Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარება

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ბარბარე გურული
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ბარბარე გურული, მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2007-08-07
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ქალაქ ხაშურის ხაშურის რაიონი სოფელი ტაშისკარი
    • მობილური ტელეფონი
      577 14 75 35
    • ელექტრონული ფოსტა
      gurulibarbare113@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
      1. ბარბარე გურული- პროექტის ხელმძღვანელი (პროექტის მსვლელობის ხელმძღვანელობა)
      2. მარიამ პავლაძე- სოციალური ქსელების მმართველი (სხვადასხვა სოციალურ ქსელში შექმნილი ჩვენი გვერდების მართვა, პოსტების შექმნა და ატვირთვა)
      3. ლიზი ხაჩიძე- ფოტო და ვიდეო მასალის ორგანიზატორი (ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება და კორექტირება)
      4. ანა ლომიძე- საინფორმაციო მასალის ორგანიზება (ბუკლეტების, ბროშურების შექმნა).
      5. ბარბარე გურული- პრეზენტატორი (პრეზენტაციების მომზადება და მათი წარდგენა დამსწრე საზოგადოებისთვის)
      6. მარიამ პავლაძე, ბარბარე გურული, ანა ლომიძე, მარიამ გიორგაძე, ლიზი ხაჩიძე- გიდობა (გიდის როლის გაწევა სტუმრებისთვის, კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერება და მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება დამთვალიერებლებისთვის).
      7. ბარბარე გურული- შეკრებების ორგანიზატორი (პროექტისთვის საჭირო შეხვედრებისა თუ ღონისძიებების ორგანიზება და ინიცირება, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია).
      8. ბარბარე გურული- ვიზუალური მასალის ორგანიზატორი (ტურისტული ბილიკების, საინფორმაციო დაფებისა და გზამკვლევების შექმნა)
    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      დიახ
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანი:

      1. თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და პოპულარიზაცია.
      2. ადგილობრივი ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და საზოგადოებისთვის მიწოდება.
      3. თემში მცხოვრები საზოგადოების ჩართულობის გაზრდა: ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, აქტიური მოქალაქეობის შესახებ პასუხისმგებლობის გაღვივება.

      მოსალოდნელი შედეგები:

      1. თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია: ადგილობრივი ისტორიული ძეგლების შესახებ ცნობადობის ზრდა.
      2. ტურიზმის განვითარება: გაზრდილი პოპულარობის წყალობით, თემში მეტი ტურისტისა თუ დამსვენებლის მოზიდვა.
      3. ინფრასტრუქტურის განვითარება: გზის მანიშნებელი აბრებისა და საინფორმაციო დაფების შექმნა სტუმართათვის.
      4. ძეგლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა- დასუფთავება და გალამაზება.
      5. საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ჩართულობის გაზრდა და მათში მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების პროცესში.
      6. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და როლზე, როგორც ტურიზმისა და ეკონომიკისთვის, ასევე მომავალი თაობისათვის.
      7. თემისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
      8. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.

       

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოკლევადიანი შედეგები:

      1. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება: ადგილობრივ მოსახლეობაში ისტორიული ძეგლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ზრდა.
      2. ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება: მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მაგალითად, ტურისტული ბილიკების, საინფორმაციო დაფებისა და გზამკვლევების დამონტაჟება, ასევე ძეგლების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

      გრძელვადიანი შედეგები:

      1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: ისტორიული ძეგლების შენარჩუნება, მათი აღდგენის გაგრძელება და მომავალი თაობებისთვის შენახვა.
      2. ტურიზმის მდგრადი განვითარება: თემში ყოველწლიურ ვიზიტორთა რაოდენობის სტაბილური ზრდა.
      3. ეკონომიკური გაძლიერება: გაზრდილი შემოსავალი ტურიზმის სექტორის განვითარების წყალობით.
      4. ურთიერთობის გამყარება თემში არსებულ პარტნიორ ორგანიზაციასა თუ დაწესებულებასთან(ჩვენს შემთხვევაში, თემში არსებულ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს შორის).
    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      პრობლემები, რომლებსაც ჩვენი პროექტი ეხმაურება:

