პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ელენე ცაგურია, სკოლის მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-06-13
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
თბილისი, გლდანი, ხერგიანის ქუჩა N22
მობილური ტელეფონი
511209720
ელექტრონული ფოსტა
Elenetsaguria9@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
მარიამ ნავაძე (თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)- კონკურსის დაორგანიზება
მაშო ბოგვერაძე (თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) - კომპანიებთან თანამშრომლობა
ელენე ცაგურია-(თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) - კომპანიებთან თანამშრომლობა
მარიამ წამალაიძე (თბილისის 208-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) - სოციალური ქსელების შექმნა და კონტროლი
მარიამ ჯანგირაშვილი (თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) სპეციალისტების მოწვევა და მათთან თანამშრომლობა
მარიამ ქავთარაძე (თბილისის 208-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) -პლატფორმის შექმნა
ბარბარე გოლავა (თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)- სპეციალისტების მოწვევა და მათთან თანამშრომლობა
ნინი ჩხიკვაძე (თბილისის 208-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)- კომპანიებთან თანამშრომლობა
ლიზი ფრიდონაშვილი (თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) - სოციალური ქსელების შექმნა და კონტროლი
მარიამ ჯაში (თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) - კონკურსის დაორგანიზება
მარიამ მღებრიშვილი ( თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლე) - კონკურსის დაორგანიზება
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
ინტერნეტი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ საკუთარი ინტერესები პრაქტიკაში, დაუახლოვდნენ მათ მომავალს და დარწმუნდნენ მიღებული პროფესიული არჩევნის სიზუსტეში. მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან თავიანთ ინტერესებს და გაუმარტივდებათ სამომავლო გეგმების ჩამოყალიბება.
მოსალოდნელი შედეგები
სკოლის მოსწავლეები გაენცობიან მათ პროფესიულ არჩევანს, ფინანსურ განათლებას, შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ გარემოში და გაიგებენ ემთხვევა თუ არა მათი მოლოდინები რეალობას. გაიგებენ იმ გზების შესახებ, რომლებიც აქცევს მათ მიმართულებაში პროფესიონალად.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
21-ე საუკუნეში, მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიები საკმაოდ არის განვითარებული და ნებისმიერ პროფესიაზე ინფორმაციის მოძიება იოლი პროცესია, ჩნდება უამრავი სხვადასხვა ინტერესი, რომელზეც საკმარისი ინფორმაცია ცნობილი არ არის. ძალიან რთულია 17 წლის ასაკში აირჩიო საქმიანობა, რომელიც იმდენად გეყვარება, რომ მიუხედავად მისი ნაკლოვანებისა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა აკეთო. ხშირად ადამიანები იცვლიან კარიერულ მიმართულებას, ვინაიდან მათი წარმოდგენები რეალობას არ ემთხვეოდა, მისი არჩევისას ან დარწმუნებულები არ იყვნენ მათ გადაწყვეტილებაში ან საკმარისი ინფორმაცია კონკრეტულ მიმართულებაზე არ ჰქონიათ და მხოლოდ შემდეგ მოახერხეს მათი შესაძლებლობების აღმოჩენა სხვა დარგში. შესაბამისად, პროფესიის არჩევა ნებისმიერი მოსწავლისთვის სტრესთან და გამოწვევებთან არის ასოცირებული. რთულია აარჩიო უნივერსიტეტი ან პროფესიული სასწავლებელი, სადაც განათლების მიღებას შეძლებ და იპოვი შენს ადგილს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ეს პრობლემა ამგვარად მოვაგვაროთ. ვაპოვნინოთ მოსწავლეებს მათი შესაძლებლობები, პასუხები უამრავ შეკითხვაზე და გავუზიაროთ რეალური გამოცდილება სხვადასხვა სპეციალისტების დახმარებით და აქტივობების შემუშავებით.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1) შეიქმნება აპლიაცია და ონლაინ პლატფორმა, სადაც თითოეულ მიმართულებაზე იქნება მოცემული გამოცდილებები სხვადასხვა პროფესიონალი სპეციალისტებისგან. ისინი ისაუბრებენ მათ ისტორიაზე, თუ რა გზის გავლა მოუწიათ, იმისათვის რომ მათი ადგილი ეპოვათ და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ნებისმიერი ამ დარგით დაინტერესებული პირი. ისაუბრებენ საშუალო ანაზღაურებაზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის ან პროფესიული სასწავლებლის უპირატესობებზე. დამატებითი კითვებისთვის იქნება შესაძლებელი ონლაინ შეხვედრის დაჯავშვნა იმ დროს, რომელიც მოსახერხებელია, როგორც მოსწავლისთვის, აგრეთვე სპეციალისტისთვისაც.
2) კვლევის ჩატარება მოსწავლეებში აქტუალური და არაპოპულარული კარიერული მიმართულებების დასასდგენად.
