Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "თანამედროვე ფეოლა ჯანსაღი მომავლისთვის"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      სოფო ბერბიჭაშვილი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      სოფო ბერბიჭაშვილი-მე-11 კლასის მოსწავლე,სამოქალაქო კლუბ "თხოთის" ხელმძღვანელი,თვითმმართველობის თავმჯდომარე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2007-09-30
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      კასპის მუნიციპალიტეტი,სოფელი აღაიანი
    • მობილური ტელეფონი
      599 41 81 95
    • ელექტრონული ფოსტა
      sofoberbiwashvili@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      2 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      დათო დვალიშვილი მოსწავლე-11 კლასი,სპორტულ აქტივობებში სკოლის მოსწავლეთა ჩართვა,

      მათე ხოდელი -მე-11 კლასი,საფეხბურთო კლუბის ერთ ერთი აქტიური მოსწავლე,სკოლასა და კლუბის მოსწავლეებს შორის კონტაქტი

      სოსო მამულაშვილი-სოფლის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი

      ნიკა მარტიაშვილი-საფეხბურთო კლუბის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობი(მშობლებთან და გარეშე პირებთან კომუნიკაცია

      სოფო ბერბიჭაშვილი-პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი,სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე,მე-11 კლასის მოსწავლე.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები დაეხმარება თემში მოქმედი საფეხბურთო კლუბი უფრო აქტიურად ჩაერთოს სპორტულ აქტივობებში.მოზარდი თაობის ცნობიერებაში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება(თემი დასახლებულია ქართველი, აზერბაიჯანელი და სვანეთიდან  ჩამოსახლებული ეკომიგრანტი   მოსახლეობით).

    • მოსალოდნელი შედეგები

      კლუბი საჭიროებს არა მხოლოდ  ფიზიკურ ვარჯიშებს,არამედ თეორიული ან ვიზუალური სახის მასალის მიწოდებას მოზარდებისთვის,ამისთვის კი გვჭირდება ისეთი გარემო,რომელიც ადეკვატური იქნება მსგავსი სახის შეკრებისთვის.ეს უფრო მეტად გაზრდის დაინტერესებას,გარდა ამისა,მოზარდები უფრო მოტივირებულები  და აქტიურად ჩართულები იქნებიან მსგავს შეკრებებში.მოსწავლეებს განუვითარდებათ ინტერესი არა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშების,სპორტული შეკრებების და თამაშების მიმართ,არამედ განივითარებენ მსჯელობის და ანალიზის უნარებს.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      პროექტი  ეხმაურება ერთ ერთ უმთავრეს პრობლემას-მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და უფრო მეტად გააქტიურება,მოსწავლეთა დაინტერესება სპორტული აქტივობებით,მოთხოვნილი რესურსი-პროექტორი,რომელიც სჭირდება როგორც სოფელში მოქმედ სპორტულ კლუბს,კლუბში ძირითადად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები არიან,ასევე სოფლის ახალგაზრდობას,რომლებიც ზაფხულის ,არდადეგების პერიოდში ხშირად აწყობენ სხვადასხვა საინტერესო შეკრებებს, რაშიც აუცილებელია ამ რესუსის ქონა,(მაგალითად ფილმების ყურება,სპორტული თამაშების ერთობლივი ყურება,სკოლას პროექტორის გატანის უფლება არ აქვს,რაც ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორია მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      აქტივობა 1:პროექტის გაცნობა მოსწავლეებს,კლუბის წევრებს,მშობლებს-სოფო ბერბიჭაშვილი,პროექტის ხელმძღვანელი,მე-11 კლასის მოსწავლე,პროექტის დაწყების პირველი კვირა,პრეზენტაცია სკოლაში.

      აქტივობა 2: შიდაშეჯიბრი ორ გუნდს შორის(სასკოლის გუნდი და კლუბის გუნდი შერეულად)დაესწრებიან სასკოლო და მშობელთა საზოგადოება.-დათო დვალიშვილი და მათე ხოდელი(11 კლასის მოსწავლეები),პროექტის დაწყების  მეორე კვირა.

      აქტივობა 3:შეჯიბრის ვიდეომასალის ყურება  და განხილვა გაანალიზება (ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა,ტექნიკური სვლების გამოყენება ,რეკომენდაციები),სოსო მამულაშვილი,ნიკა მარტიაშვილი-კლუბის ხელმძღვანელები.პროექტის  დაწყების მესამე კვირა.

      აქტივობა 4:ფილმის ყურება-რომელიმე ფეხბურთელის ან სპორტული ცხოვრების შესახებ-სოფო ბერბიჭაშვილი-პროექტის ხელმძღვანელი,,ქეთინო მიქაძე-მოწვეული მასწავლებელი,სკოლის კინოკლუბის ხელმძღვანელი.პროექტის მეოთხე კვირა.აქტივობა განხორციელდება სკოლაში.სკოლის კინოოთახში.