      1. ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თემში ტურიზმის განვითარების საკითხში.
      2. საგანმანათლებლო ღონისძიებების ნაკლებობა, რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის გააზრებაში.
      3. თემში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ტურისტებში.
      4. ძეგლებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის დაბინძურება ან არასათანადო მოვლა.
    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
      1.  პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.
      2. თემში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების(ბულბულას ციხე, სააკაძის წაბლის ხე, მთაწმინდა, ქვიშხეთის კოშკი, სუმბათაშვილების სასახლე, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ტაშისკრის ჩიკორის ეკლესია) შესახებ ინფორმაციის მოძიება.
      3. თემის ისტორიკოსებთან(კლიმენტი სუთიაშვილი, ნინო ლომიძე, ნაილი მდინარიძე) საინფორმაციო შეხვედრა მუზეუმში, ჩვენ თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
      4. ისტორიკოსებთან შეხვედრის შედეგად მიღებული საინტერესო ინფორმაციის გამოყენება ბუკლეტებისა და ბროშურების შესაქმნელად.
      5.  დამზადებული ბროშურებისა და ბუკლეტების დარიგება ადგილობრივ მოსახლეობაში, რათა მათ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პროექტთან დაკავშირებით.
      6. ინფორმაციის მოძიება და  დამუშავება თემში არსებული ისტორიული ძეგლებისა და საინტერესო ლოკაციების შესახებ,  საინფორმაციო ბანერების მოსამზადებლად.
      7. საინფორმაციო დაფებისა და ბანერების შექმნა, რომლებიც მოიცავს ისტორიულ ძეგლებს, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს და სხვა საინტერესო ლოკაციებს.
      8. მოსწავლეების მიერ ვიდეო მასალის ჩაწერა(და სოციალურ ქსელში განთავსება) თემში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლების შესახებ.
      9. ტურისტული ბილიკების რუკის შექმნა, სადაც აღინიშნება ძეგლების მდებარეობა. ამ რუკების ბუკლეტებზე, ბროშურებსა და ბანერებზე დატანა.
      10. მოსწავლეების მიერ თემში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება და მათი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
      11.  საინფორმაციო დაფებისა და გზამკვლევების დამონტაჟება თემში.
      12. სტუმრად მოწვეული მოსწავლეებისათვის გიდობის დაწევა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერება და მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისათვის.
      13. დასკვნითი ღონისძიების ჩატარება მუზეუმში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სადაც განვიხილავთ ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებს.
    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      დასადგმელი საინფორმაციო ბანერი- ბანერზე დავიტანთ მოკლე ისტორიასა და საინტერესო ინფორმაციას ჩვენ თემში არსებული ყველა კულტურილი მემკვიდრეობის მქონე ძეგლის შესახებ.

      დასადგმელი ტურისტული დაფა- ტურისტულ დაფაზე წარმოდგენილი იქნება თემში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ლოკაცია, ამ ადგილებამდე მისასვლელი გზა და ტურისტული ბილიკები, რათა გაუადვილდეთ ტურისტებსა და დამსვენებლებს გადაადგილება  სოფელში.

      საკანცელარიო ნივთები(თაბახის და ფერადი ფურცლები)- საკანცელარიო ნივთები გამოყენებული იქნება ბუკლეტების დაამზადებლად, რომლებსაც დავარიგებთ თემში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით.

      ბროშურები- ბროშურებზე დავიტანთ მოკლე და საინტერესო ინფორმაციას ჩვენ თემში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ და დავარიგებთ მათ ადგილობრივ მოსახლებაში.

      ფოტოაპარატი- ფოტოაპარატის საშუალებით გადავიღებთ ხარისხიან ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც შემდგომ განვათავსებთ სოციალურ ქსელში, ჩენ გვერდებზე.

    • პროექტის პარტნიორები

      პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანამშრომლობას თემში არსებულ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმთან, გავმართავთ შეხვედრას ისტორიკოსებთან და  ჩამოსულ სტუმრებთან. ასევე თანამშრომლობა გვექნება ქვიშხეთის მერიასთან, რომლისგანაც ავიღებთ ნებართვას საინფორმაციო დაფებისა და ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის ბენეფიციარები არიან:

      1. ადგილობრივი მოსახლეობა- პროექტი ხელს შეუწყობს მომავალ წლებში ტურიზმის მომატებას ჩვენ თემში, რაც გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს.
      2. მოსწავლეები- ახალგაზრდები გაიღრმავებენ ცოდნას ჩვენ თემში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, გაეცნობიან ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს და ამასთანავე გაიაზრებენ ისტორიული ძეგლების დაცვის მნიშვნელობას.
      3. ტურისტები-  ჩამოსულ დამსვენებლებსა თუ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო ახლოდან გაიცნონ რეგიონი და მისი კულტურული მემკვიდრეობა. ამასთან ერთად, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის (ტურისტული ბილიკების, საინფორმაციო დაფებისა და გზამკვლევების) საშუალებით მათთვის ბევრად უფრო კომფორტული გახდება მოგზაურობა.
      4. მომავალი თაობები- პროექტის წყალობით თემში არსებული ისტორიული და კულტურული ღირებულებების მქონე ძეგლები შემორჩებათ მომავალ თაობებს და მათაც ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ იმ მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელსაც ინახავენ ეს ძეგლები.