3)გარკვეულ პერიოდში ერთხელ გამოცხადდება კონკურსი, სადაც მოსწავლეები გააგზავნიან ონლაინ აპლიკაციასა და სამოტივაციო წერილს, რათა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან შეძლონ დასაქმება მათ მიერ არჩეული მიმართულების შესაბამისად. გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, რაც დაეხმარებათ მათ ფინანსური მენეჯმენტის შესწავლაში და იმ რეალობის აღქმაში, რაც შეხვდებათ ამ კონკრეტული მიმართულების არჩევის შემთხვევაში. განუვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა პასუხისმგებლიანობა, კრიტიკული აზროვნება, ორგანიზებულობა, მენეჯმენტი, კომუნიკაცია, თავდაჯერება და გარემოში ადაპტაცია.
4) მოსწავლეებისა და მშობლების შეხვედრა ფსიქოლოგებთან პროფესიის არჩევის თემასთან დაკავშირებით.
5) მოსწავლეებისა და მშობლებისთვის შეხვედრა, სადაც განხილული იქნება პროფესიული სასწავლებლების დადებითი მხარეები და მათ შესახებ არსებული სტერეოტიპები.
6) დისკუსია, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ისაუბრებენ მათ გამოცდილებაზე და მიღებულ არჩევანზე. როგორ უნდა მოერგოს უნივვერსიტეტი პიროვნების ინტერესებსა და შეხედულელებს. როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი გარემო.
7) შეხვედრები საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე და დაფინანსებაზე.
8) ვიზიტი პროფესიულ სასწავლებლებში და პრაქტიკული
9) ვიზიტი უნივერსიტეტებში და მათი უპირატესობების გაცნობა
10) კერძო ბიზნესებთან თანამშრომლობა სკოლების მიერ შემუშავებული ბიზნეს იდეების დაფინანსებისთვის.
11) ვორქშოფი, სადაც მოსწავლეები პირადად გაეცნობიან არაპოპულარულ პროფესიებს.
12) ფილმის ჩვენება და დისკუსია პროფესიის არჩევის სირთულეებთან დაკავშირებით, სადაც გავლენას ბევრი გარემო ფაქტორი ახდენს.
13) იმიტირებული სასამართლო პროცესის დაორგანიზება
14) სასამართლო პროცესზე დასწრება
15) საჯარო დებატი პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით
16) კამპანია მოსწავლეებისთვის სამომავლო პროფესიებზე და განვიხილავთ რამდენად ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს.
17) შემაჯამებელი ღონისძიება.
ჩატარდება ტრენინგები, შეხვედრები მოსწავლეებისთვის პროფოერიენტაციაზე და სხვადასხვა მიმართულებაზე სპეციალისტებისგან.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
პროექტის ბენეფიციარები არიან სკოლის მე-9; მე-10; მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც ჩვენი სკოლის ასევე საქართველოს მასშტაბით. პლატფორმა იქნება ინფორმაციის წყარო მათი მშობლებისთვისაც.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები - 600 და მეტი
მშობლები - 600 და მეტი
მასწავლებლები - 100
ეროვნებათა უმცირესობები - 70
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
შესაძლო რისკი შეიძლება იყოს ნაკლები პოპულარობა და ცნობადობა. ამის თავიდან აცილების გზა არის სოციალური მედიის რეკლამების შექმნა და გავრცელება, რათა მარტივად მივაწვდინოთ ხმა ახალგაზრდებს, სოციალურ ქსელებში დარეკლამება ცნობილი ადამიანების მიერ და ტრენინგის ჩატარებისას პლატფორმაზე ცნობადობის ამაღლება და ინფორმაციის გაცნობა.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პლატფორმა დაფინანსების შემდეგაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, საჯარო სკოლებში ჩატარდება ტრენინგები, გააგრძელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, შესაბამისად, კონკურსებიც კვლავ დაორგანიზებაც.
პლატფორმა, აპლიკაცია სახელად "შენი კარიერული კომპასი - შკკ" რომლის მთავარი მიზანი არის ახალგაზრდა სკოლის მოსწავლეებს გაუმარტივოს პროფესიის არჩევა, დაეხმაროს პროფორიენტაციაში და დაახლოვოს კონკრეტულ მიმართულებასთან. აგრეთვე, პროფესიის სპეფიციკებისა და მათი ინტერესების შეცნობა, ფინანსური განათლების წინ წამოწევა, პროფესიულ სასწავლებლებზე არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა, საკითხზე მშობლებისთვის ცნობიერება ამაღლება და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა.
პროექტი აქტუალურ პრობლემას ეხმაურება, ძალიან კარგად აქვთ ნაფიქრი და საჭიროებებზე მორგებული. დეტალურად არის გაწერილი ის ღონისძიებები, რასაც მოსწავლეები აპირებენ. შეგვიძლია განვიხილოთ
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 7, 2024 | 12:40 pmპროექტი აქტუალურ პრობლემას ეხმაურება, ძალიან კარგად აქვთ ნაფიქრი და საჭიროებებზე მორგებული. დეტალურად არის გაწერილი ის ღონისძიებები, რასაც მოსწავლეები აპირებენ. შეგვიძლია განვიხილოთ