ლიზი კეშელავა-პროექტის მენეჯერი,
ამალია კეშელავა-საზოგადოებრივი ჩართულობის მენეჯერი;
ნინო ბარაშვილი-დოკუმენტაციის მენეჯერი,
მარი ჩიგოგიძე-სოციალური მედიის სპეციალისტი, სალომე მიქაშავიძე- ღონისძიებების კორდინატორი.
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ პროფესიის არჩევის მნიშვნელობა მათი მომავალი ცხოვრების წარმართვის პროცესში. გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს, მიუსადაგონ საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები პროფესიული არჩევანის გაკეთების დროს.
ამ პროექტის შედეგად მოსწავლეები და თემის ახალგაზრდა წევრები აიმაღლებენ პროფესიულ განათლებას, შეძლებენ სწორად აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, შეიძენენ ახალ უნარებს, როგორიცაა დროის მენეჯმენტი, კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღება.
ასევე, ამ პროექტის შედეგაად შემცირდება უმუშევართა რაოდენობა და ახალგაზრდებს მიეცემათ მოტივაცია.
მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურზე, პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება მომავალი პროფესიის თაობაზე. მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი შესაძლებლობები და მათი რეალიზების გზები, რადგან მათი ინტერესის სფერო ფართოა, ინფორმირებულობა – მწირი. მოსწავლეები სათანადოდ ვერ აფასებენ პროფესიას და გადაწყვეტილებას იღებენ ისეთ ფაქტორზე დაყრდნობით, როგორიცაა: სტერეოტიპები, ანაზღაურება, პრესტიჟულობა, გავრცელებული შეხედულებები და სხვა, ეს კი საბოლოოდ უარყოფითად ისახება ახალგაზრდების დასაქმებაზე.
მოსწავლეებისთვის სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაზე სასურველ ქცევად უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მიიჩნევა. თუმცა არსებობს პროფესიული სასწავლებლები, სადაც სახელობო პროფესიებს შეისწავლიან, მათზე მოთხოვნა და დასაქმების შანსი საკმაოდ დიდია. მაგრამ მაინც, თანატოლების, მშობლების, მეგობრებისა და ახლობლების რჩევით უმეტესობა მაინც ან უმაღლეს სასწავლებელს ირჩევს, ან არასასურველ პროფესიას. ეს კი მოზარდების ნაკლებინფორმაციულობის შედეგია.
1) გამოკითხვა მოსწავლეებში - რა იციან სასურველი პროფესიების შესახებ ან საერთოდ თუ აქვთ არჩეული.
2) ონლაინ ან/და ფიზიკური Სემინარების ჩატარება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, რომლებიც მოსწავლეებს მისცემენ არა მარტო რჩევებს, არამედ მოტივაციასაც.
3) თემატური წიგნებისა და ქეისების განხილვა, Პროფესიასთან დაკავშირებული ფილმების ყურება და შემდეგ მათი გაანალიზება
4) Პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული შეხვედრები, სადაც მოსწავლეები გაიგებენ თუ როგორ უნდა გადაანაწილონ დრო, როგორ დაისახონ სწორად მიზნები და როგორ გახდნენ უფრო დისციპლინირებულები.
5) ვიზიტი სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც მოსწავლეები პრაქტიკულ ცოდნასაც მიიღებენ სასურველ სფეროებში;
6. ვიზიტები ახლომდებარე ქარხნებში, კერძო მეწარმეებთან სადაც მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიების ადამიანების საქმიანობებს.
7. ფორუმ-თეატრის ჩატარება, სადაც მოსწავლეები მათთვის სასურველი პროფესიის ადამიანებს განასახიერებენ და იმსჯელებენ ამ პროფესიების აქტუალობის შესახებ;
8. ქვიზებისა და ვიქტორინების მოწყობა.
საკანცელარიო ნივთები,
ტრანსპორტი,
,პროფესიების შესაფერისი ატრიბუტიკა,
მოსწავლეთა სტიმულირებისთის პრიზები.
მიკროფონი,
პროექტის ბენეფიციარები არიან სკოლის მოსწავლეები და თემის ახალგაზრდა წევრები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 79 შეადგენს.
პროექტის ბენეფიციარები არიან სკოლის მოსწავლეები და თემის ახალგაზრდა წევრები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 79 შეადგენს.
მოსწავლეები- 57
თემის წევრები- 22
რისკები შეიძლება იყოს რომელიმე სპიკერის უეცარი პრობლემა, რის გამოც ის სემინარს ვერ ჩააატარებს ამას კი, აქტივობების გადანავლებით ავიცილებთ თავიდან. ასევე, შეიძლება გარე აქტივობების დროს ამინდმა არ შეგვიწყოს ხელი ,ამიტომ ამასაც ისეთი აქტივობებით ჩავანაცვლებთ, რომლებიც შიდა სივრცეში იქნება გათვალისწინებული.
პროექტის მდგრადობა იქნება ხანგრძლივი, რადგან დაფინანსების დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება კავშირი პროფესიულ სასწავლებლებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტის გაგრძელებაში. ასევე, პროექტში შექმნილ მასალებს გამოვიყენებთ მომავალშიც, რათა გავაგრძელოთ აქტივობები, ხშირად შევაფასებთ პროექტის შედეგებს, რათა გავაუმჯობესოთ ის.
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ პროფესიის არჩევის მნიშვნელობა მათი მომავალი ცხოვრების წარმართვის პროცესში. გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს, მიუსადაგონ საკუთარი შესაძლებლობები და ინტერესები პროფესიული არჩევანის გაკეთების დროს.
კომენტარის დამატება