Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    მომავლის გზაჯვარედინი

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      მარიამ გურგუჩიანი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      მარიამ გურგუჩიანი, თანატოლგანმანათლებლობის კლუბის მეურვე.
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2008-10-29
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ქალაქ ცაგერი, ლადო ასათანის პირველი ჩიხი ნომერი 4
    • მობილური ტელეფონი
      598150596
    • ელექტრონული ფოსტა
      marimgurguchiani@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ნემსწვერიძე - კლუბის მეურვე

      ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელი: ლიზი ხმელიძე - მოსწავლე

      რუსუდან ბელთაძე - მოსწავლე

      ტრენინგის/შეხვედრების ორგანიზატორი: მარიამ გურგუჩიანი - მოსწავლე

      ლიკა ფუტკარაძე - მოსწავლე

      გასვლითი შეხვედრების ორგანიზატორი: ნინო ნემსწვერიძე - კლუბის მეურვე

      მაკა ბენდელიანი - მასწავლებელი

      შეხვედრების ინფორმატორი: ანასტასია ბენდელიანი - მოსწავლე

      ბარბარე გუგავა - მოსწავლე

      პრეზენტატორები: ბარბარე გუგავა - მოსწავლე

      თამარ ქურასბედიანი - მოსწავლე

      ლიზი საღინაძე - მოსწავლე

      ელიზავეტა კუხალაშვილი - მოსწავლე

       

       

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია მოსწავლეებში პროფესიების ინფორმირებულობის ამაღლება, რათა მათ არჩევანი გააზრებულად გააკეთონ. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის განხორციელებაში ჩართული მოსწავლეები ადგილობრი სკოლის მოსწავლეებს მოიწვევენ კლუბში, სადაც ყოველკვირეულად ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები, მოწვეული იქნებიან პროფესიონალები ლექციების ჩასატარებლად და კერძო ბიზნესმენები გამოცდილების გასაზიარებლად. ვორქშობები დაგეგმილი და ჩატარებული იქნება ჩვენი გუნდის წევრების მიერ კერძო, დაქირავებულ ფართში.

    • მოსალოდნელი შედეგები

      პროექტის მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგებია მოსწავლეებში ინფორმირებულობის ამაღლება კარიერული გზების შესახებ, მათთვის სხვადასხვა თვისებების გამომუშავება, მაგალითად: კრიტიკული აზროვნების, ადაპტირების, ჯგუფური მუშაობის, საკუთარი პოტენციალის სწორად შეფასებისა და პროფესიის ამის მიხედვით შერჩევის.

      გრძელვადიან შედეგებს მიეკუთვნება ამ მოსწავლეების პიროვნული განვითარება, მათთვის მორგებული პროფესიების შესწავლა და მათი თვითრეალიზაცია საკუთარ სამშობლოში, რომელიც დადებითად აისახება არამარტო ამ ახალგაზრდებზე, არამედ სრულიად ქვეყნის მომავალზე.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      მოსწავლეებს ადრე თუ გვიან უწევთ მიიღონ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიცაა პროფესიის არჩევა. თუმცა მათ ხშირად უჭირთ გაანალიზონ საკუთარი შესაძლებლობები, პოტენციალი და მისწრაფებები და ამის მიხედვით აირჩიონ მომავალი პროფესია. ეს პრობლემა ძალზედ მოქმედებს არამარტო ამ მოსწავლეების, არამემედ ქვეყნის მომავალზეც. ქვეყანაში მრავალი პროფესიონალის არ არსებობა ასევე გვაბრუნებს იგივე საკითხთან - პროფესიის არასწორი შერჩევა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია შესაძლო პროფესიებზე და უნარი, რომ საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებითა და მათი მისწრაფებების შერწყმით აირჩიონ მომავალი კარიერა.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1. სკოლებთან დაკავშირება, მონაწილეობის მსურველების სიის შედგენა.

      2. საჭირო რესურსების მოძიება/შეძენა.

      3. განრიგის შედგენა და შეხვედრების დაგეგმვა.

      4. პირველი/გაცნობითი შეხვედრის ორგანიზება ( პროექტის მთავარი მიზნისა და მისი გეგმის გაცნობა). მოსწავლეებთან ერთად კომფორტული განრიგის შექმნა.

