1. ნატალი მიქაია- მე-9 კლასის მოსწავლე, პროექტის ინიციატორი, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი, მოსწავლეთა თვითმართველობის წევრი;
2. მეგი პერტაია -მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი, თვითმართველობის წევრი, პროექტის აქტივისტი;
3. მართა ვეკუა- მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი, თვითმართველობის წევრი, პროექტის აქტივისტი;
4. დავით ჭეჟია- მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
5. ანასტასია ჯალაღონია- მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
6. გეგა ფირცხელავა -მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
7. ლიზი ბაჩიაშვილი- მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
8. მარიამ თოლორდავა- მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
9. ნინო ჭეჟია- მე-8 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
10. თეკლე ჯოლოხავა- მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
11. ნათია ხარბედია -მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
12. გვანცა გაბისონია- მე-8 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
13. ლიზი გულუა- მე-10 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე;
14. სალომე ჯიჯელავა -მე-10 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
15. საბა წურწუმია-მე-9 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი;
პროექტის მიზანია ჩვენი ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიის ტრადიციების, ისტორიის, კულტურის პოპულარიზაცია. ამ გზით კი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ტურიზმი ძალიან პოპულარული სფეროა თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ისტორიითა და საინტერესო კულტურით. ყველა რეგიონს თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს. სამეგრელო და კონკრეტულად ჩხოროწყუ უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი უნდა გახდეს ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრებისათვის. ჩვენი პროექტის მიზანია ამ საქმეში მცირე წვლილის შეტანა.
გრძელვადიანი შედეგი: პროექტის გამარჯვების შემთხვევაში ის არსებობას გააგრძელებს საინიციატივო ჯგუფის სახით და იმუშავებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ადგილობრივი ტრადიციების, კულტურის მივიწყებული და უცნობი ასპექტების აღმოჩენა და პოპულარიზაცია.
მოკლევადიანი შედეგი: საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების გაცნობა.
საზოგადოების უმრავლესობისთვის სამეგრელოს რეგიონიდან ცნობილია შემდეგი ტურისტული ადგილები: დადიანების სასახლე, ნოქალაქევი, მარტვილის კანიონი და ა.შ, მაგრამ თითქმის უცნობია კურორტი ლებარდე, შურუბუმუს მღვიმე და მიმდებარე ტერიტორიები, ოცინდალე; ასევე პოპულარიზაციას საჭიოროებს ჩხოროწყუს ულამაზესი ადგილები, როგორებიცაა ჭაობის კიპარისების ხეივანი ე.წ. „წითელი ტყე“, მდინარე ხობისწყლის ხეობა. ჩვენი პროექტი ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ადგილებს, უკეთ გააცნობს ფართო მასებს. ინფორმაცია გავრცელდება ადგილობრივი ტელევიზიითაც.
1.გამოკითხვის ჩატარება თემაზე ,,რომელი ღირსშესანიშნაობები იცით და გინახავთ ჩხოროწყუში". გამოკითხვის შედეგების მიღების შემდეგ დაზუსტდება ჩამონათვალი, რომელიც საჭიროებს პოპულარიზაციას.
2. ხელოვნების მუშაკის, ფოტოგრაფ/მოგზაურის და პროექტის “შემოიარე საქართველოს“ ავტორის - გოგა ჩანადირის მოწვევა.
3. ადგილობრივი და ცნობილი ფოტოგრაფის, რამდენიმე ალბომის ავტორის რომან თოლორდავას მოწვევა.
4. ადგილობრივი გიდის იგორ ფიჩხაიას მოწვევა.
5. ფოტო/ვიდეო კონკურსის ჩატარება.
6. რეკლამის გადაღება ლესიჭინეში, კიპარისების წითელ ტყეში.
7. ჩხოროწყუს მუზეუმის დათვალიერება.
8. კედლის გაზეთის გამოცემა ადგილობრივი ლეგენდების თემაზე.
9. ფლაერების დარიგება.
10. შემაჯამებელი ღონისძიება. ფოტო/ვიდეო კონკურსში
საკანცელარიო ნივთები, რომელთა გამოყენებითაც განხორციელდება ჩვენი აქტივობები 4 თვის განმავლობაში და ფოტოაპარატი, რომლის საშუალებით გადავიღებთ ფოტო და ვიდეო მასალას, რეკლამას - მთავარ პროდუქტს ჩვენი პროექტისთვის.
თანამშრომლობა იგეგმება ხელოვნების მუშაკ გოგა ჩანადირთან, რომელიც ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას და უპასუხებს ჩვენთვის საინტერესო კითხვებს. ასევე, ვითანამშრომლებთ ფოტოგრაფ რომან თოლორდავასთნ, რომელიც გვესაუბრება ჩხოროწყუს ნაკლებად პოპულარულ ადგილებზე და ასევე იქნება ფოტო/ვიდეო კონკურსის ჟიურის წევრი.
ქალაქის მოსახლეობა, ჩხოროწყუს პირველი სკოლის საზოგადოება. სულ 1000 ადამიანი.
მოსწავლე -300, მშობელი - 150, მოსახლეობა - 500, ეროვნული უმცირესობა - 50.
პროექტის მონაწილე წევრების ავადმყოფობა, ტექნიკური პრობლემის არსებობა, ფასის ცვლილება რომელიმე პროდუქტზე.
აცილების გზები: წევრის ჩანაცვლება, პროფესიონალის დახმარება ტექნიკურ საკითხებში.
პროექტი არსებობას გააგრძელებს მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის სახით და ნაკლებად შესწავლილი ადგილების გაცნობასთან ერთად პოპულარიზაციას გაუწევს ადგილობრივ ტრადიციებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვართ უცნობი ფაქტების აღმოჩენასა და შესწავლაზე ორიენტირებული მოსწავლეების ჯგუფი.
პროექტი „კოლხეთის ჰორიზონტი“ მიზნად ისახავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში შეისწავლება მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები, უნიკალური ტრადიციები და ფოლკლორი. ასევე, ხაზგასმული იქნება ტურისტული პოტენციალი და სოფლის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.
კომენტარის დამატება