მარიამ მეგრელიშვილი- პროექტის ხელმძღვანელი
სუზანა ბერიძე - მენტორი
თაკო მეზვრიშვილი - საინფორმაციო მენეჯერი
ლალუკა ღოლიჯაშვილი - პროექტის კოორდინატორი
ინა ღოლიჯაშვილი - პიარი,პროექტის ორგანიზატორი
ვალერი მურადაშვილი - პიარი და პროექტის ციფრული მენეჯერი
პროექტის მიზანია ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება საშუალო საფეხურის მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარების და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობის გზით.
პროექტის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ პროფესიულ თვითგამორკვევას, სხვადასხვა პროფესიაში სკუთარი ძალების მოსინჯვას და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებას. სამომავლოდ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება გაუადვილებს მათ პროფესიულ ზრდას, განათლების უწყეტად მიღებას და დადებითად აისახება შემოსავალზე. გარდა ამისა პროექტის შედეგად მოცემულ თემში გაიზრდება პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა.
საშუალო საფეხურის მოსწავლეები ხშირად დგებიან დილემის წინაშე პროფესიების შერჩევისას. როგორც წესი სკოლის დამთავრებისას აბიტურიენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ იცის რა პროფესიის დაუფლება სურს.უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ იწყება ნამდვილი პრობლემები, როცა აღმოჩნდება, რომ შერჩეული პროფესია მოლოდინებს არ ამართლებს ან სხვა ინტერესები ჩნდება. საბოლოოდ ვიღებთ კურსდამთავრებულს, ვისაც არ მოწონს საკუთარი პროფესია და ვერ იღებს მაღალ კვალიფიკაციას, ცდილობს გადამზადდეს სხვა მიმართულებით რაც დამატებით ზრდის ფინანსურ ხარჯებს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდამ , რომელმაც 4 წლის და მეტის მანძილზე გაწია ფინანსური ხარჯი პროფესიის დასაუფლებლად რჩება დაბალკვალიფიციურ კადრად მცირე ანაზღაურებით ან საერთოდ ვერ საქმდება არასასურველი პროფესიით. ეს პრობლემები კი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.
ვფიქრობთ, სკოლაში საშუალო საფეხურზე სწავლისას მოსწავლეებს თუ მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა მოვსინჯოთ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიაში და განვავითაროთ საბაზო პროფესიული უნარები მეტად მზად შევხვდებით სკოლის დამთავრებას,შევძლებთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები პროფესიის არჩევისას და შევიქმნით უფრო რეალურ მოლოდინებს . შესაბამისად ეს ყველაფერი აგვაცილებს არასწორად გაწეულ ხარჯებს და ხელს შეუწობს სამომავლოდ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აღიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება :
1. პროექტის მოსამზადებელი სამუშაო
1.1.პროექტში მონაწილეთა შერჩევის მიზნით სააპლიკაციო ფორმის შედნა, რათა პროექტი მონაწილეობა შეძლონ არა მარტო ჩვენი სკოლის , არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებმაც საკუთარი მოტივაციის საფუძვლზე.
1.2. საპლიკაციო ფორმის მიხედვით მონაწილეთა შერჩევა და დაკავშირება.
პასუხისმგებელი პირები : საინფორმაციო და ციფრული მენეჯერი, პროექტის ორგანიზატორი
2. პროექტის გაცნობითი სამუშაო
1.1. შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან, პროექტის გაცნობა.
1.2. მონაწილეთა ინტერესებისა და უნარების იდენტიფიცირება.
პასუხისმგებელი პირები : პროექტის ხელმძღვანელი, პროექტის მენტორი, პროექტის ორგანიზატორი
3.პრაქტიკული უნარების განვითარება და ვორქშოფები
3.1. ტრენინგი თემაზე : ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
პასუხისმგებელი პირი: პროექტის ხემძღვანელი , პროექტის ორგანიზატორი , მოწვეული ტრენერი
3.2. ვორქშოფი : CV-ს შედგენა და კარიერის დადგეგმვა
პასუხისმგებელი პირი: პროექტის ხემძღვანელი , პროექტის ორგანიზატორი , მოწვეული ტრენერი
3.3. თამაში-სიმულაცია : თამაშის მიზანია მონაწილეებში გააღვივოს შემოქმედებითი, კრიტიკული და გუნდური აზროვნება, მსვლელობისას მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და მიიღებენ კონკრეტულ დავალებებს. გამარჯვებულს გუნდს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს სკოლის თანამონაწილეობით 200 ლარის ფარგლებში.
პასუხისმგებელი პირები : პროექტის ხელმძღვანელი, საინფორმაციო მენეჯერი,ორგანიზატორი,მენტორი.
