1.შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზირება- მარიამ ზაზაშვილი
2. პრეზენტაციებისთვის მასალისა და ინფორმაციის მოძიება-ლიკა სარაშვილი, სოფიკო აზირაშვილი, თეონა აბულაძე
3. ინტერვიუების აღება- ანა ზედგინიძე, ანი პარუნაშვილი
4.ბროშურის დამზადება- მარიამ აბულაძე, მარიამ მერაბიშვილი
5.პრეზენტაცია და მასალის წარდგენა- მარიამ მერაბიშვილი, მარიამ აღლემაშვილი, ანა ზედგინიძე
6.ვიდეორგოლის მონტაჟი- სოფიკო აზირაშვილი , მარიამ თუმანიშვილი, ანანო პარუნაშვილი
7.პოსტერების დამზადება- მარიამ ზაზაშვილი, ქეთი ათოშვილი
პროექტის მიზანია სოფელ უდის კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. მოსალოდნელი სედეგია ცნობიერების ამაღლება მოსახლოებაში, ისტორიული,კულტურული და ეთნოგრაფიული ინფორმაციის ფართოდ გავრცელება. ამისათვის პროექტის ფარგლებში ჩავატარებთ რამდენიმე სახის საინტერესო აქტივობას მოსახლეობისა და მოსწავლეების ჩართულობით.
1.დავამზადოთ საინტერესო ბროშურები ღირსშესანიშნაობათა მარშრუტით.
2. პროექტს გავაცნობთ დაინტერესებულ პირებს (მოსწავლეებ, მოსახლეობას, ტურისტებს ა.შ)
3.მოვაწყობთ გამოფენას ნამუშევრების რომელიც აღწერს სოფლის ცხოვრებასა და ისტორიას
4. დავამზადებთ ვიდეორგოლი სოფლის შესახებ.
5. ინტერვიუს ავიღებთ სოფლის უხუცეს მოსახლეობისაგან.
6. შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის განმავლობასი შექმნილი პროდუქტის წარდგენა,ძველი ფოტოების, დოკუმენტების, წერილების დიჯიტალიზაცია და მათი გამოფენა/პრეზენტაცია, საინტერესო ვორქშოფები, "მოსწავლეების თვალით დანახული სოფლის ცხოვრება" ფოტოგრაფიის კონკურსი.
მოსალოდნელი შედეგები რომლებსაც მივიღებთ დროის გარკვეულ მონაკვეთში იქნება შემდეგი:
1. წიგნიერებისა და ცნობიერების ამაღლებული დონე სოფლის კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიისადმი.
2. გაზრდილი ჩართულობა მსგავს მოხალისეობრივ აქტივობებში მოსწავლეებისა და მოსახლეობის მხრიდან
3. სოფლის ტურისტული განვითარება და პოპულარიზაცია
4.კულტურული ძეგლების პოპულარიზაცია
5.არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწობა.
5.
ბავშების დიდი ინტერესის მიუხედავათ უდის #1 საჯარო სკოლას არ აქვს შესაძლებლობა მუდმივად ჩაერთოსან თავისი წვლილი შეიტანოს მოსწავლეების პროგრესსზე, რასაც ტექნოლოგიურირესურსების გაუმართაობა ან არარსებობა განაპირობებს, კონკრეტულად აქცენტი გვინდა გავაკეთოთ ჩვენს სკოლაში პროექტორის არარსებობაზე რისი უქონლობაც უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს როგორც მოსწავლეებს ისე მასწავლებლებსაც. რაც ნიშნავს იმას რომ ეფექტურად გამოყენებადი ვიზუალური სასწავლო ტექნოლოგიის უზრუნველყოფა ჩვენს სკოლას ნამდვილად ესაჭიროება. გარდა ამისა ჩვენი პროექტი ასევე ეხმაურება პრობლემებს როგორებიცაა:
1.ინფორმირებულობის ნაკლებობა: უდის მდიდარი კულტურა, ბუნება და ტრადიციები ნაკლებად არის წარმოდგენილი ადგილობრივად და გლობალურად. 2.ტურისტული პოტენციალი: მიუხედავად მისი კულტურული მნიშვნელობისა, სოფელი არ არის პოპულარული ტურისტულ რუქებზე.
3.საზოგადოების ჩართულობა: ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის შეზღუდულმა ურთიერთქმედებამ განაპირობა კულტურული ცოდნის შენარჩუნების ხარვეზი.
