პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
თამარ ოდიშვილი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-12-18
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
წეროვნის დევნილთა დასახლება, 5 რიგირ 13 ბინა
მობილური ტელეფონი
555697494
ელექტრონული ფოსტა
tatuli.odishvili18@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
თამარ ოდიშვილი, ლიზი თედელური, მარიამ მჭედლიშვილი – მოსწავლეები, კლარა დვალიშვილი სამოქალაქო განათლების პედაგოგი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
ინტერნეტი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანი: მოსწავლეებისთვის საგანგებო სიტუაციებისა და პირველადი დახმარების, პრაქტიკული უნარების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაიგებენ საგანგებო სიტუაციების მართვისა, პირველადი დახმარების მნიშვნელობას და მათი როლის აუცილებლობას კრიზისულ სიტუაციებში; დაეუფლებიან პირველადი დახმარების ძირითადი მეთოდების შესრულებას. ისწავლიან როგორ დარჩნენ მშვიდად და მოქმედებდნენ ორგანიზებულად საგანგებო სიტუაციების დროს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას სკოლაში. სკოლას ექნება გადამზადებული მოსწავლეთა გუნდი, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში შეძლებს დახმარების გაწევას. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ მშობლებსა და მეგობრებს, რაც გაზრდის თემში ცნობიერების დონეს.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი შედეგები:
სტუდენტების ცოდნის ამაღლება საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ.
სტუდენტებში პირველადი დახმარების განხორციელების უნარის გაძლიერება, როგორც კურსის, ისე პრაქტიკული სწავლების შედეგად.
შიში და გაუგებრობა საგანგებო სიტუაციების დროს შემცირება, რაც ხელს შეუწყობს უფრო სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.
მოსწავლეების რეაგირების სწრაფი და სწორად განვითარება პირველადი დახმარების საჭიროების შემთხვევაში.
გრძელვადიანი შედეგები:
საგანგებო სიტუაციების მართვაში და პირველადი დახმარების ჩატარებაში საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.
სტუდენტების მზაობა და უნარი საგანგებო სიტუაციების დროს დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
საგანგებო სიტუაციებში დიპლომატიურ და მშვიდობიან მედიაციასა და ჰუმანურ მოპყრობაზე დაფუძნებული მიდგომების გავრცელება.
სისტემატური პირველი დახმარების კურსების დანერგვა სკოლებსა და სხვა განათლების დაწესებულებებში.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
თანამედროვე საზოგადოებაში საგანგებო სიტუაციები, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები, ტექნოლოგიური საფრთხეები ან ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევები, შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს. სკოლებში მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამ სიტუაციებში უსაფრთხო და ეფექტური რეაგირებისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა დახმარების დროული გაწევა გადამწყვეტია სიცოცხლის გადარჩენისთვის.
პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის უნარები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული სკოლის პროგრამებში, რის შედეგადაც მოსწავლეები ხშირად არ არიან მზად კრიტიკულ სიტუაციებთან გასამკლავებლად. ამასთან, ცოდნის ნაკლებობა ზრდის პანიკის რისკს, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს არა მხოლოდ დაზარალებულზე, არამედ თავად მოსწავლეებზეც
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
· მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, საქმიანობების გადანაწილება
· ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში
ტრენინგები და სემინარები:
· სპეციალისტების მოწვევა:
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (SEMS)-ის წარმომადგენლების ან ჯანდაცვის სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც მოსწავლეებს განუმარტავენ პირველადი დახმარების პრინციპებს და უსაფრთხოების წესებს.
· პრაქტიკული ვორქშოფები:
პირველადი დახმარების იმიტაცია, ჭრილობების დამუშავება, იმიტირებული კატასტროფები.
"საგანგებო სიტუაციის თეატრალიზებული შოუ".
· საგანმანათლებლო თამაშები:
ქროსვორდები და ვიქტორინები,
ვიზუალური და ინფორმაციული მასალების შექმნა და სოციალურ ქსელში განთავსება.
· ვიდეოკლიპის გადაღება:
პირველი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის შესახებ მოკლე სოციალური ვიდეო- რგოლების გადაღება. ვიდეოსთვის გამოყენებული იქნება რეალური სიმულაციები.
· "უსაფრთხოების წიგნი " – მოსწავლეების ჩანაწერების შექმნა.
მოსწავლეებმა მოამზადებენ წიგნს სადაც შეიტანენ სასარგებლო რჩევებს და ილუსტრაციებს პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების შესახებ.
წიგნი შეიძლება დაემატოს სკოლის ბიბლიოთეკას ან გამოქვეყნდეს ონლაინ, რათა სხვებმაც გამოიყენონ.
· პროექტის პრეზენტაცია
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
თაბახის ფურცლები, მარკერები, წებოვანი ფერადი ფურცლები, ინვენტარი სიმულაციებისთვის: ქსოვილის ნაჭრები, CPR მანეკენი, ხელოვნური კვამლის აპარატი. მიკროფონი ვიდეო ჩაწერებისთვის.
ვიზიტი საგანგებო სიტუაციების სამსახურში
პროექტის პარტნიორები
სკოლის დირექცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტის ბენეფიციარები არიან 7-11 კლასის მოსწავლეები, მშობლები
საერთო რაოდენობა 260
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლე - 200
მშობელი - 40
მასწავლებელი - 20
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
1) მოსწავლეების არასაკმარისი ინტერესი და დაბალი მოტივაცია.
2) პრაქტიკული ტრენინგებისთვის საჭირო მასალების (მანეკენები, ცეცხლმაქრები და სხვ.) არარსებობა ან შეზღუდული რაოდენობა.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება უსაფრთხოების ცოდნის გაუმჯობესებაში. შეისწავლიან როგორ იმოქმედონ კრიზისულ სიტუაციებში, შეიძენენ პირველადი დახმარების საფუძვლებს, ისინი მზად იქნებიან კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად და უსაფრთხოდ რეაგირებისთვის
გაიაზრებენ, რომ მათი სწორი რეაგირება და მოქმედება შეიძლება იყოს გადამწყვეტი სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. მოსწავლებს განუვითარდებათ ლიდერობის უნარები სკოლას ეყოლება "უსაფრთხოების ელჩი", ისინი თვითონ გადაამზადებენ პედაგოგის დახმარებით მოსწავლეებს. ჯგუფური ვორქშოფებისა და სიმულაციების მეშვეობით, მოსწავლეები გაიუმჯობესებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს. პროექტი გახდება სტიმული მსგავსი აქტივობებისთვის სხვა სკოლებში ან თემებში.
პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის საგანგებო სიტუაციებისა და პირველადი დახმარების, პრაქტიკული უნარების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება.
მოსწავლეები უკეთ გაიგებენ საგანგებო სიტუაციების მართვისა, პირველადი დახმარების მნიშვნელობას და მათი როლის აუცილებლობას კრიზისულ სიტუაციებში; დაეუფლებიან პირველადი დახმარების ძირითადი მეთოდების შესრულებას. ისწავლიან როგორ დარჩნენ მშვიდად და მოქმედებდნენ ორგანიზებულად საგანგებო სიტუაციების დროს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას სკოლაში.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 8, 2024 | 10:56 pmაღნიშნულ პროექტს რეკომენდაცის ვუწევთ დასაფინანსებლად.