გიორგი ჭიღლაძე-ფინანსისტი/პროგრამისტი
გიორგი აბრამიშვილი-ინფორმაციის მომწოდებელი/ფინანსისტი
ნინო ჩაბრაძე-აქტივობების ორგანიზატორი
ანასტასია სისვაძე-გრაფიკული დიზაინერი
ქრისტინე დარბაიძე- მობილიზატორი
თამარ მამულაშვილი-ორგანიზატორის ასისტენტი
დემეტრე ყიფიანი-გრაფიკული დიზაინერი
პროექტის მიზანია: საჩხერელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და მოსწავლეთა მხარდაჭერა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში პროფესიული კუთხით ცოდნის დონის ამაღლება, მოსწავლეების უფრო დიდი რაოდენობა იქნება დარწმუნებული საკუთარი პროფესიის არჩევანში.
მოსალოდნელი შედეგები: შექმნილი მასალა გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში, იმისათვის რომ თემის ყველა წევრისთვის იყოს ხელმისაწვდომი; სკოლებში დასაქმდება შესაბამისი კვალიფიკაციის პირი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელებასა და მოსწავლეთა კონსულტირებაში პროფორიენტაციის კუთხით. ახალგაზრდები მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიების, მათი სპეციფიკებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
საჩხერეში, სკოლებს არ აქვთ ჩამოყალიბებული კონცეფცია და მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი მოსწავლეებში პროფორიენტაციას და კარიერის დაგეგმვას; სკოლებს არ ყავს შესაბამისი კადრი, რომელიც სისტემატურად იმუშავებს მოსწავლეებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად პროფორიენტაციის კუთხით; მოსწავლეებთან და მშობლებთან ჩატარებული გამოკითხვები და დაკვირვების შედეგები გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენს სამომავლო პროფესიის გააზრებული არჩევა. ყოველწლიურად საჩხერელ კურსდამთავრებულთა ძალიან მცირე პროცენტი ირჩევს პროფესიულ განათლებას; გარდა ამისა, უმაღლეს განათლებაშიც არჩევანს მოსწავლეების ნაცვლად ძირითადად მშობლები აკეთებენ. ასევე არ გვაქვს გამოცდილება დასაქმების ბაზრის კვლევის და არ გვყავს სპეციალისტები, ვინც მოსწავლეებს პროფესიულ ორინტაციაში დაეხმარებიან. პროექტი „პროფესიის არჩევა - წარმატების გარანტია“ ეხმაურება ამ პრობლემებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და სტერეოტიპების დამსხვრევას.
მშობლებისთვის და თემის სხვა წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება; კვლევევის დაგეგმვა და წარმართვა; ბავშვებისთვის პრაქტიკული დავალებების მიცემა; გამოცდილი ადამიანების მოწვევა სემინარების და ლექციების ჩასატარებლად; ვიზიტები უნივერსიტეტში; წარმატებული ახალგაზრდების და პროფესიონალების შეხვედრები პროექტის მონაწილეებთან, რათა გაზარდონ მათი მოტივაცია და თავდაჯერებულობა; შექმნილი მასალები გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში, იმისათვის,რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისთვის;
პროექტის განსახორციელებლად გვესაჭიროება ვიზიტების/ტრანსპორტირების თანხა, საკანცელარიო და სხვა საოფისე ნივთების მარაგი, თანხა ბროშურებისა და ბუკლეტების დასამზადებლად. ასევე, თანხა პროფესიონალების მოწვევისთვის სკოლაში სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების ჩასატარებლად.
არა
საჩხერის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები, მშობლები, თემის წევრები;
სარგებელი მოსწავლეებზე: მიიღებენ ინფორმაციას პროფესიების შესახებ,
გაიუმჯობესებენ თვითანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს.
სარგებელი მშობლებს:გაიგებენ, როგორ შეძლონ შვილების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და სირთულეების ერთად დაძლევა.
მოიხსნიან სტერეოტიპულ მიდგომებს და უფრო ღიად მიუდგებიან ახალგაზრდების გადაწყვეტილებებს.
პროექტის ფარგლებში შექმნილის რესურსი კი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თემში.
მოსწავლეები-600
მშობლები-900
1.პროექტის ბენეფიციარებმა (მოსწავლეებმა, მშობლებმა) შესაძლოა ვერ მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შესახებ ან ვერ ჩაერთონ აქტივობებში. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაჭარმოოთ ინტენსიური და ეფექტური საინფორმაციო კამპანია.
2.მონაწილეები შეიძლება არ დაინტერესდნენ პროექტში მონაწილეობით. თავიდან აცილების გზები:ინტერაქტიული და საინტერესო სემინარების დაგეგმვა, სადაც გამოიყენება ინოვაციური მიდგომები და ასევე
მოტივაციის გაზრდა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სერტიფიკატები და პრიზები.
პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები ხელმისაწვდომი დარჩება ახალგაზრდებისთვის და მათი გამოყენება შესაძლებელია სკოლის პროგრამებში.
ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას სხვა სკოლებთან, რაც გაზრდის პროექტის გავლენის არეალს.
პროექტის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს და ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში, რაც მათ პიროვნულ განვითარებასა და სამომავლო წარმატებაში დაეხმარება. ინიციატივა მოიცავს საგანმანათლებლო სემინარებს, ტრენინგებს და კარიერულ კონსულტაციებს, სადაც მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკას, მოიპოვებენ ინფორმაციას თანამედროვე შრომის ბაზარზე და გაიუმჯობესებენ გადაწყვეტილების მიღების უნარებს.
კომენტარის დამატება