Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ,,ახალი ჰორიზონტი’’

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ნანა თორდია
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ნანა თორდია, მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2010-10-16
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ზუგდიდის მუნიციპალიტეტი,სოფელი ინგირი ბარათაშვილის 18
    • მობილური ტელეფონი
      571224634
    • ელექტრონული ფოსტა
      Tordiananuka@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ნანა თორდია-პროექტის ხელმძღვანელი(დაგეგმვა, ორგანიზება, მონიტორინგი)

      ელისაბედ ნაროუშვილი-პროექტის ხელმძღვანელის ასისტენტი (ადმინისტრირება)

      ანდრია თოლორაია-ლოჯისტიკის ხელმძღვანელი ( შესყიდული მასალების მენეჯმენტი

      ლუკა ცაგურია-ხაზინადარი კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციათან

      გიორგი მელაძე-პიარი

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია მოზარდი თაობის განვითარება, პროფესიულ ორიენტაციაზე ცნობიერების დონის ამაღლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის გზით.

      ახალგაზრდების უმეტესობა არ არის ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმემზე, მათ არა აქვთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომავალ პროფესიებზე, პროექტის მიზანია ზუგდიდელ ახალგაზრდებს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფორიენტაციის საკითხებზე, ამავდროულად პროექტის განხორციელების პროცესში განხორციელდება  პრაქტიკული ვორქშოფები, რაც პროცეს მეტად საინტერესოს გახდის.

    • მოსალოდნელი შედეგები

      პროექტის მონაწილეები გაეცნობიან პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ძირითად პრინციპებს, მონაწილეობას მიიღებენ 16 კვირიან კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც დაეუფლებიან მათთვის საჭირო უნარებს, ფოკუსირებას მოახდენენ მომავლის პროფესიებზე და გაიღრმავებენ ცოდნას ინდივიდუალური ინტერესის მიხედვით. მონაწილეები გაიცნობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და გაიზიარებენ მათ გამოცდილებებს. პროექტი ხელს შეუყწობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას რაც გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია თვითრეალიზაციითვის.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ხშირად ახალგაზრდები სხვა ადამიანების (მშობლების, ნათესავების, თემის წარმომადგნლების) გავლენის ქვეშ ექცევიან და ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომელიც მათვის უინტერესოა, ისინი ხშირად ხდებიან  საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მსხვერპლი, რაც გრძელვადიან პერიოდში უარყოფითად ისახება მოსწავლეზე, იწვევს უინტერესობასა და დაბალ აკადემიურ მოსწრებას სასწავლებლებში. თუ ადამიანს არ უყვარს თავისი საქმე შეუძლებელია გახდეს პროფესიონალი. არაპროფესიონალი კადრი კი მოსახლეობისთვის სასიკეთო საქმეს ვერ გააკეთებს და მეტიც ამით იზრდება ალბათობა, რომ ინდივიდი საკუთარი პროფესიის მიხედვით არ გააგრძელებს მუშაობას, რაც თავის მხრივ გულისხმობს არასწორ საგანმანათლებლო ინვესტიციას.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1. პროექტის პრეზენტაცია

      2. სამუშაო ჯგუფის დაკომპლეტება

      3. „საგანმანათლებლო თამაშები“ - საგანმანათლებლო თამაშების საშუალებით ახალგაზრდები ისწავლიან სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკას, პრობლემების გადაწყვეტის ტექნიკებს და ლიდერობის უნარებს. თამაშები შეიძლება მოიცავდეს დებატებს, როლურ თამაშებს, ბრეინშტორმინგს და კომპლექსურ დავალებებს. თამაშების დროს მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად, რომლებიც ირჩევენ კონკრეტულ პროფესიულ მიმართულებებს და ეხმარებიან ერთმანეთს კონკრეტული სამუშაო სიტუაციების გადაჭრაში.  ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჩართვა პროფესიულ საკითხებში, მათთვის საინტერესო და სახალისო ფორმატში.

