პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ელენე ჯანგავაძე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2024-10-07
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
თევდორე მღვდლის 51
მობილური ტელეფონი
599710989
ელექტრონული ფოსტა
elejangavadze@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ელენე ჯანგავაძე - მოსწავლე, პროექტის ხელმძღვანელი;
ანანო კაპანაძე - მოსწავლე, პროექტის ორგანიზატორი;
საბა ჯოჯუა - მოსწავლე, საინფორმაციო მენეჯერი;
ანასტასია აბრამია - მოსწავლე, თვითმმართველობის შეკრება და წევრების პროექტის შესახებ ინფორმირება და ინტეგრირება.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მთავარი მიზანია ინოვაციური და საინტერესო აქტივობების მეშვეობით სკოლის მოსწავლეებში განვავრცოთ ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ზემოთ ხსენებული მოსწავლეები გეგმად ვისახავთ, რომ განკუთვნილი ოთხი თვის განმავლობაში, რამდენიმე კლასის ჩართვით, სპეციალისტების მოწვევით, გასვლითი ღონისძიებების ჩატარებითა და საინტერესო მიკრო პროექტების შედგენით და ა.შ., ხაზი გავუსვათ კულტურის მნიშვნელობას, უნიკალურობას და ამავდროულად განვავრცოთ მისი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობა და მეთოდები. პროექტის დასასრულს, თემატიკის შესაბიმისად შედგენილი სტატისტიკით განვსაზღვრავთ, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ჩვენი მცდელობები და მოლოდინი გვაქვს, რომ გეგმის თანახმად ამ მცირე დროში მოვახერხებთ კიდევაც ახალგაზრდების ინფორმირებას.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შედეგი იქნება, რომ გამოვლინდება, როგორც პროექტის ორგანიზატორების შესაძლებლობები, ამავდროულად მთელი სკოლის მოსწავლეების. ბავშვებში ჩამოყალიბდება თანამშრომლობის, დაგეგმირების, ანალიზის უნარები და დამყარდება ახალი ურთიერთობები. მოკლევადიანი შედეგია, გარკვეულ კლასებში ინფორმაციის, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და დაცვის შესახებ გავრცელება, თუმცა ეს შედეგიც საწყისი იქნება ამგვარი ღონისძიებებისა და პროექტების კონსისტენციის შესანარჩუნებლად, რომ კულტურის თემატიკა მუდმივად განიხილებოდეს მომავალ კლასებშიც.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
პროექტისთვის საჭიროა სწრაფი ტემპი და კარგად გათვლილი ბიუჯეტი. იმდენად ბევრი და მეტნაკლებად რთულად განსახორციელებელი აქტივობები გვაქვს მოფიქრებული, როგორიცაა: მუზეუმების სტუმრობა, სპეციალისტების მოწვევა, კონკურსების ჩატარება და ა.შ ქმნის აუცილებლობას, რომ დროულად, ეფექტურად და ხარჯების გათვალისწინებით ვიმუშავოთ, რასაც შეიძლება პრობლემა არა, მაგრამ სირთულე ვუწოდოთ. ყველაზე დიდი ფაქტორი ალბათ მაინც ფინანსური საკითხია, სადაც ჩვენ არა მხოლოდ მოცემულ თანხას, არამედ ჩვენ სოციალურ უნარებსაც, კომუნიკაბელურობას ვენდობით, რომ გეგმა კარგად და შეძლებისდაგვარად ბიუჯეტურად წავმართოთ.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტის მიზნის მისაღწევად მოვიფიქრეთ შემდეგი ღონისძიებები:
ბუკლეტებისა და პოსტერების დამზადება და გავრცელება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
სტუმრის და წარმომადგენლის/სპეციალისტების მოწვევა;
კვლევის ჩატარება, რომ განვსაზღვროთ არსებული ცოდნის დონე და შემდგომში კი პროექტის შედეგები;
სხვადასხვა ასაკის კლასებში საინტერესო და ინფორმაციული გაკვეთილების ჩატარება;
სხვადასხვაენოვან სკოლებთან კონტაქტის დამყარება სხვა კულტურების გაცნობის მიზნით და პროექტის მასშტაბის გასაზრდერლად;
დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა;
წერის კონკურსი და გამარჯვებულის დაჯილდოვება;
პატარა ვიდეოს შექმნა კულტურის თემაზე და მისი წარდგენა;
შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა, გამოფენა შემაჯამებელი ღონისძიების სახით.
