ქეთევან მაისურაძე, მოსწავლე, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
ეკატერინე კაპანაძე, მოქალაქეობის მასწავლებელი, მოსწავლეების დახმარება კვლევის განხორციელებაში, მშობლების დახმარება პრეზენტაციების მომზადებაში, საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მშობლები- შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება და გამართვა მოსწავლეებისათვის;
სკოლის ექიმი- პრეზენტაციის გამართვა ექიმის პროფესიაზე
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ თითოელი პროფესიის მნიშვნელობა და ის კომპეტენციები, რომელთა ფლობაც აუცილებელია კონკრეტული პროფესიისთვის, გაიაზრონ, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია ადამიანისა და პროფესიის თავისებურებების თანხვედრა.
მოსწავლეები, სკოლის საზოგადოების დახმარებით გაეცნობიან , კონკრეტული პროფესიის მნიშვნელობას და სამომავლოდ ისინი სწორად შეარჩევენ პროფესიას. ამასთან, მშობელთა ჩართულობა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში მნიშვნელოვანია და აუცილებლად დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.
ხშირად მოსწავლეები დაბნეულები არიან და ვერ იგებენ რომელი პროფესია აირჩიონ, ხშირად არასწორ არჩევანსაც აკეთებენ, რასაც შემდეგ ხვდებიან, შესაბამისად, ზოგი ხელახლა აბარებს და გარკვეული დრო ეკარგება, ზოგი ამასაც ვერ ახერხებს და მთელი ცხოვრება უწევს ისეთი საქმის კეთება, რაც არ უყვარს და არც მოტიცია აქვს რომ გაძლიერდეს, ზოგიც საერთოდ არაფერს აკეთებს და რჩება პროესიით დასაქმების გარეშე.
1. კვლევის ჩატარება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებში, მათთვის საინტერესო პროფესიების გამოვლენის მიზნით; აქტივობას ცაატარებს პროექტის ავტორი, სკოლის შენობაში, 18-21 დეკემბერს, 2024 წ.
2. კვლევის შედეგების გაცნობა; კვლევით მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, მოსწავლეთა მშობლებში შესაბამისი პროფესიების მქონე მშობლების გამოვლენა, რომლებიც გამოხატავენ მზაობას გამართონ მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია საკუთარი პროფესიის და საქმიანობის შესახებ; 16-22 იანვარი, 2025 წ.
3. პრეზენტაციების გამართვა (პრეზენტაციის მომზადებისას დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერას მიიღებს პროგრამის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციისგან და სკოლის მოქალაქეობის პედაგიგისგან), გაიმართება 6 პრეზენტაცია, რომელსაც კონკრეტული პროფესიის მშობლები გამართავენ მოსწავლეებისთვის; პრეზენტაციას გამართავს ასევე სკოლის ექმი, რომელიც ისაუბრებს ექიმის პროფესიაზე; ასევე, საზოგადოება ,,ბილიკის" სივრცეში, 24 იანვარი-07 თებერვალი, 2025 წ.
4. პროფ. ორიენტაციის ტრენერის მოწვევა, საზოგადოება ,,ბილიკის" სივრცეში, 14 თებერველი, 2025 წ.
5. გასვლითი აქტივობა მშობლების და მოსწავლეების, იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა გამოხატავს სურვილს, 21 თებერვალი, 2025 წ.
6. ბანერის მომზადება მოსწავლეების მიერ, რაც თავის მხრივ, იქნება პროექტით მიღებული კომპეტენციების შეჯამება, საზოგადოება ,,ბილიკის" სივრცეში, 18-21 თებერვალი, 2025 წ.
7. აქტიური მშობლების დაჯილდოება, საზოგადოება ,,ბილიკის" სივრცეში, 14 მარტი, 2025 წ.
ტრენერის მომსახურება ; საკანცელაირო ნივთები; პრიზები, სიგელები; ლანჩი,
ბანერის მომზადება, მშობელთა და მოსწავლეთა ერთობლივი გასვლითი ვიზიტი უმაღლეს სასწავლებელში (ამ აქტივობის განხორციელებაში დაგვეხმარება სკოლის დირექცია, რომელიც უზრუნვეყოფს მის დაგეგმვას).
სკოლის დირექცია, დახმარება საორგანიზაციო საკითხებში და ასევე, სკოლის შენობით და ინფრასტრუქტურით (სხვადასახვა რესურსით) სარგებლობა;
მოსწავლეთა მშობლები;
სკოლის ექიმი.
სკოლის მოსწავლეები
სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, სულ 80 მოსწავლე
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროფესიის მშობელი ვერ მოიძებნება , პროგრამის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის დახმარებით მოძებნილი იქნება შესაბამისი კომპეტენტური პირი.
რაც შეეხება პროექტის მდგრადობას, მოსწავლეებს გადაეცემათ მომზადებული პრეზენტაციები, როგორც ელექტრონული რესურსები, რომელსაც სამომავლოდ თვითონ გამოიყენებენ და თვითონ გამართავენ პრეზენტაციებს სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის
მოსწავლეები, სასკოლო საზოგადოების დახმარებით, უკეთ გაიაზრებენ თითოელი პროფესიის მნიშვნელობას და იმ კომპეტენციებს, რომელთა ფლობაც აუცილებელია კონკრეტული პროფესიისთვის.
კომენტარის დამატება