ლუკა ბულია - ხელმძღვანელობას გაუწევს პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპს, პასუხისმგებელია დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაზე, მათ შორის პოდკასტების ჩაწერასა და გამოქვეყნებაზე
თამთა თოდუა და ტასო ჭანია- მათი პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს კვლევის პროცესის, და მასში ჩართული მოსწავლეთა ჯგუფების მართვა
გიორგი ძაძამია - მისი პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება
მილენა ცირდავა - მისი პასუხისმგებლობა იქნება ინტერაქტიული პოსტერების შექმნის პროცესის და საგამოფენო მასალის მომზადების წარმართვა
პროექტის მიზანია, მოსწავლეებში საბჭოთა წარსულის კრიტიკული გააზრებისა და ევროპული ღირებულებების მნიშვნელობის გაცნობიერების ხელშეწყობა. პროექტი განსაკუთრებულად შეისწავლის 1924 წლის სამეგრელოს ანტისაბჭოთა აჯანყებას, რითაც მოსწავლეები გაიაზრებენ, თუ როგორ უკავშირდება თავისუფლებისთვის ბრძოლა და დიქტატურის წინააღმდეგ მდგრადობა ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სამართლიანობა.
მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
პროექტი გააძლიერებს მათ ცნობიერებას, თუ როგორაა ევროინტეგრაცია დაკავშირებული საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ წარსულთან.
მოსწავლეებში გაიზრდება ცოდნა საბჭოთა რეპრესიებისა და იმ პერიოდის მოვლენების შესახებ.
მოსწავლეები განივითარებენ კრიტიკულ და ანალიტიკურ უნარებს და გაეცნობიან სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ევროპული საზოგადოების ნაწილად.
საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს სრულფასოვნად საბჭოთა წარსულს და მის გავლენებს დღევანდელობაზე. ევროკავშირისკენ მიმართული კურსი, რომელსაც დღეს საქართველოს კონსტიტუციით აქვს გაცხადებული, მიზნად ისახავს სწორედ იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომლებისთვისაც საქართველო ისტორიულად იბრძოდა, მათ შორის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვას. მოსწავლეების ცნობიერება და ცოდნა საბჭოთა წარსულისა და თანამედროვე ევროპული ღირებულებების შესახებ ხელს შეუწყობს მათ, უკეთ გაიგონ საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა.
ისტორიული კვლევა და ევროინტეგრაციის საკითხების ანალიზი - მოსწავლეები ეწვევიან ადგილობრივ მუზეუმს და არქივს, რათა უშუალოდ გაეცნონ 1924 წლის აჯანყების მასალებს, დაადგენენ თუ რა გავლენები ჰქონდა იმდროინდელ ევროპას ქართველთა მისწრაფებაზე აღედგინათ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ასევე, შეადარებენ საბჭოთა დიქტატურას და ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფლების დაცვა.
დისკუსია ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობაზე - მოსწავლეები განიხილავენ, თუ როგორ ასახავს 1924 წლის აჯანყება ევროპული დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლა თანამედროვე ევროინტეგრაციის პროცესისთვის, დისკუსიას მოდერაციას გაუწევს მოწვეული სპეციალისტი, ისტორიკოსი ბესიკ არახამია, ამავე თემაზე ჩავწერთ „პოდკასტს“, რომელიც განთავსდება სოციალურ ქსელში. დისკუსია გაიმართება სოციალურ კაფე "მეგო-ბარში", აქვე ჩაიწერება პოდკასტიც.
დისკუსია თემაზე, ევროპული ქვეყნებისა და საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარება - მოწვეული სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჯიქია მოსწავლეებისთვის ჩაუტარებს გაკვეთილს, თუ როგორ ტრანსფორმირდნენ ევროპული სახელმწიფოები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორ განვითარდება დასავლეთში დემოკრატია და რატომ ვერ მოხერხდა საბჭოთა/პოსტსაბჭოთა სივრციდ დემოკრატიზირება. ამავე თემაზე ჩავწერთ „პოდკასტს“, რომელიც განთავსდება სოციალურ ქსელში. დისკუსია გაიმართება სოციალურ კაფე "მეგო-ბარში", აქვე ჩაიწერება პოდკასტიც.
შეხვედრა აჯანყების მონაწილეთა შთამომავლებთან - მოსწავლეები სკოლაში მოიწვევენ და შეხვედრას გამართავენ აჯანყების მონაწილეთა შთამომავლებთან, მოეწყობა დისკუსია და ასევე სტუმრებს ჩავწერთ სკოლის პოდკასტში, სადაც იმსჯელებენ აჯანაყების კონკრეტული მონაწილის ისტორიაზე. სულ მოვიწყვეთ და პოდკასტს ჩავწერთ აჯანყების მონაწილეთა 3 შთამომავალთან. შეხვედრები გაიმართება სოციალურ კაფე "მეგო-ბარში", აქვე ჩაიწერება პოდკასტიც.
ფილმის ჩვენება და განხილვა: მოეწყობა ფილმის ჩვენება 1924 წლის აჯანყებაზე, ნაჩვენები იქნება თომა ჩაგელიშვილის ფილმი „1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყება საქართველოში“, ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას თავად ფილმის ავტორი გაუწევს. ამავე თემაზე ჩავწერთ „პოდკასტს“, რომელიც განთავსდება სოციალურ ქსელში. ფილმის ჩვენება გაიმართება სოციალურ კაფე "მეგო-ბარში", აქვე ჩაიწერება პოდკასტიც.