ჩამოთვლილი აქტივობები, რამდენიმე მოსწავლის ორგანიზებით შესრულდება სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ჩართვით, ამავდროულად სკოლაში არსებული თვითმმართველობისა და სხვადასხვა კლუბების მონაწილეობით.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
პროექტისათვის საჭიროა საკანცელარიო ნივთები, ხოლო დანარჩენი თანხა დაეთმობა გასვლით ღონისძიებებსა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების მოწვევას.
პროექტის პარტნიორები
პროექტს დამოუკიდებლად ვაკეთებთ მე-100 სკოლის მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში პედაგოგების დახმარებით, თუმცა დანამდვილებით გვაქვს სურვილი სხვა სკოლებთან, მითუმეტეს სხვაენოვან სკოლებთან ვითანამშრომლოთ, ასევე კულტურული მემკვიდრეობის თემას კარგად გაცნობილი პირები მაგ. ლექტორები, მკვლევარები და ა.შ. პოტენციური პარტნიორები და მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას, დადებით გამოცდილებას და თუნდაც საინტერესო და სამახსოვრო ინტერაქციას.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებელს მიიღებს ყველა ვინც კი მონაწილეობას მიიღებს ერთ აქტივობაში მაინც, რადგან პროექტის მიზნის თანახმად თითოეული გამოცდილებაც კი უნდა იყოს საინტერესო და განმანათლებელი. პროექტში ორგანიზატორებისა ინიციატივითა და პედაგოგების ხელშეწყობით ჩაერთვება მეექვსედან მეთერთმეტე კლასების ჩათვლით, დაახლოებით იგულისხმება 400 ბავშვი. ამავდროულად თუ კი მოვახერხეთ სხვა სკოლებთან თანამშრომლობა, თითო სკოლიდან საშუალოდ 30 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აქტიურობა და ჩართულობა კი განაპირობებს ცნობიერების ამაღლებას.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
პედაგოგები - 15
მოსწავლეები - 400 (დაახლოებით)
(კონტაქტის დამყარების შემთხვევაში) სხვაენოვანი სკოლის მოსწავლეები - 30
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
პროექტის წარმატებით განხორციელებაში ყველაზე დიდი რისკია რომ, ვერ მოვახერხოთ ჩვენ სასურველ პირებთან/სკოლებთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, პროექტის დაწყებისთანავე ჩვენ ყურადღებით უნდა გადავხედოთ და ჩავინიშნოთ ამ სფეროში განსწავლული პირები, რომ ყოველთვის გვქონდეს რამდენიმე არჩევანი და წარმატების მაქსიმალური შანსი.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ, დაფინანსების გარეშეც შესაძლებელია შეიქმნას მცირე კამპანია ან კლუბი, რომელიც ამ თემაზე კვლავ განაგრძობს მუშაობას და ცნობიერების ამაღლებას მომავალ კლასებში გაკვეთილების ჩატარების, პროექტების წარდგენის ან სხვა ბიუჯეტური აქტივობების განხორციელებით. შექმნილი პოსტერები, შემოქმედებითი პროდუქტები დარჩება სკოლას და შესაძლებელი იქნება მისი კვლავ გამოყენება ზემოთ ხსენებული კამპანიის/კლუბის მიერ. ვთვლით, რომ პროექტი სკოლისათვის იქნება ბიძგი და ისნპირაცია, რომ ამ თემაზე მეტმა დაიწყოს ან განაგრძოს აქტიურობა.
პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. აქტივობები გაწერილია საინტერესოდ, ჭირდება კონკრეტიკა. ბიუჯეტიც შესაცვლელია. განხორციელების გეგმა არ არის მიბმული
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 6, 2024 | 10:55 amპროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. აქტივობები გაწერილია საინტერესოდ, ჭირდება კონკრეტიკა. ბიუჯეტიც შესაცვლელია. განხორციელების გეგმა არ არის მიბმული