      საბოლოო ჯამში ბენეფიციარების რაოდენობა იქნება-300

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

       

      მოსწავლეები-30

      მშობლები-5

      ადგილობრივი მოსახლეობა-185

       

       

       

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      რისკი:                                                                                                                                      ნაკლები ინტერესი ადგილობრივი მოსახლეობიდან და ახალგაზრდებიდან ჩვენი პროექტის შესახებ.                                                                                                              თავიდან აცილების გზა:                                                                                                                  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პროექტის მნიშვნელობაზე დასაწყისშივე. შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება თემის მოსახლეობისთვის. საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვა, რაც ახალგაზრდებს გაუღვივებს პროექტში მონაწილეობის სურვილს.

      რისკი:                                                                                                                                                უამინდობა, რაც ხელს შეუშლის ზოგიერთი აქტივობის განხორციელებას.                      თავიდან აცილების გზა:                                                                                              სამუშაოების დაგეგმვა ამინდის გათვალისწინებით.

      რისკი:                                                                                                                                          პროექტის დაგეგმილ ვადებში ვერ შესრულება.                                                              თავიდან აცილების გზა:                                                                                             შესაფერისი ვადების განსაზღვრა თითოეული აქტივობისათვის.

      რისკი:                                                                                                                                  პროექტის პარტნიორის(მუზეუმის) მხრიდან მხარდაჭერის შეწყვეტა.                              თავიდან აცილების გზა:                                                                                                პროექტის დასაწყისში შეთანხმებების გაფორმება პარტნიორ დაწესებულებასთან(მუზეუმთან)

      რისკი:                                                                                                                                  ქვიშხეთის მთავრობის მიერ თანამშრომლობაზე უარის განცხადება და ნებართვის გაჭიანურება ბანერებისა და საინფორმაციო დაფის დამონტაჟების შესახებ.    თავიდან აცილების გზა:                                                                                                პროექტის დასაწყისში შეთანხმებების გაფორმება ქვიშხეთის მთავრობასთან.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
      • პროექტის განხორციელების შედეგად შემოსული თანხები მოხმარდება ისევ კულტურული ძეგლების მოვლასა და დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
      • კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის განათლება და ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს მის დაცვასა და პოპულარიზაციას მომავალ თაობებშიც.
      • თემის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, აქტიურად იქნებიან ჩართული პროექტში, რაც ხელს შეიწყობს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
      • პროექტის ფარგლებში შემუშავებული ეკოლოგიური ინიციატივები (მაგ, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება) გაგრძელდება და ეს იქნება მაგალითი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომ შემდგომშიც არ შეწყვიტონ გარემოზე ზრუნვა.
      • პროექტის შედეგად შექმნილი ვიზუალური და საინფორმაციო მასალები(ტურისტული რუკები, საინფორმაციო დაფები და გზამკვლევები)  დარჩება ხელმისაწვდომი და გამოსადეგი ადგილობრივი მოსხლეობისა და ტურისტებისთვის.
      • პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი თემისა და იქ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას.
    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/mtsire-sagranto-proeqti_biujeti-1.xlsx
    • რეგიონი
      შიდა ქართლი, ხაშური
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტი მიზნად ისახავს ქვიშხეთსა და მის მიმდებარე სოფლებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას. ჩვენი პროექტის მიზანია ადგილობრივებში ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი ისტორიული ძეგლების შესახებ და თემში მცხოვრები საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.

    აქტივობები მოიცავს ძეგლების პოპულარიზაციას, საინფორმაციო ბანერებისა და ტურისტული დაფების დამონტაჟებას სოფელში, ცნობიერების ამაღლების მიზნით დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში შეხვედრების მოწყობას ისტორიკოსებთან, ბუკლეტების, ბროშურების დარიგებას მოსახლეობაში და სხვა მრავალ საინტერესო აქტივობას.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ლია გორელიშვილი
      დეკემბერი 5, 2024 | 10:22 am

      აქტივობები მოიცავს თემში არსებული ისტორიული ადგილების და ძეგლების პოპულარიზაციას, საინფორმაციო ბანერებისა და ტურისტული დაფების დამონტაჟებას სოფელში, ამ იდეის განხორციელების სურვილი მოსწავლეებს დიდი ხანია ქონდათ, და საგრანტო კონკურსით შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    “ახალი გზები ახალი გამოცდილებებისკენ“

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ,,ჩვენი ტრადიცია, ჩვენი მომავალია"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    პროექტი:სოფლის/ქალაქის ისტორიის,ტრადიციების,კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...