საბა იარგულიანი - პროექტის კორდინატორი
მარიამ დიბარიძე- ასისტენტი
საბა ჩაგანავა - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი
პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ევროკავშირის მიმართ ცნობიერების ამაღლება, რათა მათ უკეთ გაიგონ ევროკავშირის როლი და მის გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
პროექტის საშუალებით, ჩვენ შევქმნით სივრცეს, სადაც მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ევროკავშირის ძირითადი მიზნებისა და მიღწევების შესახებ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, განათლება და ჯანმრთელობის სერვისები.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმება ვიზიტები, დისკუსიების, ფილმების ჩვენებები, და ტრენინგები რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს ამ თემების უფრო ღრმა გააზრებაში.
ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა: მოსწავლეები გაიგებენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირს და როგორ ახდენს ის გავლენას მათი ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე (ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა და სხვა). პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ მტკიცედ და ინფორმირებულად დაასახელონ ევროკავშირის ძირითადი მიზნები, ინსტიტუტები და მისი გავლენა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ახალი ინტერესი და მოტივაცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ: პროექტი შეიძლება გახდეს მოტივაცია და ინსპირაცია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მომავალში გადაწყვიტონ სწავლა ევროკავშირის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მომავალი დიპლომატებისა და ექსპერტების აღზრდას.
ფილმების, დისკუსიებისა და სტუმრების დახმარებით მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ კულტურას, ისტორიას და სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებს. ეს მათ სთავაზობს მრავალფეროვან ხედვას მსოფლიოსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.
ევროპული ღირებულებების გაზიარება და მიღება: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, გარემოს დაცვა და სოლიდარობა.
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გლობალიზაცია და საერთაშორისო ურთიერთობები ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება , ევროკავშირის როლი ყველა ქვეყნისა და მისი მოქალაქისთვის დიდია. თუმცა, მრავალი სკოლის მოსწავლე, განსაკუთრებით მცირე ასაკში, ნაკლებად იცნობს ევროკავშირის ფუნქციებს, მის გავლენებს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს. არ არსებობს საკმარისი რესურსები, რომელიც ახდენენ ევროკავშირის თემის მარტივად გადმოცემას და მის რეალურ გავლენებზე ხაზგასმას.
ეს პრობლემა განსაკუთრებით შეინიშნება საქართველოში, სადაც ევროკავშირი უფრო გლობალური კონტექსტის ნაწილი ჩანს, მაგრამ უმრავლესობა ახალგაზრდობის წევრებისთვის არ არის ხილული მისი ყოველდღიური მნიშვნელობა და ის, როგორ ახდენს ევროკავშირი გავლენას მათ ცხოვრებაზე.
ძირითადი პრობლემები:
შეზღუდული ცოდნა ევროკავშირის შესახებ: ბევრი სკოლის მოსწავლე ვერ აცნობიერებს, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს მათ ცხოვრებაში – იქნება ეს ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა თუ გარემოს დაცვა. ევროკავშირის გავლენა ერთია პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც (როგორიცაა სტიპენდიები, კვლევითი პროექტები, გარემოსდაცვითი პროგრამები, სურსათისა და უსაფრთხოების ნორმები და ა.შ.).
ინფორმაციის ნაკლებობა და ევროპული საკითხების მიმართ გულგრილობა: უმრავლესობას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მოქმედებს ევროკავშირი მათ საზოგადოებაზე. განსაკუთრებით ახალგაზრდები ხშირად ვერ ხედავენ ევროპის რეგიონულ და გლობალურ მნიშვნელობას, რადგან მათ არ აქვთ ამ თემაზე სწორი განათლება.
ფილმების და დოკუმენტური ფილმების ჩვენებები
მიზანი: სკოლის მოსწავლეებს ვაჩვენოთ და ვასწავლოთ ევროკავშირის ისტორია, მისი პოლიტიკა, წევრი ქვეყნების ურთიერთობა და ევროკავშირის როლი მსოფლიოში.
ორგანიზებას გავუწევთ ფილმების და დოკუმენტური ფილმების სერიას, რომლებიც ეხება ევროკავშირის შექმნას, მისი ინსტიტუტების ფუნქციონირებას, ევროპულ პოლიტიკას და მასში საქართველოს როლს. ფილმების შემდეგ გამართება დისკუსიებს, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოითქვას თავიანთი აზრები.
მაგალითი: "ევროკავშირი და მე", "How the EU works", "Erasmus+ in action", "The European Union and its Global Influence".
მოწვეული სტუმრების ლექციები და შეხვედრები
მიზანი: მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაიგონ ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებისა და დიპლომატებისგან.
მოწვეული სტუმრები განიხილავენ, ისეთ თემებს როგორიცაა:როგორ მუშაობს ევროკავშირი;
ევროკავშირის როლი საქართველოს განვითარებაში;
ევროპული ინტეგრაცია და ის შესაძლებლობები, რომლებიც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს;
ახალგაზრდებისთვის არსებული Erasmus+ პროგრამა და სხვა შესაძლებლობები.
პანელური დისკუსიები და დებატები
მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში და მონაწილეობით გაიაზრონ ევროკავშირის აქტუალური საკითხები და მათი როლი.
(დებატების კონკრეტული ნაწილი გაშუქდება ინტერნეტში)
საკანცელარიო ნივთები - რათა ტრენინგების დროს შეგვეძლოს გამოვიყენოთ
პროექტორი- ფილმის ჩვენებების გასამართათ, პრეზენტაციების გასამართათ..
დისტანციური მიკროფონები - ვიდეო რგოლის დასამზადებლად
პროექტის პარტნიორად შეგვიძლია მოვიაზროთ ორგანიზაცია RICDOG -ი
ქუთაისელი ახალგაზრდები
მე-7 კალსიდან მე-12 კლასის ჩათვლით.
მოსწავლეები პირდაპირი გზით 30.
არაპირდაპირი გზით 150.
30 ბავშის მშობელი.
ჩვენთვის მთავარი გამოწვევა შეიძლება იყოს სივრცის პოვნა შეხვედრების გასამართად, რადგან სკოლას ამისთვის ვერ გამოვიყენებთ.
თუმცა ვფიქრობ დაველაპარაკებით ქუთაისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისინი დაგვეხმარებიან.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენ შევიძენთ საჭირო რესურსებს, რომლებიც დაგვეხმარება მსგავსი ტიპის შეხვედრების რეგულარულ ორგანიზებაში და გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებაში. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მდგრადი პლატფორმა, რომელიც მუდმივად მოემსახურება ჩვენი მიზნების მიღწევას და საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ევროპა შენს გვერდით - პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის როლის და მისი გავლენის შესახებ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღონისძიებების საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან ევროკავშირის შესაძლებლობებს, პროგრამებს და მის ზეგავლენას, რათა უკეთ გაიგონ, როგორ იცვლება მათი მომავალი ევროპულ სამყაროში.
Samtredia Municipality, Imereti, 3900, Georgia
კომენტარის დამატება