Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ჩვენი კინო

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      თათია ბოჭორიშვილი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      თათია ბოჭორიშვილი
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2008-05-29
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      დედოფლისწყარო, მეგობრობის ქ.1
    • მობილური ტელეფონი
      510104560
    • ელექტრონული ფოსტა
      tbochorishvili6@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      თათია ბოჭორიშვილი - პროექტის ხელმძღვანელი,

      ლუკა მენთეშაშვილი - ორგანიზატორი;

      ლაშა ჭუბაბრია - ორგანიზატორი;

      კახი პოპიაშვილი - მოხალისე;

      გიორგი ღვედაშვილი - მოხალისე.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია : ახალგაზრდული მინი-კინოთეატრის შექმნა დედოფლისწყაროში, ახალგაზრდულ სივრცეში, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი დროის ხარისხიან გატარებას, კინო-კულტურის განვითარებას, ახალგაზრდების სოციალიზაციას  და მათ აქტიურ ჩართულობას.

      პროექტის შედეგები:

      მოწყობილი მინი-კინოთეატრი საკუთარ ახალგაზრდულ სივრცეში;
      გაუმჯობესებული საპროექციო პირობები;
      ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში.

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოკლევადიანი შედეგები:

      ახალი სივრცის შექმნა კინოჩვენებებისთვის და დისკუსიებისთვის;
      ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა;
      თავისუფალი დროის ხარისხიანი გატარება.

      გრძელვადიანი შედეგები:

      ახალგაზრდული თვითორგანიზების გაძლიერება;
      გუნდური  უნარ-ჩვევების განვითარება;
      ადგილობრივი თემის სოციო-კულტურული კაპიტალის ზრდა
      კინო/მედია კულტურის პოპულარიზაცია რეგიონში.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ვართ 16-17 წლის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი. ვცხოვრობთ დედოფლისწყაროში, სადაც ახალგაზრდებს არ გვაქვს შეხვედრების მრავალფეროვანი ადგილები - მხოლოდ გვაქვს ახალგაზრდული სივრცე, სადაც ვიკრიბებით და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს. გვსურს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა. ჩვენი იდეაა მინი-კინოთეატრის შექმნა. გვაქვს პროექტორი, ლეპტოპი, ეკრანის დახატვას ვაპირებთ კედელზე. არ გვაქვს ფარდები, ხმის გამაძლიერი ტექნიკა და მიკროფონი, სასურველია გვქონდეს პუფები, რათა მოვაწყოთ მინი-კინოთეატრი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმების ჩვენებისთვის და შემდგომი დისკუსიებისთვის.

      საპროექტო საკითხის აქტუალობა - სოციალური კონტექსტი:
      დედოფლისწყაროში ახალგაზრდებისთვის შეზღუდული გასართობი და კულტურული აქტივობები;
      ადგილობრივ თემში ერთობის გაძლიერების საჭიროება;
      ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება და მხარდაჭერა.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      ოთხი თვის განმავლობაში ღონისძიებები კვირაში ერთხელ:

      .1 პირველი თვე - გაცნობითი პერიოდი:

      - კლასიკური ქართული ფილმების ჩვენება
      - ეროვნული კინოს საუკეთესო ნიმუშების დემონსტრირება
      - ფილმების შემდგომი დისკუსიები

      2. მეორე თვე - საგანმანათლებლო ფოკუსი:
      - დოკუმენტური ფილმების ციკლი
      - სოციალურ თემებზე არსებული ფილმების ჩვენება
      - პროფესიონალების მოწვევა

      3. მესამე თვე - შემოქმედებითი პერიოდი:
      - ანიმაციური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება
      - ვიდეორგოლების გადაღება და  ნამუშევრების პრეზენტაცია
      - კინოს შემოქმედებით ასპექტებზე სამუშაო შეხვედრები

      4. მეოთხე თვე - საერთაშორისო კინოს თვე:
      - მსოფლიო კინოს საუკეთესო ფილმების ჩვენება
      - სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა კინოს მეშვეობით
      - კინოს შედევრების გაცნობა  დიდ ეკრანზე - CAVEA-ში

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      ტექნიკური აღჭურვილობა:
      ხმის გამაძლიერებელი სისტემა (აკუსტიკური სისტემა);
      სადენიანი მიკროფონი;
      დამატებითი სადენები და გადამყვანი კაბელები
      ინვენტარი:
      პუფები (8-10 ერთეული) - მოსახერხებელი დასაჯდომი
      კედლის საღებავები ეკრანისთვის (თეთრი მქრქალა ტიპი)
      დამატებითი საჭიროებები: ფარდა სინათლის კონტროლისთვის

    • პროექტის პარტნიორები

      სათემო ორგანიზაციები:  "ცოდნის კაფე"  გარკვეული შეგვახვედრებისთვის ფართს დაგვითმობენ.

