პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ანა კილასონია, მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-03-19
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
დაბა ახალდაბა, რუსთაველის ქუჩა ნომერი 6
მობილური ტელეფონი
577-54-38-59
ელექტრონული ფოსტა
kilasoniaanano03@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას მე, ანა კილასონია ვიღებ. ასევე მეყოლება ამავე სკოლის მოსწავლე დამხმარე ასისტენტი. ასევე ზედამხედველობას მასწავლებელი მარიამ ყაულაშვილი გამიწევს.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი კულტურის, ტრადიციების, სიმღერებისა და ცეკვების პოპულარიზაციას და მათ შენარჩუნებას. პროექტი შეისწავლის და წარმოადგენს კონკრეტული რეგიონის კულტურას და ტრადიციას,რომელიც უძველესი დროიდან მოდის და ამ ტრადიციების როლს თანამედროვე ცხოვრებაში.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა ადგილობრივი კულტურის დაცვასა და განვითარებაში. აგრეთვე პროექტი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთთან დაახლოებას, გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარებას. ხოლო პროექტის საბოლოო შედეგი კი იქნება ტრადიციების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მეტად დაინტერესება და ჩართულობა.
მოსალოდნელი შედეგები
როგორც უკვე ვახსენე პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები და არამარტო ახალგაზრდები მეტად იქნებიან დაინტერესებული ქვეყნის/ რეგიონის ტრადიციებით, ისინი შეისწავლიან კულტურას და უძველეს ტრადიციებს, გაიაზრებენ მათ როლს ჩვენს მომავალზე და შეეცდებიან მის პოპულარიზაციას რათა დავიწყებას არ მიეცეს, ყველაფერი ის რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
დროთა განმავლობაში ქართული სიმღერები, ცეკვები, ტრადიციები, და წეს ჩვეულებები ნელ ნელა დავიწყების საშიშროების წინაშე დგანან. ჩემი, როგორც ქართული ხალხური სიმღერების დამწყები მომღერლის მიზანია შევქმნა პროექტი რომელიც საზოგადოებას შეახსენებს ჩვენი წინაპრების დანატოვარ იმ უდიდეს საგანძურს რაც ჩვენს ქვეყანას სიამაყეს და განსაკუთრებულობას სძენს, რათა არ მიეცეს დავიწყებას ჩვენი უდიდესი ისტორია.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები საშუალებას მოგცემს დავუახლოვდეთ ქვეყნისა და რეგიონის კულტურას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ,,კულტურული გამოფენები" სადაც ექსპონატები ქართული ეროვნული სამოსი, ხალხური საკრავები, ხელნაკეთი ნივთები ან ხელოვნების ნიმუშები იქნებიან.
ხალხური ცეკვისა და სიმღერების წარდგენა სასკოლო საზოგადოებისათვის.დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება მოისმინოს და იხილოს გამოცდილი ანსამბლების შესრულება, ასევე წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიღებული ცოდნა-გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ.
მცირე მასტერკლასები, და საინფორმაციო სემინარები. აქ ახალგაზრდები მოისმენენ ადგილობრივი მცირე მეწარმეების ან ხელოვანების გამოცდილებას, მათ ასევე შეეძლებათ დაესწრონ ამა თუ იმ ნივთების ან კერძების მომზადების პროცესს და მიიღონ დამატებითი ცოდნა.
შემოქმედებითი სახის კონკურსები და ვიქტორინები.(სამაგიდო თამაში) ისინი აქ უკვე თავად მოამზადებენ თემატიკასთან დაკავშირებით ესეებს, ნახატებს ან პლაკატებს, და მიიღებენ მონაწილეობას კულტურული ტიპის ვიქტორინაში.
გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის სერთიფიკატების გადაცემა.
ესეების კონკურსი.
სამი საუკეთესო ესეს ავტორის სერთიფიკატით დაჯილდოება.
