Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    გამოგვყევი ჯანსაღი ცხოვრებისაკენ

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ნიკოლოზ სადაღაშვილი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ნიკოლოზ სადაღაშვილი
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2008-11-01
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ქ. რუსთავი, 21-ე მკრ, #15
    • მობილური ტელეფონი
      595033848
    • ელექტრონული ფოსტა
      nikasada007@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      3 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ნიკოლოზ სადაღაშვილი, ქ. რუსთავის #3 სკოლის მოსწავლე - პროექტის ხელმძღვანელი, აქტივობების დაგეგმვა და მართვა

      ლევან ყოლბაია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი,  ტრენერი, სოც. მედიის სპეციალისტი , სოც. მედიის გვერდის ადმინი,

      ნუგზარ ნასყიდაშვილი , ქ.რუსთავის #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე - პრეოქტის ხელმძღვანელის ასისტენტი, სპორტული ტურნირის ორგანიზატორი.

       

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      150
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის კონკრეტულად კი ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოზარდების დაინტერესება აღნიშნული თემებით.

      საპროექტო გუნდის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად მოსალოდნელი შედეგები :

      მოზარდები მეტ ინფორმაციას მიიღებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი წესების შესახებ (ტრენინგი, პოსტერების შექმნა და გამოფენა, შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთან, აქტიური ფეისბუკ გვერდი )

      მოზარდებს გაუჩნდებათ მოტივაცია დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით (შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთან, აქტიური ფეისბუკ გვერდი, სპორტული ტურნირი)

      მოზარდები და თემის წევრები მეტს შეიტყობენ ჯანსაღი კვების შესახებ, რაც გავლენას მოახდენს მათ კვების წესზე - თანდათან უარს იტყვიან მავნზე პროდუქტებზე და გააჯანსაღებენ მათ კვების რაციონს; (ტრენინგ-სემინარი, მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერები, ფეისბუკ გვერდის საინფორმაციო პოსტები)

    • მოსალოდნელი შედეგები

      პროექტის მოკლევადიანი შედეგი:

      ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სემინარის და პოსტერების კონკურსის შედეგად მოზარდები და თემის წევრები მეტად ინფორმირებულები გახდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ.

      შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთან და სპორტული ტურნირი წაახალისებს მოზარდებს დაკავდნენ სპორტით

      გრძელვადიანი შედეგები:

      მოზარდები და თემის წევრები გააჯანსაღებენ მათ კვების რაციონს და რეგულარულად დაკავდებიან ფიზიკური აქტივობებით.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ციფრულმა თამაშებმა და სოც. ქსელმა მოზარდები გახადა ნაკლებად სოციალურები რეალურ ცხოვრებაში, ისინი ეწევიან ნაკლებად აქტიურ ცხოვრების წესს. სოც. მედიასა და ტვ-ებში მოჭარბებულმა არაჯანსაღი კვების რეკლამამ გავლენა იქონია მოზარდების კვების წესზეც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შემადგენელს სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს.

      ქ. რუსთავში მოზარდებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია, არც სკოლაში ტარდება სპორტის გაკვეთილები არასათანადო გარემოსა თუ სხვა ფაქტორების გამო. მშობლებიც მეტ აქცენტს მოზარდების აკადემიურ მოსწრებაზე აკეთებენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მათ ფიზიკურ აქტივობას.  მოზარდების გართობის წესიც არ მოიცავს ფიზიკურ აქტიურობას. შესაბამისად - მოზარდები არ არიან ფიზიკურად ჯანსაღები, მაღალია ჭარბწონიანობა და ხერხემლისა და ძვლოვანი სისტემის არასწორი/არასაკმარისი განვითარება.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1.      პროექტის დასაწყისში პროექტის გვერდის შექმნა სოც. ქსელში FB-ზე „გამოგვყევი ჯანსაღი ცხოვრებისაკენ“. გვერდი მიეძღვნება მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. გვერდის შექმნასა და პოპულარიზაციაზე პასუხისმგებელი პირი პროექტის ავტორი ნიკოლოზ სადაღაშვილი და ტრენერი ლევან ყოლბაია. პროექტის პოპულარიზება მოხდება ახალგაზრდებს შორის. გვერდზე პერიოდულად განთავსდება რჩევები -რეკომენდაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ასევე ინფორმაცია და ფოტო-ვიდეო მასალა პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