4. პროფესიული მენტორინგი
4.1. პანელური დისკუსიის გამართვა ,სადაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილებას და პროქტის მონაწილეებს ექნებთ შესაძლებლობა გაეცნონ კონკრეტულ პროფესიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
პასუხისმგებელი პირები: პროექტის მთლიანი გუნდი
5. სტაჟირება
5.1. პროექტის მონაწილეებისთვის მათთვის საინტერესო პროფესიების მიმართულებით სტაჟირებების დაგეგმვა.
5.2. სტაჟირებისთვის კომპანიების მოძიება და მოლაპარაკება, სტაჟირების უზრუნველყოფა.
პასუხისმგებელი პირები: პროექტის მენტორი (პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით )
6.Job Shadowing
6.1. პარტნიორი კომპანიების,საწარმოების მოძიება Job Shadowing- ისთვის.
6.2. 2 სამუშაო დღის გატარება სასურველ კომპანიაში, რათა მონაწილეებმა შეძლონ მთ სამუშაო პროცესზე დაკვირვება.
6.3. ვიზიტი გორის პროფესიულ სასწავლებელში "განთიადი".
პასუხსმგებელი პირები : პროექტის მთლიანი გუნდი
7. განსხვავებული პროფესიის გაცნობა:
7.1. შიდა ქართლისთვის არადამახასიათებელი პროფესიის, საზღვაო ნაოსნობის გაცნობა, ვიზიტი ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში "მერიდიანში".
8. პროექტის შეჯამება
8.1. პროფესიული ფორუმი, სადაც მოხდება პროექტის შედეგების წარდგენა და შეჯამება , მოწვეული მოსწავლეებისთვის,მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის სხვადასხვა გამოცდილების გაზიარება.
საჭირო ნივთები:
1. ფლიფჩარტი - 4 ცალი
2. თაბახის ქაღალდი - 2 შეკვრა
3. პერმანენტური მარკერები - 20 ცალი
4.დაფის მარკერები - 10 ცალი
5. ორმაგი სკოჩი- 2 ცალი
6. ქაღალდის სკოჩი- 2 ცალ
6.ტრენერის მომსახურება (სიმბოლური)
7.ტრანსპორტირება - 1. პატარა გარეჯვარი - გორი - პატარა გარეჯვარი
2. პატარა გარეჯვარი - ბათუმი - პატარა გარეჯვარი
8. შეხვედრებისთვის ყავა და ტკბილეული .
პარტნიორებად მოიაზრებიან : 1. საზოგადოება ბილიკი - სივრცე და მხარდაჭერა სტაჟირების პროცესში.
2. გორის განვითარების სააგენტო - სივრცე, მხარდაჭერა ტრენერებით.
3. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სივრცე ფორუმისთვის.
4. გორის პროფესიული კოლეჯი "განთიადი"
5.ბათუმის სანაოსნო პროფესიული კოლეჯი "მერიდიანი"
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის 10,11,12 კლასის მოსწავლეები ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქ.გორის სკოლების 10,11,12 კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები. საერთო რაოდენობა 175 .
პროექტით პირდაპირ სარგებელს მიიღებს- 25 მოსწავლე, ხოლო ირიბად :
მოსწავლეთა მშობლები- 60
მასწავლებლები- 40
სხვა მოსწავლეები- 50
პროექტის განხორციელების მთავარ რისკს წარმოადგენს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა.
პროექტის განხორციელებით მიღებული გმოცდილება ხანგრძლივად გამოადგება პროექტის მონაწილეებს მომდევნო წლებში, გარდა ამისა მსგავსი გამოცდილებით სარგებლობა შეეძლებათ მომდევნო საფეხურის მოსწავლეებს.
პროექტი წარმოადგენს სსიპ გორის მუნიციპლტეტის სოფელ პატარა გრეჯვრის მოსწავლების წამოწყებას და არის ერთგვარი პასუხი იმ გაურკვეველობაზე, რასაც ჩვენ ვაწყდებით სწავლების საშუალო საფეხურზე. რატომ უნდა ავირჩიოთ კონკრეტული პროფესია და რას უნდა ველოდოთ სკოლის დასრულების მერე, თუნდაც რა ფინანსურ კეთილდღობას, როგორ იმოქმედებს ეს არჩევანი ჩვენს მენტალურ ყოფაზე და ბედნიერების ხარისხზე, სწორედ ამ პროექტით შევეცდებით ვიპოვოთ პასუხები წინასწარ და არა შემდეგ, როცა ურემი გადაბრუნდება ...
კომენტარის დამატება