პროექტის მონაწილეების მიერ არჩეული რომელიმე ტრადიციის გაცოცხლება (სახალისო თამაში)
ტრადიციული საკვების და სასმელების გამოფენა. ადგილობრივი მცირე მეწარმეები ან მოსახლეობა აუდიტორიას თავიანთ კერძებს ან სასმელებს წარუდგენენ, და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ, მისცემენ რჩევებს და უპასუხებენ კითხვებს. თვით მონაწილეები კი დააგემოვნებენ და ამით უკეთესად შეიცნობენ ჩვენს ტრადიციულ სამზარეულოს
ერთ ერთი პროექტის მთავარი მონაწილეები კი სხვადასხვა თაობის ადამიანები გახლავთ. აქ ისინი თავიანთ ცოდნა გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ და დამეთანხმებით, რომ ეს შეხვედრა ადგილობრივების ერთმანეთთან ურთიერთობას უფრო გაამყარებს.
კედლის გაზეთის გამოშვება და ფილმების ჩვენება.
პროექტის მონაწილეების ვიზიტი რომელიმე კუთხის ადგილობრივის ოჯახში ან მარანში და საკუთარი გამოცდილების გაცნობა გაზიარება.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
კულტურული გამოფენა საჭიროებს ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს (ფანდური, გიტარა), აგრეთვე ქალის და მამაკაცის ეროვნული სამოსი.
საკვებისა და სასმელის გამოფენისთვის კი სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი ღვინო და კერძები.
საკანცელარიო ნივთები და ერთჯერადი ჭურჭელი.
პროექტის პარტნიორები
პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას ვაპირებ სხვადასხვა ანსამბლებთან (ტრადიციული სიმღერის და ცეკვის), აგრეთვე ადგილობრივ მცირე მეწარმეებთან რომლებიც დამეხმარებიან მეტი და მეტი ინფორმაციის და გამოცდილების მიღებაში, ასევე ერთ ერთი აქტივობისთვის ადგილობრივი ძველი და ახალი თაობა საინტერესო დისკურსიებისთვის.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებლის მიღება შეუძლიათ სკოლის და არამარტო სკოლის საზოგადოებას არამედ მთელი დაბის მოსახლეობას რადგანაც პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრ ადგილობრივს უწევს ჩვენი დახმარება რის შედეგადაც ისინი იღებენ გარკვეულ ცოდნას და ახალ თაობასთან და აუდიტორიასთან შეხების გამოცდილებას.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
პედაგოგების რაოდენობა: 20
მოსწავლეების რაოდენობა: 60
მშობლების: 40
ადგილობრივების: 50
მოწვეული სტუმრების: 30
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
მე როგორც პროექტის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ვეცდები ჩემი პროექტის წარმატებით განხორციელებას ხელი არაფერმა შეუშალოს და თუ იქნება ამისი სასიშროება მალევე თავიდან ავიცილო.
მაგალითისთვის: შესაძლოა მცირე პრობლემა მოწვეულ სტუმრებთან შეიქმნას მაგრამ ამის შანსი მცირეა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს პროექტს წარმატებით დასრულებისთვის ხელს მაქსიმალურად შებუწყობ.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად განვაგრძობ წამოწყებულ საქმიანობას. მექნება შეძლებისდაგვარად (გააჩნია გამომსვლელებს) ღონისძიებები, ტრენინგები, აქტივობები, კონკურსები, და ასე შემდეგ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა ადგილობრივი კულტურის დაცვასა და განვითარებაში. აგრეთვე პროექტი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთთან დაახლოებას, გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარებას. ხოლო პროექტის საბოლოო შედეგი კი იქნება ტრადიციების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მეტად დაინტერესება და ჩართულობა.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Marine Sudadze
დეკემბერი 5, 2024 | 8:21 pmპროექტის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა ადგილობრივი კულტურის დაცვასა და განვითარებაში. აგრეთვე პროექტი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთთან დაახლოებას, გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარებას. ხოლო პროექტის საბოლოო შედეგი კი იქნება ტრადიციების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მეტად დაინტერესება და ჩართულობა.