Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ბავშვები და მათი მომავალი

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      Mariami Abramidze
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      მარიამ აბრამიძე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2010-04-21
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      თბილისი
    • მობილური ტელეფონი
      595515651
    • ელექტრონული ფოსტა
      mariamiabramidze4@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      მარიამ აბრამიძე- ხელმძღვანელი

      ბარბარე მამულაძე - მონაწილე

      მარიამ მაღნარაძე - მონაწილე

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია ავამაღლოთ მოსწავლეთა ცნობიერება თავიანთი სამუშაო უფლებების შესახებ და დავეხმაროთ მათ გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი კარიერა. ამ პროექტის შედეგად ბავშვებს ექნებათ ინფორმაცია თავიანთი სამუშაო უფლებების შესახებ, რის შედეგადაც შემცირდება მათი უფლებების დარღვევა სამუშაო პირობებში. ასევე, პროექტში მონაწილეობის მიმღები მოსწავლეების უმეტესობას გადაწყვეტილი ექნებათ თავიანთი მომავალი სამუშაო პროფილი. ამავე მოსწავლეებს ექნებათ უფრო მეტი ცოდნა სხვადასხვა პროფესიების შესახებ.

      იმისთვის, რომ მივაღწიოთ ზემოთ აღწერილ მიზანს, პირველ რიგში ჩვენ დავადგენთ რამდენად მაღალია სხვადასხვა პროფესიების ცნობადობა და ამ პროფესიებში მოსწავლეების უფლებების გამიჯვნა და სავარაუდოდ შემდგომ ამავე კვლევას გავაშუქებთ ეთერში ( მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტელეკომპანიებან ). ჩვენ მოვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს. ასევე გვექნება ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაცია "საიასთან" შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულ პირთა უფლებების შესახებ. ჩვენ შევქმნით სოციალურ პლატფორმას რომელზეც ყოველ კვირა დაიდება ინფორმაცია ნაკლებად პოპულარულ პროფესიებთან დაკავშირებით. ასევე ჩავატარებთ ფილმის ჩვენებას დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც მოვაწყობთ დისკუსიას. ჩვენ შევქმნით ანიმაციას დასაქმებულთა უფლებებზე და მას განვათავსებთ ზემოთხსენებულ სოციალურ პლატფორმაზე. ამასთანავე ჩვენ პროფესიონალის დახმარებით ჩავატარებთ CV-ის დაწერის ტრენინგებს რის შემდეგაც მოვაწყობთ სიმულაციურ ინტერვიუს. ასევე ჩვენ შევქმნით პოსტერს დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით, რომელსაც შემდეგ დავბეჭდავთ და გამოვაკრავთ ჩვენ სკოლაში. ჩვენ ჩავატარებთ ტრენინგს ფოტოგრაფიაშიაში, ამ აქტივობის შემდეგ კი, გამოვაცხადებთ ფოტოკონკურს "ჩემი მომავალი პროფესია". ამასთანავე ჩვენ წავიყვანთ ბავშვებს სხვადასხვა სამუშაო ლოკაციაზე, როგორიცაა პროფილაქტიკა, ლაბორატოლია, და ა. შ. ამ ლოკაციების ვიზიტის დროს მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ზემოთაღნიშნული ფოტოკონკურსისთვის ფოტოები გადაიღონ. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე მოვინახულებთ სხვადასხვა უნივერსიტეტებს რათა სამომავლოდ უფრო მარტივი იყოს მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის არჩევა.

