სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა
ლიკა ლომსაძე, (მე-10 კლასის მოსწავლე) პოროექტის ხელმძღვანელი. პასუხისმგებელი ყველა ეტაპზე
ანანო ესიკოვი (მე10 კლასის მოსწავლე, მოსწავლეთა თვითმმაღთველიბის თავმჯდომარე) პასუხისმგებელია სხვადასხვა სამსახურებთან მოლაპარაკებებზე, შეხვედრების წარმოებაზე/ სტაჟირების პროგრამის შემუშავება; იმ უწყებების მოძიება ვინც სურვილს გამოთქვამს პროექტში ჩართვაზე და სხვ)
ნუცა პაპიაშვილი ( მე11 კლასის მოსწავლე) პასუხისმგებელია სხვადასხვა სამსახურებთან მოლაპარაკებებზე, შეხვედრების წარმოებაზე/ სტაჟირების პროგრამის შემუშავება; იმ უწყებების მოძიება ვინც სურვილს გამოთქვამს პროექტში ჩართვაზე და სხვ)
მარიამ გაგლოშვილი (მე10 კლასის მოსწავლე) პასუხისმგებელია სხვადასხვა სამსახურებთან მოლაპარაკებებზე, შეხვედრების წარმოებაზე და სხვ
ანა გრიგალაშვილი, ანნა მათიაშვილი, ნინო ლიპარტელიანი,მერი გედიანიძე, ანამარია შველიძე, ნინი გოცირიძე , ნინი ბერიძე, ლიზი მურმანიძე (მე10 კლასი მოსწავლეები)(გამოკითხვების წარმოება, სტაჟირების პროგრამის შემუშავება და მოსწავლეთა გადანაწილება სტაჟიერბის სხვადასხვა ჯგუფებში ;კონფერენციის ორგანიზება
პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ მოზარდებს პროფესიის სწორად შერჩევაში. დავანახოთ მათი ოცნების პროფესიის ძლიერი და სუსტი მხარეები, დაკვირვების საფუძველზე გადავაწყვეტინოთ სამომავლო მიზნები. პროექტის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ აირჩიონ სასურველი პროფესია და დასახონ სამომავლო კარიერული გეგმა.
პროექტში ჩართული ბენეფიციარები დააკვირდებიან იმ პროფესიის ადამიანებს იმ სამსახურებში სადაც მომავალში თავად გეგმავენ მუშაობას. ბენეფიციარები დააკვირდებიან, გააკეთებენ ჩანაწერებს და აღწერენ იმ სამუშაოს რის შესრულებაც მოუწევთ, გაანალიზებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გაივლიან კონსულტაციებს როგორ დაგეგმონ მომავალი.
შედეგად მივიღებთ თაობას რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი მომავლის გეგმები, მიზნის მისაღწევად ექნება დროში გაწერილი გეგმა. მომავალში გვეყოლება ისეთი პროფესიონალი კადრი ვისაც ეყვარება თავისი სამსახური და გაცნობიერებული ექნება მასზე ნაკისრი მოვალეობანი.
ბენეფიციარები გააკეთებე ჩანაწერებს , რომელსაც ექნება სარეკომენდაციო ხასიათი , გამოცემენ ბროშურის სახით, საკუთარ ნააზრევს გააცნობენ საზოგადოებას სოცლაიური ქსელის და ბეჭდური მედიის საშუალებით.
ჩვენ ვეხედავ როგორ მისწრაფიან ახალგაზრდები კონკრეტული პროფესიისაკენ, ვხედავთ მშობლების თავდადებულ ხელშეწყობას შვილებისადმი. თუმცა ვხედავთ მიტოვებულ უნივერსიტეტებს არასწორად შერჩეული პროფესიის გამო, სტრესად ქცეულ სამსახურებს არასწორად შერჩეული პროფესიის გამო.
არასწორად შერჩეული პროფესია სტრესის საფუძველია და ნეგატიურად აისახება საზოგადოებაზე.
1. პროექტის გაცნობა სამიზნე აუდიტორიის წინაშე.
2. გამოკითხვის ჩატარება საოცნებო პროფესიებზე. (ჩავატარებთ ელექტრონულ გამოკითხვებს , დავამუშავებთ მონაცემებს და გამოვავლენთ სასურველი პროფესიების რეიტინგს.)