      აქტივობა 5:ეროვნული ნაკრების თამაშის თამაშის ყურება მოზარდებთან და მშობლებთან ერთად.-სოსო მამულაშვილი(კლუბის ხელმძღვანელი ,მათე ხოდელი (11 კლასის მოსწავლე) პროექტის მეხუთე კვირა

      აქტივობა 6:შეხვედრა ცნობილ სპორტსმენთან /სპორტსმენებთან -კითხვების მომზადება ,შეხვედრის ორგანიზება-პასუხისმგებელი პირი- სოფო ბერბიჭაშვილი(პროექტის ხელმძღვანელი),სოსო მამულაშვილი-საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი,პროექტის მეექვსე ან მეშვიდე კვირა

      აქტივობა 7: პროექტის შეჯამება-პროექტის ხელმძღვანელები ,ორგანიზატორები მოწვეულ მშობლებთან ერთად აჯამებენ პროექტს ,აკეთებენ პრეზენტაციას,აჯამებენ საკუთარ საქმიანობას პროექტის მიმდინარეობისას,საუბრობენ სამომავლო გეგმებზე-პროექტის განხორციელების ბოლო ,მერვე კვირა.სოფო ბერბიჭაშვილი(11 კლასის მოსწავლე -პროექტის ხელმძღვანელი)სოსო მამულაშვილი-საფეხბურთო სკოლის ორგანიზატორი

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      პროექტორი-მოთხოვნილი რესურსი მიზნობრივად გამოგვადგება მოსწავლეების (როგორც მოქმედი,ასევე მომავალი) აქტიური ჩართულობისთვის,მოეწყობა არასასკოლო პერიოდში ახალგაზრდული ღონისძიებები საფეხბურთო სკოლის  ორგანიზებით.

    • პროექტის პარტნიორები

      სოფელში მოქმედი  მოსწავლეთა საფეხბურთო სკოლა-სკოლის ხელმძღვანელები  მხარდაჭერას გაუწევენ პროექტს,ჩაერთვებიან თავადაც და რამდენიმე აქტივობას უხელმძღვანელებენ.

      მშობლები-რამდენიმე აქტივობაში მათი ჩართულობა

       

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      კლუბის მოსწავლეები

      სკოლის მოსწავლეები

      დაინტერესებული პირები (უფროსი ასაკის  მოზარდები,მშობლები)

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      კლუბის მოსწავლეები-60 (აქედან 10 აზერბაიჯანელი  მოსწავლე და 5 გოგონა )

      სკოლის მოსწავლეები-120-150 (მათ შორის აზერბაიჯანელი მოსწავლეები)

      დაინტერესებული პირები (უფროსი ასაკის მოზარდები ,მშობლები)-25-30

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      1.მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში-გადაჭრის გზა -ინდივიდუალური საუბრები,შეხვედრები,კამპანია-"შვილის წარმატება ჩემი წარმატებაა".

      2.დახურული სივრცე -ადგილი,სადაც მოსწავლეები შეძლებენ ერთობლივად ფილმის და თამაშების ყურებას-გადაჭრის გზა-სოფლის საჭიდაო დარბაზი,სოფლის გამგეობის შენობაში თავისუფალი ოთახი)

      3,ცნობილ მოქმედ  სპორტსმენთან დაკავშირება-კლუბის ხელმძღვანელის და სკოლის მოქმედი მოსწავლის,რაგბისტის დახმარება.კოორდინატების მოძიება.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტი  მდგრადია მისი დასრულების შემდეგაც,რადგან მოთხოვნილი რესურსი და აქტივობები კიდევ მოგვცემს შესაძლებლობას დავგეგმოთ და განვახორციელოთ მსგავსი ტიპის აქტივობები,როგორიცაა ფილმების ყურება,თამაშების ყურება და განხილვა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მოსწავლეების და მშობლებისთვის,თეორიული და ვიზუალური მასალის ჩვენება თვეში ორჯერ მაინც ,პროექტი მდგრადია არა მხოლოდ მოქმედი მოსწავლეებისთვის და არა მარტო სასწავლო წლის განმავლობაში,არამედ მომავალი,ახალი წევრი მოსწავლეებისთვისაც, რომელთა დაინტერესება  უფრო მაღალი იქნება მსგავსი აქტივობებიდან გამომდინარე,შესაძლებელია ონლაინ ჩართვები სხვა ,მსგავსი ტიპის კლუბებთან,რომლებიც ასეთ კლუბებსა და წრეებში არიან გაწევრიანებულები.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/proeqtis-biujeti.xlsx
    • რეგიონი
      შიდა ქართლი, კასპი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    თემში,სადაც ვაპირებთ პროექტის განხორციელებას უკვე 2 წელია ფუნქციონირებს სპორტული  საფეხბურთო სკოლა,სადაც მოსწავლეები კვირაში 4 ან 5 დღე ვარჯიშობენ  და აწყობენ სპორტულ შეჯიბრებებს  პერიოდულად,ხვდებიან სხვადასხვა სოფლის და ქალაქის გუნდებს,კლუბი საჭიროებს არა მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებს,არამედ  თეორიული ან ვიზუალური სახის მასალის მიწოდებას მოზარდებისთვის,მოზარდებმა უყურონ  საკუთარ და სხვათა თამაშებს,.უყურონ ფილმებს სპორტულ თემატიკაზე ,იმსჯელონ ,აიმაღლონ ცნობიერება თეორიულად.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    მდებარეობა რუკაზე
    • Kaspi Municipality, Shida Kartli, 1234, Georgia

      მიმართულება
    • Marine
      დეკემბერი 4, 2024 | 1:12 pm

      პროექტი საინეტერსოა, მიმართულია სოფლის საფეხბურთო სკოლის გაძლიერებაზე. ბიუჯეტით ითხოვენ პროექტორს, მიმაჩნია, რომ ეს პრობლემური საკითხია – მიუხედავდ იმისა, რომ შემომტანი ამ საფეხბურთო სკოლის წევრია, მომავალში ამ პროექტორის საკითხი გაურკვეველი იქნება ვინ და სად მოხდება მისი გამოყენება

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    Healthy Lifestyle

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ერთად ერთი მიზნისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...