    • მოსალოდნელი შედეგები

      პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართული მოსწავლეების უმეტესობას ეცოდინება თავიანთი მომავალი სამუშაო პროფილი, 30%-ს ეცოდინება თუ როგორ დაწერონ სივი და უკვე ექნებათ ინტერვიუს გავლის გამოცდილება, 50%-ს და მეტს ეცოდინებათ თავიანთი სამუშაო უფლებები და მათი მნიშვნელობა. ამავე მოსწავლეებს გაუფართოვდებათ შესაძლებლობების არეალი. მოსწავლეთა უმეტოსობა გადაწყვეტს რომელ უნივერსიტეტში სურთ სწავლის გაგრძელება.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ბავშვებს ნაადრევად უწევთ თავიანთ მომავალი პროფესიის და კარიერის არჩევა. ბავშვების უმეტესობას, კი სკოლის დამთავრებისას არ აქვთ გადაწყვეტილი თავიანთი მომავალი კარიერა, რაც მათზე ნეგატიურად მოქმედებს. ერთ-ერთი მიზეზი თუ, რატომ ვერ ირჩევენ ბავშვები თავიანთ პროფესიას, არის ის, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ნაკლებად ცნობილ პროფესიებთან დაკავშირებით, რის გამოც მათი არჩევანი იზღუდება.