4.რესურსების ნაკლებობა: ისტორიული მასალების მინიმალური დოკუმენტაცია და დიგიტალიზაცია ხელს უშლის რესურსების ხელმისაწვდომობასა და მათ შენარჩუნება.
1.კვლევა და დაგეგმვა:
უდის ისტორიისა და კულტურის წინასწარი კვლევის ჩატარება.
ინტერვიუებს ავიღებთ უხუცესი მოსახლეონისაგან, (ხალხური თქმულებები, ყოველდღიური ცხოვრება, ზეპირი გადმოცემები, თამაშები, ლეგენდები)
(ძველი) ფოტო, ვიდეო, წერილობითი რესურსების შეგროვება
ინფორმაციისა და მასალის მოპოვება საბოლოო პროდუქტისთვის.
2.საზოგადოების ჩართულობა:
დავამზადებთ და გავავრცელებთ სანფორმაციო ბროშურებს
მოხალისეთა ჩართულობა საინფორმაციო შეხვედრებზე
3.კონტენტის შექმნა:
ვიდეორგოლის შექმნა სოფლის საინტერესო ისტორიული ფაქტებისა და ისტორიების შესახებ.
პოსტერების დამზადება ტურისტულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობათა მარშრუტებით.
1. დამზადებული ბროშურების ამობეჭდვა : გვესაჭირეობა ინფორმაციის გასავრცელებლად
2. დამზადებული პოსტერების ამობეჭდვა: გვესაჭირეობა ინფორმაციის გასავრცელებლად
3. პროექტორის შეძენა : აქტივობების წარმატებით ჩასატარებლად
პავლე გზირიშვილი: ვიდეოგრაფი
უდის წ.მ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი:კულინარიული მხარდაჭერა
პავლე და ბექა მაისურაძეები "მესხური ოდა სახლი": ფოტო და ვიდეო მასალა.
ირმა პარუნაშვილი: ისტორიკოსი, ინფორმაციული მხარდაჭერა
სკოლის მოსწავლეები და მოხალისე მასწავლებლები : დახმარება პროექტის განხორციელებაში.
პროექტით ისარგებლებს სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი : მოსწავლეები, პედაგოგები , მოსახლეობა, ადგილობრივი კულტურული ბიზნესები, ტურიზმის სფერო, საგანმანათლებლო ინსტიტუციები და ისტორიული ძეგლები.
მოსწავლეები- 200
პედაგოგები- 35
სოფლის მოსახლეობა (დაახლოებით) - 500
ადგილობრვი ბიზნესები - 5
ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი პროექტის მიმდიარეობისას შეიძლება გახდეს უამინდობა. ამ პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია შეხვედრების გადადებით ან ალტერნატიული სივრცის მოძიებით.
დაფინანსების ფარგლებში პროექტი გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში, ამის შემდეგ მისი შედეგი იქნება უფრო მდგრადი. ის დადებით ზეგავლენას მოახდენს თემში ცნობიერების დონის ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელებზე. ამასთან ერთად პროექტისთვის შექმნილი მასალები მუდმვად ხელმისაწვდომი იქნება სოციალურ ქსელებში.
სკოლის გარეთ სოციუმში მიღებული გამოცდილება გავლენას ახდენს ბავშვის განვითრებასა და პროგრესზე,კლასგარეშე და არაფორმალურ განათლებასთან ერთად აუცილებელია ვიცოდეთ იმ გარემოს კულტურისა და ისტორიის შესახებ სადაც საკუთარი თავის რეალიზება გვიწევს. პროექტის ფარგლებში შევისწავლით უდის კულტურულ მრავალფეროვნებას და ხელს შევუწყობთ მის პოპულარიზაციას.ჩავატარებთ მრავალ აქტივობას თემის ჩართულობით, გადავიღებთ ფოტო და ვიდეო მასალას, მოვაწყობთ პრეზენტეციებს და გვექნება შემაჯამებელი ღონისძიება სადაც წარვადგენთ სოფლის შესახებ ვიდეორგოლს, ტურისტული მარშუტის პოსტერს , შექმნილი მასალა აიტვირთება სოციალურ ქსელებშიც.
Адигенский муниципалитет, Самцхе-Джавахети, Грузия
კომენტარის დამატება