პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
მარიამ გოგატიშვილი, მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2012-01-07
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
საჩხერე, ბარათაშვილის ქუჩა # 17
მობილური ტელეფონი
592296188
ელექტრონული ფოსტა
gogatishvilim69@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
მარიამ გოგატიშვილი - VIIკლასის მოსწავლე
ლიზი კირვალიძე - VII კლასის მოსწავლე
ილია ჭიღლაძე - VII კლასის მოსწავლე
თამარ ხომასურიძე - X კლასის მოსწავლე
თემო ლომაძე - VIII კლასის მოსწავლე
სალომე ტყემალაძე
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
სხვა
პროექტის მოკლე აღწერა
მიზანი- საგზაო უსაგრთხოებისა და მოქალაქის უფლება-მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში/მოსწავლეებში.
პროექტის მიზანი:
სასკოლო საზოგადოების ( მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები ) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არსებული საგზაო ნიშნებისა და პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი ახალი საგზაო ნიშნების - სამართლიანობის ნიშნების ინტეგრირების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგები
1. თეორიული ცოდნის ამაღლება სკოლის ასაკიდანვე საგზაო უსაფრთხოების შესახებ;
2. საგზაო ინციდენტების პრევენცია/შემცირება;
3. სკოლაში იმ წესების დამკვიდრება, რომლის შესახებაც დაბალი ცნობიერებაა - რასიზმი, გენდერული უთანასწორობა, დისკრიმინაცია, გარემოს დაბინძურება და სხვ. საგზაო უსაფრთხოების ნიშნებისა და
4. სკოლის მოსწავლეების პასუხისმგებლიანმოქალაქეებად ( მძღოლებად, მგზავრებად და ქვეითებად) ჩამოყალიბება.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
უკვე ორი სასწავლო წელია, რაც სკოლაში აღარ ისწავლება საგანი საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება. მხოლოდ IV კლასში საგანში "მე და საზოგადოება" მცირე დოზითაა ინფორმაცია მოცემული. მოსწავლეებში დიდია ამ საგნის მიმართ ინტერესი. კანონმდებლობითაც ბავშვს 17 წლიდან აქვს მართვის მოწმობის აღების უფლება. ამავე დროს საზოგადოებას მუდმივად სჭირდება სამოქალაქო ცნონობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაცია, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და სხვ.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. საგან მოქალაქეობის კურიკულუმში ( VII - IX კლასებში ) საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სპეციალური კურსის ინტეგრირება;
2. სკოლის წინ „მწოლიარე პოლიციელი“ -ის დაგებისათვის და ველო ბილიკის მოწყობისათვის სკოლის მიმდებარე ქუჩაზე ადვოკატირების კამპანიის დაწყება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით.
3. ახალი საგზაო ნიშნების ( კერძოდ, "სამართლიანობის ნიშნები" ) დამზადება და მისი განთავსება. მაგალითად: საგზაო ნიშანი წინ ევროპისკენ, არა ძალადობას,....
4. არსებული საგზაო ნიშნების შეძენა და მისი გამოყენება გაკვეთილზე;
5. სკოლის შენობის ფანჯრების მოხატვა სამართლიანობის ნიშნებით;
6. სკოლის ეზოში სიმულაციური ქუჩის მოწყობა ( სასწავლო მიზნით);
7. მეგობარი სკოლების მოწვევა ინფორმირებისათვის (ლიდერი სკოლის ფარგლებში შერჩეული 6 სკოლა);
8. პროექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება სკოლის საიტზე.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
1. საგზაო ნიშნებისა და სხვა საჭირო რესურსების შეძენა ორგანიზაცია Geo Traffic - ში;
2. სკოლის ეზოში ზებრა გადასასვლელისა და სხვა სიმულაციების დასამზადებლად საჭირო საღებავების შეძენა;
3. საგზაო ნიშნების დასამზადებლად საჭირო რესურსები: საღებავები, გუაშები, ფერადი ფანქრები და ქაღალდები.
პროექტის პარტნიორები
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ:
1.ადგილობრივ ხელისუფლებასთან - სკოლის მიმდებარე ქუჩის დახაზვა ველო ბილიკისათვის და მწოლიარე პოლიციელისათვის;
2. სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბთან - აქტივობების ერთობლივი განხორციელებისათვის;
3. სკოლის დირექციასთან - ტერიტორიის გამოყოფა; შესყიდვების განხორციელება და სხვ.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
ბენეფიციარები არიან მოსწავლეები VII-XII კლასიდან, მათი მასწავლებლები და მშობლები, ადგილობრივი თემი.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები- 350
მასწავლებლები-25
მშობლები-700
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
საზოგადოების დამოკიდებულება "სამართლიანობის ნიშნებისადმი". ამის დასაძლევად საჭიროა წინასწარი მუშაობა ყველა მონაწილე მხარესთან და მათი ჩართულობით აქტივობების განხორციელება.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ, საგან მოქალაქეობის კურიკულუმში განხორციელდება ( VII - IX კლასებში ) საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სპეციალური კურსის ინტეგრირება; ასევე, სკოლას ექნება პროექტის ფარგლებში შეძენილი რესურსები, რომელსაც გამოიყენებს მიზნობრივად; სკოლის ეზოში გამოყოფილი იქნება სივრცე საგზაო სიმულაციებისათის; სკოლაში განთავსდება პროექტის ფარგლებში შექმნილი საგზაო სამართლიანობის ნიშნები.
სასკოლო საზოგადოების ( მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები ) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არსებული საგზაო ნიშნებისა და პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ ინიცირებული ახალი საგზაო - სამართლიანობის ნიშნების შექმნა და განთავსება სკოლის ტერიტორიაზე და კურსის ინტეგრირება სამოქალაქო განათლების სასკოლო კურიკულუმში.
Kristine
დეკემბერი 9, 2024 | 12:54 pmპროექტის განხორციელება იგეგმება პირდაპირ სკოლაში.