      5. ვორქშოფის  ჩატარება პროფესიების მრავალფეროვნების შესახებ.

      შესავალი, მცირე ტრენინგი საერთო არჩევის ხერხებზე.

      მონაწილეების ჯგუფებად დანაწილება საერთო ინტერების მიხედვით. (მაგ.: ჰუმანიტარული საგნების, ტექნიკური საგნების, ხელსაქმის და სხვა სფეროების მოყვარულები).

      მათთვის ინტერნეტ რესურსებით საინტერესო სფეროებზე ინფორმაციის მოძიებისა და ფლიფჩარტებზე პრეზენტაციის შექმნის დავალება.

      პრეზენტაციების წარდგენა და შეფასება (მონაწილეების მიერ).

      შეჯამება (ახლად მიღებული ინფორმაციის განხილვა და უკუკავშირი).

      6. ვორქშოფი თავის შეცნობის ხერხებზე;

      7. შეხვედრა მოწვეულ ფსიქოლოგთან, მენტალური ჯანმრთელობისა და ამ ყველაფრის კავშირზე პროფესიულ არჩევანთან;

      8. ვორქშოფი დროის მენეჯმენტზე;

      9. შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესმენთან, ბიზნესის წამოწყების სირთულეებსა და მათ დაძლევაზე;

      10. ვორქშოფი ,,როგორ ვიყოთ თვითრეალიზებული?"

      11. შეხვედრა პროფესიული ორიენტაციისა და განათლების წარმომადგენელთან

      12. ვორქშოფი განათლების მიღების შესაძლებლობებზე (გაცვლით პროგრამებზე, მოხალისეობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უფასო პროფესიულ კურსებზე, კოლეჯებზე და ა.შ.)

      13. მონაწილეების ანონიმური გამოკითხვა (პროგრესის გასაზომად)

      14. სკოლებში კლუბების დაარსება, რათა მომავალში პროფესიულ ორიენტირებასთან დაკავშირებით მიღებული ცოდნა თვით მოსწავლეებმა გაავრცელონ;

      15. სასკოლო კლუბების თანამეგობრობის შექმნა, იმისთვის რომ სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და ერთად განახორციელონ პროექტები.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      1. პროექტორი

      2. ფლიფჩარტები

      3. მარკერები

      4. საკანცელარიო ნივთები

      5. ფსიქოლოგის მოსაწვევი თანხა

      6. პროფესიული ორიენტაციისა და განათლების წარმომადგენლის მოსაწვევი თანხა

      7. ფართის დასაქირავებელი თანხა

    • პროექტის პარტნიორები

      ადგილობრივ ბიზნესთან. ისინი პროექტის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მათ რჩევებს მისცემენ, რადგან ეს პროექტი პროფესიულ ორიენტაციაზე ინფორმირებულობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      მოსწავლეები (8-12 კლასი); პედაგოგები - 140

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები - 120; პედაგოგები - 20; აქედან ს.ს.მ. პირები - 10.

       

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      შესაძლებელია ტექნიკური შეფერხებები, მაგალითად ელექტროენერგიის გათიშვა. ამის მიუხედავად პროცესის შეუფერხებლად გასაგრძელებლად თან ვიქონიებთ სანათებს.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში დაარსებული კლუბები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას, ახალი მოსწავლეებისთვის პროეფესიულ ორიენტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას და ახალ-ახალი პროექტების დადემვა-განხორციელებას.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-5.xlsx
    • რეგიონი
      რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტის მიზანი: მოსწავლეებში მომავლის დაგეგმვისა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა.

    აღწერა: პროექტის მიმდინარეობისას განსახორციელებელი აქტივობები მოსწავლეებს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შემდეგ მათ დაეხმარება კარიერიერული გადაწყვეტილების მიღებაში.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • iveta Tvalchrelidze
      დეკემბერი 5, 2024 | 5:27 pm

      პროექტის ხელმძღვანელად მითითებულია პედაგოგი,

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროფესიული განათლება -ჩვენი მომავლისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ''გზა წარმატებისკენ ''

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...