Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "პირველადი სამედიცინო დახმარება"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ალა ლომიძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ალა ლომიძე. მე-11 კლასის მოსწავლე.
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2008-01-05
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      გარდაბანი. სოფელი სართიჭალა.
    • მობილური ტელეფონი
      551163004
    • ელექტრონული ფოსტა
      allalomidze5@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      2 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      1. "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენის  შესახებ ფიზიკურ გარემოში სამედიცინო წარმომადგენელის მოწვევა,  საინფორმაციო   სემინარისა და მასტერკლასის  ჩატარება.  პასუხისმგებელი პირები: ქიმიის პედაგოგი-ნინო სამხარაული. ბიოლოგიის პედაგოგი- მაია იაშვილი.

      2. საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენის  შესახებ.  პასუხისმგებელი პირები: ალა ლომიძე მე-11 კლასის მოსწავლე.ბარბარე ფეიქრიშვილი-მე-11 კლასის მოსწავლე. სოფია აჯალოვა მე-11 კლასის მოსწავლე.

      3. მოსწავლეთა მიერ აქციის მოწყობა და დამზადებული  თემატური ბუკლეტების გავრცელება თემში.  მე-11 კლასის მოსწავლე- ალა ლომიძე; მე-11 კლასის მოსწავლე- ბარბარე ფეიქრიშვილი; მე-11 კლასის მოსწავლე-სოფია აჯალოვა.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      მასმედია
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია თემში "პირველადი სამედიცინო დახმარების"აღმოჩენის შესახებ ცნობიერების ამაღლება  და  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები არ ვართ დაზღვეული შესაძლო რისკებისაგან, (მაგალითად: დამწვრობა, გულის შეტევა, ცხოველის/ქვეწარმავლის ნაკბენი, კრუნჩხვა,მოტეხილობა, მოწამვლა და ა.შ) საჭიროა ყველა ადამიანისთვის იმ მინიმალური კომპეტენციების ფლობა, რასაც "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენა ჰქვია.

    • მოსალოდნელი შედეგები

      პროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება თემის ცნობადობის გაზრდა "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენის შესახებ. ასევე, მოხდება  თემში  პრაქტიკული უნარ-ჩვევების  გაუმჯობესება "პირველადი სამედიცინო დახმარების"აღმოჩენის შესახებ.  საჭიროების შემთხვევაში კი  ისინი შეძლებენ პირველადი  სამედიცინო დახმარების გაწევას, აღმოჩენას და დახმარებას.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ყოველდღიური ცხოვრება სავსეა მოულოდნელი შემთხვევებით, რომლებიც იწვევენ ჩვენი ან ჩვენი გარშემომყოფების მდგომარეობის გაუარესებას/არასასურველ ცვლილებას. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სწორი და დროული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რომელიც შესაძლოა შეასრულოს არასამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერმა პირმა.

      2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრში მოსწავლეთა მიერ განხორციელდა სასკოლო თემის (მასწავლებლები,მშობლები,მოსწავლეები) რაოდენობრივი კვლევა. რაოდენობრივი გამოკითხვა -ანკეტირების "პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ" მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა,  ფლობდა თუ არა სასკოლო თემი რაიმე ინფორმაციას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. ანკეტირებით გამოიკითხა სასკოლო თემის 200 -მდე რესპოდენტი (მასწავლებლები, მშობლები). როგორც კვლევის შედეგებიდან გაირკვა, გამოკითხულ რესპოდენტთა   დიდმა ნაწილმა (74%)  სათანადოდ არ იცის როგორ მოიქცეს მაგალითად სისხლდენის,სითბური დაკვრის, გონების დაკარგვის, გულ-ფილტვის დაზიანების, გულის გაჩერების, ინფარქტის,სუნთქვის გაძნელების,ყურის ტკივილის, ნაკბენის (ძაღლის,კატის, ქვეწარმავალი), კრუნჩხვის,მოწამვლის, დამწვრობის, მოტეხილობის და ა.შ. დროს. არადა , პირველივე წუთში გაწეული სწორი სამედიცინო დახმარება ზრდის ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გართულებების თავიდან აცილების ალბათობას. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია თემის ინფორმირებულობის გაზრდა და საჭირო  პრაქტიკული უნარ-ჩვევების  დაუფლება აღნიშნული საკითხების მიმართ.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1. პროექტის საწყის ეტაპზე მოხდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მოწვევა, რომელიც  ფიზიკურ გარემოში, კერძოდ, სოფლის ცენტრში კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე (სკვერი)  ჩაატარებს "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენის  შესახებ  ცნობიერების ასამაღლებელ სემინარსა და მასტერკლასს. იმის გამო რომ აღნიშნული სკვერი სოფლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ახლოსაა ორ საჯარო სკოლასთან, ფეხბურთის სტადიონთან, ჭიდაობის დარბაზთან და საბავშვო ბაღთან, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს,  საინფორმაციო სემინარსა და მასტერკლასს ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოისმენს და დაესწრება. (მოსწავლეები, მშობლები, სოფლის თემი). საინფორმაციო სემინარზე მოხდება ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: როგორ მოიქცეს ადამიანი  დამწვრობის, მოტეხილობის, კრუნჩხვის, გულის შეტევის,გულის გაჩერების, ხელოვნური სუნთქვის,  მოწამვლის , ცხოველის ნაკბენის,  ყურის ტკივილი და ა.შ დროს.  პასუხისმგებელი პირები:  ქიმიის პედაგოგი-ნინო სამხარაული. ბიოლოგიის პედაგოგი- მაია იაშვილი.

