მარიამ აბრამიძე- ხელმძღვანელი
ბარბარე მამულაძე - მონაწილე
მარიამ მაღნარაძე - მონაწილე
პროექტის მიზანია ავამაღლოთ მოსწავლეთა ცნობიერება თავიანთი სამუშაო უფლებების შესახებ და დავეხმაროთ მათ გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი კარიერა. ამ პროექტის შედეგად ბავშვებს ექნებათ ინფორმაცია თავიანთი სამუშაო უფლებების შესახებ, რის შედეგადაც შემცირდება მათი უფლებების დარღვევა სამუშაო პირობებში. ასევე, პროექტში მონაწილეობის მიმღები მოსწავლეების უმეტესობას გადაწყვეტილი ექნებათ თავიანთი მომავალი სამუშაო პროფილი. ამავე მოსწავლეებს ექნებათ უფრო მეტი ცოდნა სხვადასხვა პროფესიების შესახებ.
იმისთვის, რომ მივაღწიოთ ზემოთ აღწერილ მიზანს, პირველ რიგში ჩვენ დავადგენთ რამდენად მაღალია სხვადასხვა პროფესიების ცნობადობა და ამ პროფესიებში მოსწავლეების უფლებების გამიჯვნა და სავარაუდოდ შემდგომ ამავე კვლევას გავაშუქებთ ეთერში ( მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტელეკომპანიებან ). ჩვენ მოვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს. ასევე გვექნება ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაცია "საიასთან" შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულ პირთა უფლებების შესახებ. ჩვენ შევქმნით სოციალურ პლატფორმას რომელზეც ყოველ კვირა დაიდება ინფორმაცია ნაკლებად პოპულარულ პროფესიებთან დაკავშირებით. ასევე ჩავატარებთ ფილმის ჩვენებას დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც მოვაწყობთ დისკუსიას. ჩვენ შევქმნით ანიმაციას დასაქმებულთა უფლებებზე და მას განვათავსებთ ზემოთხსენებულ სოციალურ პლატფორმაზე. ამასთანავე ჩვენ პროფესიონალის დახმარებით ჩავატარებთ CV-ის დაწერის ტრენინგებს რის შემდეგაც მოვაწყობთ სიმულაციურ ინტერვიუს. ასევე ჩვენ შევქმნით პოსტერს დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით, რომელსაც შემდეგ დავბეჭდავთ და გამოვაკრავთ ჩვენ სკოლაში. ჩვენ ჩავატარებთ ტრენინგს ფოტოგრაფიაშიაში, ამ აქტივობის შემდეგ კი, გამოვაცხადებთ ფოტოკონკურს "ჩემი მომავალი პროფესია". ამასთანავე ჩვენ წავიყვანთ ბავშვებს სხვადასხვა სამუშაო ლოკაციაზე, როგორიცაა პროფილაქტიკა, ლაბორატოლია, და ა. შ. ამ ლოკაციების ვიზიტის დროს მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ზემოთაღნიშნული ფოტოკონკურსისთვის ფოტოები გადაიღონ. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე მოვინახულებთ სხვადასხვა უნივერსიტეტებს რათა სამომავლოდ უფრო მარტივი იყოს მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის არჩევა.
პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართული მოსწავლეების უმეტესობას ეცოდინება თავიანთი მომავალი სამუშაო პროფილი, 30%-ს ეცოდინება თუ როგორ დაწერონ სივი და უკვე ექნებათ ინტერვიუს გავლის გამოცდილება, 50%-ს და მეტს ეცოდინებათ თავიანთი სამუშაო უფლებები და მათი მნიშვნელობა. ამავე მოსწავლეებს გაუფართოვდებათ შესაძლებლობების არეალი. მოსწავლეთა უმეტოსობა გადაწყვეტს რომელ უნივერსიტეტში სურთ სწავლის გაგრძელება.
ბავშვებს ნაადრევად უწევთ თავიანთ მომავალი პროფესიის და კარიერის არჩევა. ბავშვების უმეტესობას, კი სკოლის დამთავრებისას არ აქვთ გადაწყვეტილი თავიანთი მომავალი კარიერა, რაც მათზე ნეგატიურად მოქმედებს. ერთ-ერთი მიზეზი თუ, რატომ ვერ ირჩევენ ბავშვები თავიანთ პროფესიას, არის ის, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ნაკლებად ცნობილ პროფესიებთან დაკავშირებით, რის გამოც მათი არჩევანი იზღუდება.
ვინაიდან, ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ჩვენთან ხშირად ხდება დასაქმებულთა უფლებების დარღვევა, რისი ერთ-ერთი მიმზეზიცაა ის, რომ ადამიანებმა და განსაკუთრებით არასრულწლოვნებმა არ იციან თავიანთი სამუშაო უფლებები.
USAID
ასევე მოლაპარაკებები დაწყებულია:
1. საია
2. ტელეკომპანია იმედი
3. რუსთავი 2
4. ფორმულა
5. IT აკადემია
6. თეგეტა
7. აგრარული უნივერსიტეტი
8. სხვადასხვა პროფესიების მქონე ადამიანები (მოსწავლეთა მშობლები, დათო ტურაშვილი, აჩი და შოთი არველაძეები)
9. ეთ ცეტერა
პედაგოგები და მოსწავლეები - 160
მოსწავლეები - 150
პედაგოგები - 10
პროექტის განხორციელებას შეიძლება ხელი შეუშალოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა: ომი, პანდემია, ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ.
პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენ განვაგრძობთ სოციალურ პლატფორმაზე ყოველკვირეულად სხვადასხვა პროფესიაზე და სამუშაო უფლებაზე ინფორმაციის დადებას. ასევე ჩვენს სკოლაში დასაქმებულთა უფლებებზე გაკეთებული პოსტერები გამოკრული დარჩება რის შედეგადაც ბავშვების ახალი ნაკადი, რომელიც ყოველწლიურად ემატება სკოლას გაეცნობიან ამ ინფორმაციას. ასევე ჩვენს მიერ შექმნილი ანიმაცია დარჩება ჩვენს სოციალურ პლატფორმაზე
მოსწავლეების დახმარება პროფესიის არჩევაში, გადაწყვეტაში და მათი სამუშაო უფლელბების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 8, 2024 | 2:44 pmმოსწავლეების დახმარება პროფესიის არჩევაში, გადაწყვეტაში და მათი სამუშაო უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება არის პროექტის მიზანი. მოსალოდნელი შედეგები და მიღწევები მნიშვნელოვანია და პასუხობს სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს. პროექტის განსახორციელებლად შერჩეული გუნდი ფლობს ყველა საჭირო უნარჩვევებს და გამოცდილებას პროექტის წარმატებით განსახორციელებლად