3. კითხვარის შედეგად გამოვლენი პროფესიების მიხედვით დასაქმებულთა და სამსახურების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება რათა კითხვარში მონაწილე ბენეფიციარებმა შეძლონ მოკლე სტაჟირების გავლა . (ჩვენ მივალთ იმ ორგანიზაციებში რომელი პროფესიებიც უფრო მეტჯერ დასახელდა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობასთან და სპეციალისტებთან რათა მათ ჩვენს ბენეფიციარებს დუთმონ 1 /ან 2 კვირის განმავლობაში გაკვეთილების შემდეგ 1,5-ან 2 საათი, პროფესიის გასაცნობათ, საქმიანობის დეტალებზე დასაკვირვებლად)
მაგალითად თუ გამოკითხული მოსწავლეებიდან 10ს სურს ექიმობა, ჩვენ მოველაპარაკებით ხაშურში არსებულ 2 საავადმყოფოს და ჯანდაცვის ცენტრს რათა უმასპინძლონ ჩვენ მოსწავლეებს (4-4-3 კაციან ჯგუფებს) გაკვეთილების დასურულების შემდეგ 1ან 2 საათით, რათა მოსწავლეებმა შეძლონ დააკვირდნენ როგორ მუშაობენ რეალურ დროში ექიმები, რა გამოწვევები აქვთ, რა ხიბლავთ მათ თავიან პროფესიაში. გაუწიონ ბენეფიციარებს კონსულტაციები კარიერის დაგეგმასთან დაკავშირებით და დაანახონ შესაძლო რისკები . სტაჟირების პერიოდში ბენეფიციარები აწარმოებენ ჩანაწერებს. რათა შთაბეჭდილებები გაუზიარონ უფრო მეტ ადამიანს.
მოლოდინი მაქვს რომ ეს პროფესიები იქნება დაკავშირებული შემდეგ სამსახურებთან: მერია, საკრებულო, სასამართლო, პოლიცია, ბიზნესი, ჯანდაცვა, განათლება. გასტონომია; ვეტერინარია და სხვ.. ჩვენი გუნდი ეცდება დაფაროს ყველა მიმართულება და უზრუნველყოს ყველა იმართულებით სტაჟირების პროგრამის განხორციელება.
4.განვახორციელებთ ვიზიტს იმ უნივერსიტეტებში , პროფესიულ კოლეჯებბში შესაძ₾ოა პარლამენტშიც რომლებიც მოხვდება კითხვარის მიხედვით ტოპ სამეულში. წინასწარ შევათანხმებთ ვიზიტებს და უნივერსიტეტი მოგვიწყობს ექსკურსიას.
5. როგორც აღინიშნა ბენეფიციარები აკეტებე ჩანაწერებს. რომელსაც საბოლოოდ გადაამუშავებენ და წარადგენენ შემეჯამებელ კონფერენციაზე.
6. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ ბეჭდურ მედიასთან და იმ შემთხვევაში თუ დაინტერესდებიან პერიოდულად მივაწვდით პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ გადამუშავებულ სტატიებს პროფესიების შესახებ რასაც გააკეთებს ის გუნდი რომელსაც ჟურნალისტობა ექნება არჩეული მომავალ პროფესიად.
პროექტს შევაჯამებთ კონფერენციით სადაც მოვიწვევთ ყველა ჩართული მხარის წარმომადგენელს, მოსწავლეები გაგვიზიარებენ პროექტის ფარგლებში საკუთარ მიგნებებს
პროექტის ხარჯები ითვალისწინებს კონფერენციის ორგანიზებს ხარჯებს(150 დოლარი). უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, საწარმოებში ვიიზიტის ხარჯებს(300 დოლარი).
ხაშურის მერია, საკრებულო, სასამართლო, პოლიცია, საავადმყოფო, ადგილობრივი საწარმოები, რესტორნები, სკოლები და სხვ
სსიპ ილია წავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის 8-9-10 -11 კლასის მოსწავლეები (100 მოსწავლე)
შესაძლებელია სხვა სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობაც მათი სურვილის მიხედვით
100 მოსწავლე. ეროვნული უმცირესობის 0
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ სამსახურებზე სადაც მოსწავლეებს მოუწევთ სტაჟირების გავლა.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე განვახორციელე რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა სამსახურში და მივიღე წინასწარი თანამშრომლობის დაპირება.
თუ როემელიმე უარს მაინც გამოაცხადებს , ჩვენ მოვიძიებთ სხვა სამსახურს და შევძლებთ ჩანაცვლებას.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ კონსულტირება გაუწიონ სხვა მოსწავლეებს პროფესიის არჩევსასა და კარიერის დაგეგმვაში. აღნიშნული პროფექტი სკოლაშ საფუძველს დაუდებს მოსწავლეთა თვითმმართველობის ყოველწლიურ აქტივობას რომელის კარიერის დაგეგმვას მიეძღვნება.
ქვეყანა მიიღებს ისეთ თაობას რომელსაც ეყვარება საკუთარი პროფესია!
ყველა არასრულწლოვანი ოცნებობს სხვადასხვა პროფესიაზე. ისახავენ მიზნებს, ხან გამოდით ხან არა. როდესაც მიზანს მიაღწევენ და ოცნების პროფესიას დაეუფლებიან იმედგაცრუებულნი რჩებიან. სამსახური მათთვის ტვირთად და სტრესად რჩება. იდელურ ვითარებაში ადამიანს სამსახური უნდა უყვარდეს და დისკომფორტს კი არა სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს საკუთარი საქმიანობა. პროექტ "HR"-ის მიზანია მოსწავლეებს დღევანდელ რეალობაში ვანახოთ მათი ოცნების პროფესიები. ახალგაზრდები საოცნებო პროფესიების ადამიანებს დააკვირდებიან მათ სამსახურებში.
კომენტარის დამატება