      2.      პროექტის მიმდინარეობის  პირველ თვეს ჩატარდება სემინარი  ჯანსაღი კვების შესახებ. ტრენინგზე მოწვეული იქნება 20 მოსწავლე.  ტრენინგს ჩაატარებს მოწვეული ტრენერი / ექიმი დიეტოლოგი

      3. პროექტის მიმდინარეობის მეორე თვეს გამოცხადდება ჯანსაღ ცხოვრების წესის შესახებ პოსტერების კონკურსი. მონაწილეები გადმოაგზავნიან მათ მიერ შექმნილი პოსტერების ფოტოებს. პროექტის ფბ გვერდზე შეიქმნება ალბომი , რომელშიც განთავსდება პოსტერების ფოტოები. ყველა მნახველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და მოიწონოს მოსწავლეების ნამუშევრები. ამავდროულად მოსწავლეები სკოლაშ ან თემშ თვალსაჩინო ადგილას გააკრავენ მათ ნამუშევარს. გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრის 3 ავტორი პროექტის დასასრულს დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზებით.

      4.  პროექტის მიმდინარეობის მეორე თვეს ჩატარდება შეხვედრა ცნობილ რუსთაველ სპორტსმენთან, რომელიც ასევე ისაუბრებს ჯანსაღ ცხოვრების წესის მნიშნელობის შესახებ, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვედრას დაესწრება მინ. 30 მოსწავლე.

      5.  პროექტის მიმდინარეობის მეორე თვეს სემინარების მასალებზე დაყრდნობით შეიქმნება საინფორმაციო ფლაერები, რომელზეც დატანილი იქნება რეკომენდაციები ჯანსაღი კვებისა და ემოციების მართვის შესახებ.დაიბეჭდება 100 ფლაერი, რომელიც გავრცელდება თემის წევრებს შორის, ასევე დაურიგდება ტურნირის მონაწილეებს

      6. პროექტის მიმდინარეობის მეორე თვის დასასრულს გამოცხადდება ორთაბრძოლაში ტურნირის შესახებ. ტურნირში მონაწილეობა შეეძლებათ 12-16 წლის მოზარდებს. ტურნირი ჩატარდება სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ორი დღის განმავლობაში. მონაწილეობას მიიღებს 40 მოზარდი. ტურნირზე მსაჯად მოწვეული იქნება პროფესიონალი მსაჯი. წონით კატეგორიებში გამარჯვებულებს (სამი ადგილი) გადაეცემათ მედლები, სიგელები. პირველი ადგილის მფლობელებს დამატებით გადაეცემათ პრიზები. ტურნირს სპონსორობას გაუწევენ რუსთაველი მეწარმეები,რომლებსაც ასევე შეეძლებათ პრიზის დაწესება,  სპორტ დარბაზის მფლობელები - გამარჯვებულებისათვის დააწესებენ ჯილდოებს (საჩუქრებს), ასევე რამდენიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა სპორტ, დარბაზების 2 თვის აბონემენტი.

      7. ტურნირის მიმდინარეობა გაშუქდება რუსთავში პოპულარულ სოც. მედიიაში „რუსთავი ინფო“.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      1.      ფლაერების დასაბეჭდად საჭირო მასალები - ქაღალდი, კარტრიჯი $60

      2.      ტურნირის ჩასატარებლად დარბაზის ქირა - $80

      3.      საკანცელარიო მასალა (ფორმატი, მარკერი და სხვა ) პოსტერების შესაქმნელად - 50$

      4.      მოწვეული პროფესიონალი მსაჯის 2 დღის ჰონორარი - $100

      5.      პრიზები პოსტერების კონკურსების გამარჯვებულებისათვის (5 პრიზი, სულ $60)

      6.      მედლები და სიგელები სპორტული ტურნირის გამარჯვებულებისათვის  , პრიზები წონით კატეგორიებში პირველ ადგილზე გასულთათვის - $100

    • პროექტის პარტნიორები

      ტრენერი/ექიმი ჯანსაღი კვების შესახებ სემინარი; (თანამონაწილეობა $50)

