პროექტში მონაწილეობას მიიღებს შპს სკოლა მილენიუმის მეშვიდე კლასი სრული შემადგენლობით. მათ შორის მოვალეობები შემდეგნაირად გადანაწილდება:
სკოლის ეზოს დასუფთავებასა და გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემების ამსახველი პოსტერების შექმნაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მოსწავლე: სოფიო ხოფერია, თათული ბახტურიძე, ლიზი ქველიაშვილი, მარიამ მაისურაძე, ანასტასია მარგალიტაძე, ნიკა ინაშვილი, ანდრია ნოზაძე. თითოეული მათგანი შექმნის პოსტერს, რომელიც რომელიმე პრობლემაზე იქნება ორიენტირებული და თავად წარადგენს საკუთარ ნამუშევარს.
მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით შეარჩევენ ნარჩენების გადამუშავებისათვის საჭირო ურნებსა და მოსასვენებელი კუთხისათვის დეკორატიულ სკამებს.
მწვანე ნარგავების ნერგების მოწოდებაზე წინასწარი შეტანხმებით პასუხისმგებლობას იღებს სკოლა მილენიუმის რამდენიმე მშობელი.
შპს სკოლა მილენიუმი სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავებისათვის შეიძენს მოსწავლეებს გადასცემს ამისათვის საჭირო აქსესუარებსა და ინვენტარს.
პოსტერების დამზადებაში მოსწავლეებს დახმარებას გაუწევს სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ნინო მუმლაძე.
პროექტის უმთავრესი მიზანი გახლავთ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, კონკრეტულად, იმის გაცნობიერება, რომ ამ გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში ყველას შეუძლია თავისი, თუნდაც მცირეოდენი, წვლილის შეტანა, აგრეთვე იმის გააზრება, რომ ყველამ საკუთარ ეზოსა თუ ქუჩას რომ მოუაროს, ამდენი პრობლემაც აღარ გვექნება ეკოლოგიის საკითხებში.
შედეგად პროექტს მოჰყვება ის, რომ მოსწავლეები საკუთარ შექმნილს განსაკუთრებულად მოუფრთხილდებიან; სკოლაში შეიქმნება ახალი სივრცეები, სადაც მოსწავლეები ყოველთვის შეძლებენ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები; მიეჩვევიან ნარჩენების მეორეული გადამუშავებისათვის გადარჩევას.
პროექტი დადებით გავლენას მოახდენს მთელი სასკოლო საზოგადოების ეკოლოგიურ წიგნიერებაზე. მაგალიტის ძალა გადამდებია და, ვიმედოვნებთ, რომ სკოლის სხვა მოსწავლეები და მშობლებიც მოგვბაძავენ.
პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო საზოგადოება მიეჩვევა ნარჩენების დახარისხებას; სკოლასა და მის შემოგარენზე ზრუნვას. სკოლაში გაჩნდება ახალი ღია ცის ქვეშ სივრცე, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ სხვადასხვა აქტივობებისას.
გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სკოლაში ამ პრობლემას დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა საგნის სწავლებისას, მაგრამ მხოლოდ თეორიული სწავლა, როგორც ჩანს, საკმარისი არაა. ეს მხოლოდ ჩვენი სკოლის კი არა, მთელი ქალაქის მაგალითით შეიძლება დადასტურდეს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ბავსვებმა ტავად მიიღონ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, რომელიც ამ პრობლემების პრაქტიკულ მოგვარებას ემსახურება.
როგორც აღვნიშნეთ, დასუფთავდება და მოწესრიგდება სკოლის ეზო და მისი შემოგარენი, დაირგვება ნერგები, მოეწყობა ახალი სივრცე და სკოლის ეზოში განლაგდება ნარჩენების გადამუშავების ურნები. მოსწავლეები მოამზადებენ პოსტერებს ამათუიმ გარემოსდაცვით პრობლებაზე და მოაწყობენ გამოფენა-პრეზენტაციას ახალ სივრცეში.
ეზოს სკამები საჭირო გახლავთ სხვადასხვა აქტივობების გამართვისას, როგორიც გახლავთ მაგალიტად პროექტის ფარგლებში გასამართი პოსტერების გამოფენა-პრეზენტაცია.
ვინაიდან ეს აქტივობები ღია ცის ქვეშ ჩატარდება, პრეზენტირებისათვის საჭირო იქნება ფლიპჩარტის დაფა.
ნარჩენების გადამუშავების ურნები ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოებაში ახალი ჩვევის დამკვიდრებას - ნარჩენების გადარჩევას მეორეული გამოყენების მიზნით.
პროექტის პარტნიორები იქნებიან მშობლები, რომლებიც ნარგავების უზრუნველყოფენ პროექტს.
ასევე პროექტის პარტნიორი იქნება სკოლა მილენიუმი, რომელიც უზრუნველყოფს დალაგება-დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარსა და აქსესუარებს.
პროექტის ბენეფიციარი იქნება სკოლა მილენიუმის სასკოლო საზოგადოება სრულად.
პედაგოგები - 43; მოსწავლეები - 95; მშობლები - 100; ეროვნული უმცირესობები -10.
პროექტის განხორციელების თვალსაზრისით რისკები მინიმალურია, რადგან მონაწილეები მოტივირებულნი არიან, პარტნიორები - საიმედო.
პროექტის დასრულების შემდეგ განზრახული გვაქვს გავწიოთ საინფორმაციო კამპანია, რათა დავარწმუნოთ ჩვენი თანასკოლელები, რომ ჩაერთონ სკოლის ეზოს, შემოგარენის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოებში, გამოიყენონ ნარჩენების გადამუშავების კონტეინერები.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაასუფთავებენ და მოაწესრიგებენ სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებს, მოაწყობენ ნარჩენების გადამუშავებისთვის განკუთვნილი ურნების კუთხეს, დასასვენებელ კუთხეს, დარგავენ ახალ მცენარეებს. ინფრასტრუქტურული გამართვის შემდეგ ახალ სივრცეებში პროექტის მონაწილეები მოაწყობენ მათ მიერ გარემოსდაცვითი პოსტერების გამოფენა-პრეზენტაციას, რომლის დროსაც ისაუბრებენ და მიმოიხილავენ იმ ეკოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც მათ პოსტერებზე იქნება გამოსახული.
კომენტარის დამატება