი
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
დროის მენეჯმენტის სირთულეები
რისკი: რეგიონის მიუწვდომელობა ცუდი ამინდის პირობებში ან სხვა მოულოდნელი ფაქტორები
გადაჭრის გზა: პროექტის გეგმაში დამატებითი დროის ჩადება მოულოდნელ შეყოვნებებზე რეაგირებისთვის და მჭიდრო მონიტორინგი/ადაპტირება საჭიროებისამებრ
გადაადგილების პრობლემა მაღალმთიან აჭარაში
რისკი: რთული გეოგრაფიული პირობები, არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და არახელსაყრელი ამინდის პირობებში გადაადგილების პრობლემა.
გადაჭრის გზა: წინასწარ დაგეგმვა, ტრანსპორტირების მარშრუტების დეტალური კვლევა, ალტერნატიული გზების განსზღვრა და ადგილობრივი გიდების ან ორგანიზაციების დახმარების გამოყენება. ასევე, ინფორმაციის მიღება ამინდზე და მისი რეგულარული მონიტორინგი.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პარტნიორობის გაღრმავება: პროექტის განმავლობაში დამყარებული კავშირები ადგილობრივ თემთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოყენებული იქნება მომავალი ინიციატივებისთვის.
ფოტო გამოფენები და კამპანიები: პროექტის ფარგლებში გადაღებული მასალები გამოყენებული იქნება სამომავლო კამპანიებში, რომლების მიზნად ისახავს თემის ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის შედეგების გავრცელება ხელს შეუწყობს დამატებითი ფინანსური და საზოგადოებრივი რესურსების მოზიდვას.
პროექტის მიზანია მუსლიმთა თემის, ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის (ხის მეჩეთების)უკეთ გაცნობა, აჭარის მუსლიმური თემის მიმართ არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა, მოსწავლეებში ქვეყნის კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია.
პროექტი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა როგორც მოსწვალეებისთვსი ასევე თემისთვის, ვინაიდან აჭარის რეგიონშ ცხოვრობს მრავალ ეთნიკური და სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხი და როგორ მსოწევალეები აღნიშნანევ მათ სკოლასა და თემში მკვეთრად აღინიშნება. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწვალეებისა და საზოგადოებისთვის ტოლერანტულ გარემოს გაუმჯობესებას. განსაკუთრებით აღსანიშნავაია, რომ ამ პროექტს სკოლის ადმინსიტარცია ფინანსურადაც უწევს დამხარებას. ასევე მსოწევალეები საკუთარი ინიციატივების საფუძველზე საკუთარი რესურსებით ცდილობენ თანატოლების დამხარებას. პროექტის გათვლისწინებულია თანამშრომლობა არასამთვრობო ორგანიზაციებთან
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 4:04 pmპროექტი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა როგორც მოსწვალეებისთვსი ასევე თემისთვის, ვინაიდან აჭარის რეგიონშ ცხოვრობს მრავალ ეთნიკური და სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხი და როგორ მსოწევალეები აღნიშნანევ მათ სკოლასა და თემში მკვეთრად აღინიშნება. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწვალეებისა და საზოგადოებისთვის ტოლერანტულ გარემოს გაუმჯობესებას. განსაკუთრებით აღსანიშნავაია, რომ ამ პროექტს სკოლის ადმინსიტარცია ფინანსურადაც უწევს დამხარებას. ასევე მსოწევალეები საკუთარი ინიციატივების საფუძველზე საკუთარი რესურსებით ცდილობენ თანატოლების დამხარებას. პროექტის გათვლისწინებულია თანამშრომლობა არასამთვრობო ორგანიზაციებთან