      სპორტული დარბაზი - ორი თვის აბონემენტი ჯილდოდ პირველი ადგილების მფლობელებს (2*$30=$60)

      კომპანიები „მარკერი“ და „ჯეობიტი“  სამახსოვრო პრიზები $40

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები: სულ 240

      სემინარების მონაწილეები (30 მოსწავლე)

      პოსტერების კონკურსის მონაწილეები (დამატებით  მინიმუმ 50 უნიკალური მონაწილე)

      სპორტსმენთან შეხვედრის მონაწილეები (დამატებით  მინიმუმ 10 უნიკალური მონაწილე)

      სპორტული ტურნირის მონაწილე 40 მოზარდი

      ფლაერების  პირდაპირი ადრესატები (ვისაც გადაეცა ფლაერი) - 100 მოსწავლე

       

      პროექტის არაპირდაპირი ბენეფიციარი: 720+ პირი

      პროექტის ფბ გვერდის ვიზიტორები  - მინ 500 პირი

      ფლაერების ადრესატის მეგობრები და ოჯახის წევრები – 200

      ტურნირზე დამსწრე გულშემატკივრები - მინ, 20 ადამიანი

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები - 800

      მასწავლებლები - 50

      მშობლები - 150

      აქედან ერ. უმცირესობები - 100

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      რისკი: მოსწავლეების ნაკლები აქტიურობა პროექტის ფბ გვერდზე - გვერდის ხშირი რეკლამირება სხვადასხვა სოც. ქსელის ჯგუფებში და გვერდებზე;

      რისკი: ვერცერთი რუსთაველი სპორტსმენი ვერ გამონახავს დროს მოსწავლეებთან შესახვედრად - მოვიწვევთ სპორტსმენს სხვა მუნიციპალიტეტიდან;

      რისკი: არ შეგროვდება საკმარისი სასაჩუქრე აბონემენტი სპორტ. დარბაზებისაგან - მცირე ბიზნესებს ვთხოვთ შეიძინონ 2 თვის აბონემენტი გამარჯვებულებებისათვის

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის ფარგლებში შექმნილი პოსტერები სკოლებში გამოკრული იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში, გაგრძელდება სკოლის მოსწავლეთა ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;

      პროექტის ფარგლებში შექმნილ ფლაერებს პროექტის დასრულების შემდეგაც გაეცნობიან მოსწავლეების მეგობრები - ოჯახის წევრები - თემის წევრები

      პროექტის ფარგლებში შექმნილი ჯგუფი გააგრძელებს აქტიურად პოსტებისა და ინფორმაციების გამოქვეყნებას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. გამოცხადდება დამატებით სხვადასხვა კონკურსები (ბიზნესების მიერ დაწესებული პრიზებით),  ინტერვიუები და შეხვედრები ცნობილ სპორტსმენებთან და ა.შ.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-8.xlsx
    • რეგიონი
      რუსთავი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    თანამედროვე მოზარდების დიდი ნაწილი არ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს : ჯანმოს მონაცემებით მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული, მოზარდები ონლაინ და სატელევიზიო საკმაოდ აგრესიული და აქტიური რეკლამირების გავლენით ძირითადად Junk Food-ით იკვებებიან. აღნიშნული ფაქტორები კი მავნე გავლენას ახდენენ მოზარდების ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.
    პროექტის მიზანი მრავალფეროვანი აქტივობებით მოზარდებში და თემის წევრებში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მოზარდების სპორტით და ფიზიკური აქტივობებით დაინტერესება.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    მდებარეობა რუკაზე
    • Rustavi, Lower Kartli, 3700, Georgia

      მიმართულება
    • ცირა თ
      დეკემბერი 4, 2024 | 2:20 pm

      ეს მიდგომით განსხვავებული პროექტია. ამ ეტაპზე ერთადერთი პროექტიცაა რეგიონში, რომელსაც აქვს თანამონაწილეობა (150 $) და მედია გაშუქება.
      შესაძლოა მისი განხორციელება შორიდან რთული ჩანდეს, თუმცა ვიცნობ გუნდს და ეს მათ ნამდვილად შეუძლიათ. თანაც, რისკები თვითონაც გათვალეს და მათ თავიდან აცილებაზეც აქვთ ნაფიქრი.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    Healthy Lifestyle

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ერთად ერთი მიზნისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...