      დედოფლისწყაროს სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბის წევრები.

       

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის ბენეფიციარები:

      პირველადი ბენეფიციარები:
      1. ასაკობრივი ჯგუფი: 6-10  და 11 - 18 წლის მოზარდები
      2. რაოდენობა: 50-60 ადამიანი
      3. დედოფლისწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები

      დამატებითი ბენეფიციარები:
      1. ადგილობრივი თემი:
      -  მოხალისე მასწავლებლები
      - ოჯახის წევრები
      - სოციალური მუშაკები

      მოსალოდნელი სარგებელი:
      - კინოკულტურის გაცნობა
      - თავისუფალი დროის ორგანიზება
      - ერთობლივი აქტივობების გაძლიერება
      - სოციალიზაციის გაუმჯობესება

      საერთო სავარაუდო მოსარგებლეთა რაოდენობა: 80-100 ადამიანი

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      პროექტის ბენეფიციარები:

      პირველადი ბენეფიციარები:
      1. ასაკობრივი ჯგუფი: 6-10 წლის ბავშვები ( 20-30) და 11 - 18 წლის მოზარდები (30-40)
      2. რაოდენობა: 50-60 ადამიანი

      დამატებითი ბენეფიციარები:
      1. ადგილობრივი თემი:
      - მოხალისე მასწავლებლები - 5-10
      - ოჯახის წევრები -20-25

      საერთო სავარაუდო მოსარგებლეთა რაოდენობა: 80-100 ადამიანი

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      პოტენციური რისკები და მათი თავიდან აცილების გზები:

      ტექნიკური რისკები:
      რისკი: მოწყობილობების გაფუჭება
      თავიდან აცილება: სათადარიგო ნაწილების შეძენა, გარანტიის პირობების შესწავლა
      დაბალი აქტიურობის რისკი:
      რისკი: ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა
      თავიდან აცილება: წინასწარი გამოკითხვა, საინტერესო კონტენტის შერჩევა, სოციალურ ქსელებში რეკლამირება.

      ფინანსური რისკები:
      რისკი: გაუთვალისწინებელი ხარჯები
      თავიდან აცილება: დეტალური ბიუჯეტის შედგენა, რეზერვის გამოყოფა.

      საკადრო რისკი:
      რისკი: პროექტის გუნდის დაშლა
      თავიდან აცილება: მოტივაციის გაზრდა, წახალისების მექანიზმების შემუშავება

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის მდგრადობის გეგმა:

      ფინანსური მდგრადობა:

      შემოსავლის წყაროები:
      წევრების მცირე შენატანები კინო-ჩვენებებზე;

      სპონსორების მოძიება.

      სოციალური მდგრადობა:

      თემის ჩართულობის შენარჩუნება:
      რეგულარული კინო-ჩვენებების გაგრძელება
      ახალი წევრების მოზიდვა
      საზოგადოებრივი ინტერესის შენარჩუნება.

      ახალგაზრდული კინო-პროექტების ინიცირება.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2025/01/danarti-1_biujeti.xlsx, https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2025/01/danarti-2_-samoqmedo-gegma-1-3.xlsx
    • რეგიონი
      დედოფლისწყარო
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    "ჩვენი კინო" - ახალგაზრდული კინოპროექტი დედოფლისწყაროში, რომელიც მიზნად ისახავს 14-18 წლის მოზარდებისთვის სრულფასოვანი კინოგამოცდილების შექმნას. ჩვენ ვქმნით თანამედროვე მინი-კინოთეატრს, სადაც ყოველკვირეულად გვექნება ფილმების ჩვენება, დისკუსიები და შემოქმედებითი შეხვედრები. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების სოციალიზაციას, კულტურული ცნობიერების ამაღლებას და თავისუფალი დროის შინაარსიან გატარებას.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tina Sibasvili
      დეკემბერი 4, 2024 | 12:39 pm

      პროექტი იმსახურებს დაფინანსებას. ახალგაზრდულ სივრცეში თავისუფლად შეძლებენ პროექტის განხორციელებას.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    მოქალაქე და საგზაო უსაფრთხოება

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    მეგობრული ეზო ახალგაზრდებისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ჯანსაღი სხეული... ჯანსაღი სული....

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...