      2. საინფორმაციო ბუკლეტების  დამზადება "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენის  შესახებ.  ბუკლეტზე "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენის  მოკლე თეორიული აღწერილობების ქვეშ (მაგალითად: დამწვრობა,გულის შეტევა, ცხოველის ნაკბენი, ხელოვნური სუნთქვა და ა.შ.)  დატანილი იქნება ყველა ის  QR- კოდი, რომლის გამოყენებითაც დაინტერესებული ადამიანი შეძლებს  ესა თუ ის სამედიცინო მანიპულაცია და პრაქტიკული რჩევა  QR- კოდის  დასკანერებით ნებისმიერ დროს, მრავალჯერადად ნახოს თავის ციფრულ მოწყობილობაში. იმის გამო რომ დღესდღეობით ადამიანები  მასიურად იყენებენ მობილურ მოწყობილობებს, ასეთი მიდგომა  ხელს შეუწყობს მასტერკლასზე წარმოდგენილი ინფორმაციის უფრო ფართო მასებში ინფორმაციის  გავრცელებას და მობილურობას. ბუკლეტის  დიზაინსა და შინაარსზე იმუშავებენ მე-11 კლასის მოსწავლეები: ალა ლომიძე, ბარბარე ფეიქრიშვილი და სოფია აჯალოვა მოხალისე მასწავლებელთან -ქალბატონ ნინო სამხარაულთან ერთად.

      3. მოსწავლეთა მიერ აქციის გამართვა და დამზადებული  თემატური ბუკლეტების  გავრცელება თემში. პასუხისმგებელი პირები: მე-11 კლასის მოსწავლე- ალა ლომიძე; მე-11 კლასის მოსწავლე- ბარბარე ფეიქრიშვილი; მე-11 კლასის მოსწავლე-სოფია აჯალოვა.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      1. გრანტის ფარგლებში მოხდება   თემატური ბუკლეტების დამზადება.ბუკლეტებზე  დასატან  ტექსტსა და დიზაინზე  იმუშავებენ მე-11 კლასის მოსწავლეები მოხალისე მასწავლებელთან ერთად.

      2.საკანცელარიო ნივთები  მასტერკლასის ჩატარებისას და აქციის გამართვისთვის პლაკატების შესაქმნელად.

    • პროექტის პარტნიორები

      პარტნიორები-არ არიან.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      მოსწავლეები,  სასკოლო საზოგადოება და თემი. (საერთო რაოდენობა  475 )

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები-100

      პედაგოგები-25

      თემი-350

       

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      1. სეზონური ვირუსებისა და ინფექციების გამო მოსწავლეთა გაცდენებმა შესაძლოა პროექტის ვადები შეცვალოს.

      2. აუმინდობა, რის გამოც დადეგმილმა აქტივობებმა სხვა დღეს გადაიწიოს.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      მოსწავლეებს ექნებათ მეტი სტიმული და მოტივაცია დაფიქრდენ საკუთარ თემში მსგავსი საჭირო და აქტუალური თემების შესახებ და განხორციელონ მიზანმიმართული პროექტები სოფლის თემის სასარგებლოდ.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-pirveladi-sameditsino-dakhmareba-2.xlsx
    • რეგიონი
      გარდაბანი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    აღნიშნული პროექტის მიზანია თემში "პირველადი სამედიცინო დახმარების"აღმოჩენის შესახებ ცნობიერების ამაღლება  და  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები არ ვართ დაზღვეული შესაძლო რისკებისაგან, (მაგალითად: დამწვრობა, გულის შეტევა, ცხოველის ნაკბენი, კრუნჩხვა,მოტეხილობა და ა.შ) საჭიროა ყველა ადამიანისთვის იმ მინიმალური კომპეტენციების ფლობა, რასაც "პირველადი სამედიცინო დახმარების" აღმოჩენა ჰქვია.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ცირა თ
      დეკემბერი 3, 2024 | 1:50 pm

      საპროექტო გუნდმა პროექტი გაათანამედროვა პუბლიკაციაზე QR კოდებს დატანით და ხალხმრავალ ადგილზე მასტერკლასის/ვორქშოპის ჩატარებით. ამით მეტ ბენეფიციარს მოიზიდავენ.
      გუნდს აქვს აშკარა დაინტერესება და რესურსი, წარმატებით განახორციელოს პროექტი.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - თეორია და პრაქტიკა

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს!

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    გამოუვალი მდგომარეობა

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...