      4. „პროფესიული სწრაფვა“- ახალგაზრდებს მიეწოდება ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ, რათა მათ შეძლონ სწრაფად განსაზღვრონ მათთვის ყველაზე მეტად შესაფერისი მიმართულება. მონაწილეები იღებენ რჩევებს პროფესიონალებისგან, სხვადასხვა საკითხის განხილვისას, როგორიცაა როგორ გახენდნ წარმატებული მეწარმე, პროგრამისტი, ექიმი და სხვა. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მტკიცე და გათავისებული გადაწყვეტილების მიღება კარიერული მიმართულების შესახებ.

      5.  „პრაქტიკული ექსპერიმენტი“ -  ახალგაზრდები ჩაერთვებიან პროფესიულ ექსპერიმენტებში, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, განახორციელონ კონკრეტული პროფესიები. მაგალითად, IT სფეროში პროგრამირების მოკლე ვორქშოპები, ან არქიტექტურის სფეროში კონკრეტული პროექტების შექმნა.

       

      ახალგაზრდები მიიღებენ დავალებებს, რომელთა საფუძველზე მათ სურთ პრაქტიკული უნარების შესწავლა და შემდგომში იგივე სფეროში გადადგამენ პირველ ნაბიჯებს. ღონისძიების მიზანია ონლაინ პლატფორმების გამოყენებით პროფესიული განვითარების გზების გაკვალვა. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებისთვის პროფესიული ცოდნის პრაქტიკული ჩართვა და ექსპერიმენტების საფუძველზე აღმოჩენა.

       

      6.        „ვირტუალური კარიერის ძიება“ - ახალგაზრდებს გაეცნობიან, კარიერის დაგეგმვის ონლაინ რესურსებს (LinkedIn, Coursera, Udemy და სხვა) პროფესიული განვითარებისათვის. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების უნარების რეალური შეფასება და პროფესიული მიმართულებისადმი მიდგომების განსაზღვრა.

      7.        ტრენინგები და სემინარები  - პროფესიის არჩევა, კარიერის დაგეგმვა, ეფქტრური კომუნიკაცია, საქმიანი ურთიერთობები, მოტივაციის თეორიები.

      8.        „უნარების შეფასების სემინარი“ - სემინარი, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, იპოვონ თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მიიღონ რჩევები მომავალი კარიერის დასაწყებად. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების უნარების რეალური შეფასება და პროფესიული მიმართულებისადმი მიდგომების განსაზღვრა

      9.        „კარიერის დღის ღონისძიება” - ეს ღონისძიება მოიცავს პროფესიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, პრეზენტაციებსა და დისკუსიებს. ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, თავიანთი  კარიერული მიზნების დახვეწისთვის

      10.    პროფესიული ჩატები და კონსულტაციები“ - სპეციალიზებული ჩატები და კონსულტაციები, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მიიღონ რჩევები თავიანთი პროფესიული მიმართულების შესახებ. კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს როგორც ონლაინ, ისე პირადად. ღონისძიების მიზანია მონაწილეებს საშუალება მიეცეთ, გადაჭრან მათი კარიერული კითხვები და პრობლემები კონკრეტული პროფესიონალების დახმარებით.

      11.     „პროფესიული სიბრძნე“ - ცნობილი პუბლიცისტების და მკვლევრების ვლოგების ჩვენება , რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გააზიარებენ, როგორ მიაღწიეს წარმატებას, რა სირთულეებს გადააბიჯეს და როგორ შექმნეს თავიანთი კარიერა. შეხვედრებზე დამსწრეები მიიღებენ შესაძლებლობას დასვან კონკრეტული კითხვები და გაცნობის შემდეგ, დაწერონ თავიანთი შთაბეჭდილებები და პროფესიული გამოცდილების გააზრება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა მოზარდებისთვის წარმატებული პროფესიონალების, პუბლიცისტებისა და მწერლების გამოცდილების გაზიარება.

      12.    პროფესიული ვორქშოპები - სასწავლო ვიზიტები მონაწილეთათვის საინტერესო კომპოანიებში და საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.

      13.    პროექტის დახურვის ღონისძიება

       

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      გრანტის პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი საჭიროებები მოიცავს:

      ტრანსპორტირება მონაწილეების გადასაყვანად ღონისძიებებზე.