ინტერაქტიული პოსტერების შექმნა: მოსწავლეები შექმნიან პოსტერებს, რომლითაც გააცნობენ სხვებს აჯანყების მოვლენებს და მის მნიშვნელობას, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებთან: პროექტის ბოლო ეტაპზე მოსწავლეები შეხვდებიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისს წარმომადგენლებს, სადაც გაეცნობიან თუ როგორ და რა ფორმით ახორცილებს EUMM საქართველოში საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების მონიტორინგს, რას აკეთებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშესაწყობად, როგორ მუშაობს მხარეებ შორის ნდობის აღდგენის საკითხებზე და ა.შ. შეხვედრა გაიმართება სოციალურ კაფე "მეგო-ბარში".
პროექტის შეჯამება: პროექტის ბოლოს მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ანგარიშსა და შედეგებს, მოწაყობენ გამოფენას სოციალურ კაფე "მეგო-ბარში".
ფლეში და იმპულსური სოფთბოქსი – 300 დოლარი. აღნიშნული მოწყობილობა საჭიროა პოდკასტების ჩაწერისას ოთახის სწორად გასანათებლად, რაც მოგვცემს ვიდეოს კარგ ვიზუალურ ხარისხს.
წასახემსებლების შესყიდვა "მეგო-ბარში" გასამართი შეხვედრებისას - 100 დოლარი. აღნიშნულს შევისყდით უშუალოდ "მეგო-ბარისგან", შეხვედრების დარბაზს კი სოციალური კაფე დაგვითმობს უსასყიდლოდ
ინტერაქტიული პოსტერების და საგამოფენო მასალის დაბეჭდვა - 60 დოლარი.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ლევან ჯიქია. ლევან ჯიქიას სადოქტორო ნაშრომი სწორედ 1924 წლის აჯანყებას ეხება. მასთან გვაქვს წინასწარი შეთანხმება, რომ დაგვეხმარება პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის მასალების მოძიება, დამუშავებაში. ასევე ჩაატარებს შეხვედრას ჩვენი პროექტის ფარგლებში.
თომა ჩაგელიშვილი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, დოკუმენტური კინოს ავტორი - თომა ჩაგელიშვილისგან გვაქვს წინასწარი ნებართვა 1924 წლის აჯანყებაზე მისი ფილმის ჩვენების თაობაზე, ასევე გვაქვს თანხმობა, რომ ეწვევა და ჩაატარებს შეხვედრას პროექტის ფარგლებში.
წინასწარი შეთანხმება გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისთან, მათ წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.
სოციალური კაფე "მეგო-ბარი" - წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უსასყიდლოდ დაგვითმობს სააქტო დარბაზს შეხვედრებისა და პოდკასტების ჩასაწერად!
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ზუუგდიდის N9 სკოლის, ასევე სხვა პარტნიორი სკოლების მოსწავლეები (სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა - სკოლა მდებარეობს ჩხოროწყუში, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა და ა(ა)იპ კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზია, რომლებიც მიიღებენ ცოდნას საქართველოს ისტორიისა და ევროპული ღირებულებების შესახებ. ეს დაეხმარება მათ გაიაზრონ, თუ როგორ უკავშირდება ევროინტეგრაცია საბჭოთა წარსულის დაძლევას, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ კავშირს.
სკოლის მოსწავლეები - 200
მოსწავლეთა არასაკმარისი ჩართულობა: პროექტი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს და დისკუსიებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს მეტი ჩართულობისა და გამოხატვის შესაძლებლობა.
ბიუჯეტის გადაჭარბება: თითოეული აქტივობისა და ხარჯის წინასწარ დაგეგმვა თავიდან აგვარიდებს ფინანსურ რისკებს.
დეზინფორმაცია და საბჭოთა წარსულის განსხვავებული შეფასებები: დისკუსიისა და ღია მიდგომის ხელშეწყობით, მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა წყაროზე დაფუძნებულ, მრავალმხრივ შეფასებას.
პროექტის დასრულების შემდეგ როგორც ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის, ასევე პროექტში ჩართულის სხვა სკოლების მოსწავლეებს დარჩებათ ისტორიული და ევროპული ღირებულებების შესახებ მასალები, რაც სამომავლო სასწავლო პროგრამებისთვისაც გამოსადეგი იქნება. ასევე, გაღრმავებული ცნობიერება და სამოქალაქო განათლება დაეხმარება მოსწავლეებს, გააგრძელონ თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
პროექტი მიზნად ისახავს, გააღრმავოს მოსწავლეების ცოდნა საბჭოთა ისტორიისა და ევროპული ღირებულებების შესახებ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან 1924 წლის სამეგრელოს ანტისაბჭოთა აჯანყებას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებასა და ისტორიულ დისკუსიებს, და ვიზიტს მოაწყობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ საქართველოს ისტორიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირი თანამედროვე ევროინტეგრაციასთან და მის ღირებულებებთან. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებას და უკეთ გააცნობიერებს საქართველოს ევროპული გზის მნიშვნელობას.
კომენტარის დამატება