      მატერიალები თამაშებისთვის

      საკანცელარიო ნივთები

      სტიკერები და ბროშურები

      მონაწილეთა კვება

    • პროექტის პარტნიორები

      1. სამეგრელოს სკაუტების საერთაშორისო ცენტრი - ცენტრის სამუშაო სივრცის უსასყიდლოდ დათმობა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად

      2.ადგილობრივი მეწარმეები და ბიზნესები-ასოციაციები და მსხვილი კომპანიები, რომლებიც პროექტის მონაწილეებს უმასპინძლებენ პრაქტიკულ სასწავლო ვიზიტებს,

      3.სოციალური საწარმო მეგობარი - სივრცის დათმობა ფილმის ჩვენების მოსაწყობად.

       

       

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  13 დან 18 წლამდე ახალგაზრდები რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხით.

      პროექტის ფარგლებში თითოეულ ღონისძიებას ექნება შესაბამისი ქვოთა სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფრანფული სკოლის მოსწავლეები,სკაუტები,ჩვენი მეგობრები ზუგდიდის სხვადასხვა სკოლიდან ჯამში პროექტით 200 ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      ფრანგული სკოლის მოსწაავლეები დაახლოებით 60 ბავშვამდე.

      სკაუტები -30 სკაუტი

      სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები - 70

      იძულებით გადასახლებულიპირები - 10

      მშობლები -10

      მასწავლებლები -20

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

       

      იმ მენტორების დღის წესრიგის ცვლილებამ რომლებმაც უნდა ჩაატარონ ტრენინგები ან იმ ბიზნესებისა თუ ორგანიზაციების უარი პროექტში ჩართულობაზე - მართალია წინასწარი სიტყვიერი თანხმობა უკვე არსებობს ყველა პარტნიორთან, თუმცა რისკის თავიდან ავიცილების მიზნით არსებობს ალტერნატიული ვარიანტებიც.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდგომ შენარჩუნდება პროფორიენტაციის კლუბი, რომლებიც ჩაერთვებიან საზოგადოებრივ აქტივობებში,რომლის ფარგლებშიც პერიოდულად მოეწყობა  თემატური ღონისძიებები.

       

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-1-2-2.xlsx
    • რეგიონი
      სამეგრელო-ზემო სვანეთი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტის მიზანია მოზარდი თაობის განვითარება, პროფესიულ ორიენტაციაზე ცნობიერების დონის ამაღლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის გზით.

    ახალგაზრდების უმეტესობა არ არის ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმემზე, მათ არა აქვთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომავალ პროფესიებზე, პროექტის მიზანია ზუგდიდელ ახალგაზრდებს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფორიენტაციის საკითხებზე, ამავდროულად პროექტის განხორციელების პროცესში ჩატარდება  პრაქტიკული ვორქშოფები, რაც პროექტს მეტად საინტერესოს გახდის.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    მდებარეობა რუკაზე
    • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო

      მიმართულება
    • მაკა კორკელია
      დეკემბერი 4, 2024 | 8:46 pm

      პროექტის მიზანია მოზარდი თაობის განვითარება, პროფესიულ ორიენტაციაზე ცნობიერების დონის ამაღლება და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.

      ახალგაზრდების უმეტესობა არ არის ჩამოყალიბებული სამომავლო გეგმემზე, მათ არა აქვთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომავალ პროფესიებზე, პროექტის მიზანია ზუგდიდელ ახალგაზრდებს მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფორიენტაციის საკითხებზე, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიულ საკითხებზე,შეხვდებიან ადგილობრივ მეწარმეებს და ადგილზე გაეცნობიან მას, პროექტის ფარგებში დაგეგმიალია საინტერესო ვორქოპები , სემინარები და საგანმანათლებლო თმაშები.პროექტის ფარგლებში ასევე პარტნიორებად განიხილებაადგილობრივი ბიზნესები და სკაუტების საერთაშორისო ცენტრი.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროფესიული განათლება -ჩვენი მომავლისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ''გზა წარმატებისკენ ''

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...