      ვინაიდან, ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ჩვენთან ხშირად ხდება დასაქმებულთა უფლებების დარღვევა, რისი ერთ-ერთი მიმზეზიცაა ის, რომ ადამიანებმა და განსაკუთრებით არასრულწლოვნებმა არ იციან თავიანთი სამუშაო უფლებები.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
      1.  კვლევა 1  "გადაწყვეტილი აქვთ თუ  არა ბავშვებმა თავიანთი მომავალი პროფესია" - ამ კვლევას ჩავატარებთ რათა, დავადგინოთ თუ ბავშვების რა რაოდენობას აქვს გადაწყვეტილი თავიანთი მომავალი პროფესია.
      2.  კვლევა 2 "ცოდნის დონე მოსწავლეებში თავიანთი სამუშაო უფლებების შესახებ"  - ამ კვლევით ჩვენ გავარკვევთ თუ რა ინფორმაცია აქვთ მოსწავლეებს თავიანთი სამუშაო უფლებების შესახებ.
      3. სოციალური პლატფორმის შექმნა - რათა მოსწავლეებს გავუღრმავოთ ცოდნა სხვადასხვა პროფესიებთან დაკავშირებით და გავუმარტივოთ ერთმანეთთან კონტაქტი ჩვენ შევქმნით სოციალურ პლატფორმას, სადაც ყოველკვირეულად დაიდება ინფორმაცია სხვადასხვა ნაკლებად პოპულარულ პროფესიებთან დაკავშირებით.
      4.  ფილმის საღამო - ჩვენ ვაჩვენებთ მოსწავლეებს ფილმს დასაქმებულთა უფლებების მნიშვნელობის შესახებ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება მცირე დისკუსია იმასთან დაკავშირებით თუ რა იყო ფილმის მთავარი არსი და რატომ არის დასაქმებულთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი.
      5. საიასთან თანამშრომლობა - ვინაიდან, ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ ჩვენთან ხშირად ირღვევა დასაქმებულთა უფლებები. იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა უკეთესად გაიგონ და გაიაზრონ თავიანთი სამუშაო უფლებები ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოგვეწვია არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" ერთ-ერთი სპიკერი რათა ისაუბროს ზემოთ აღნიშნულ საკითხზე.
      6. სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოწვევა - რათა ბავშვებმა უფრო კარგად გაიგონ სხვადასხვა პროფესიების სპეციფიკა, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ პროექტის ფარგლებში მოვიწვიოთ სხვადასხვა პროფესიის მქონე პროფესიონალები, მათ შორის ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლები.
      7. ანიმაციის შექმნა - იმისთვის, რომ ჩვენ ავამაღლოთ ცნობადობა დასაქმებულთა უფლებების დარღვევის კუთხით, გადავწყვიტეთ შევქმნათ ანიმაცია  რომელიც ამ პრობლემას გააქტიურებს. ის განთავსდება ზემოთაღნიშნულ სოციალურ პლატფორმაზე.
      8. სხვადასხვა პროფესიული საქმიანობების განხორციელების ლოკაციებზე ვიზიტი - იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა უფრო კარგად აღიქვან სხვადასხვა სამუშაოს სპეციფიკა ჩვენ წავიყვანთ მათ სხვადასხვა სამუშაო სივრცეებში როგორიცაა პროფილაქტიკა ლაბორატორია და ა.შ.
      9. CV-ის დაწერის მასტერკლასი - ეს აქტივობა მნიშვნელოვანია,  რადგან ამ აქტივობით მოსწავლეების შეიძინონ ისეთი პრაქტუკული უნარი როგორიცაა CV-ის წერა, რაც შემდგომ დიდ გავლენას იქონიებს მათ კარიერულ ზრდაზე.
      10. ინტერვიუს სიმულაციები - ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს გამოცადონ, გამოიმუშავონ და პრაქტიკაში გამოცადონ თავიანთი სწრაფი აზროვნების და სხვა მრავალი უნარები.
      11. ტრენინგი "ფოტოხელოვნებოვნება"
      12. ფოტოკონკურსი "ჩემი მომავალი პროფესია" - რომლის ფარგლებში მათ მოეთხოვებათ გადაიღონ ფოტო ან/და გააკეთონ კოლაჟი თუ როგორია მათი თვალით დანახული ეს პროფესია. ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად გაიაზრონ თუ რატომ უნდათ მათ იმ კონკრეტული პროფესიის არჩევა. ამ აქტივობაზე პასუხისმგებელი იქნება მარიამ მაღნარაძე
      13. პოსტერის შექმნა - ჩვენ გავაკეთებთ პოსტერს დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით რათა, მოსწავლეებში უფრო აქტუალური გახდეს ეს თემა და რათა ავამაღლოთ მათო ცნობიერების დონე.
      14.  პოსტერის დაბეჭვდვა - ჩვენ დავბეჭდავთ ზემოთხსენებულ პოსტერს და გამოვაკრავთ სკოლის საინფორმაციო დაფებზე, რადგან იგი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და უფრო შესამჩნევი იყოს.
      15. უნივერსიტეტების ვიზიტი - იმისთვის, რომ მოსწავლეებმა უფრო მარტივად გადაწყვიტონ რომელ უნივერსიტეტებში სურთ სწავლის გაგრძელება ჩვენ გადავწყვიდეთ დავგეგმოთ ვიზიტები სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
      16. შემაჯამებელი კვლევა - ჩვენ ჩავატარებთ ამ კვლევას, რათა დავადგინოთ თუ რამდენად გაიზარდა მოსწავლეების ცნობიერება
      17. შემაჯამებელი შეხვედრა - ამ შეხვედრაზე ჩვენ შევაჯამებთ ამ ოთხ თვეში განხორციელებურ აქტივობებს და წარმოვადგენთ მოსწავლეთა ცნობიერების დონის ცვლას.
    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
      1. ანიმაციის შესაქმნელი ბიუჯეტი - მოსწავლეებს არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა  ანიმაციის შესაქმნელად აქედან გამომდინარე გვჭირდება პროფესიონალის დახმარება.
      2. მეხსიერების ბარათი - ეს ნივთი გვჭირდება რათა "ფილმის საღამომ" ტექნიკური პრობლემების გარეშე და  შეუფერხებლად ჩაიაროს.
      3. სოციალური პლატფორმის შესაქმნელი ბიუჯეტი - მოსწავლეებს არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა  სოციალური გვერდის შესაქმნელად ამიტომ გვჭირდება პროფესიონალის დახმარება.
      4. ტრენერი - გვჭირდება კომპეტენტური პროფესიონალები, რომლებიც სწორად და ხარისხიანად ასწავლიან ბავშვებს სხვადასხვა უნარებს (ფოტოს გადაღებას და CV-ის დაწერას)
      5. ფურშეტი - რათა მოსწავლეები არ გადაიღალნონ და არ მოშივდეთ ტრენინგის მიმდინარეობის დროს ჩვენ დაგვჭირდება ფურშეტის მოწყობა.
      6. პოსტერის დაბეჭვდა - სკოლაში არ გვაქვს იმ ტიპის პრინტერი, რომ პოსტერი დავბეჭდოთ.
    • პროექტის პარტნიორები

      USAID

      ასევე მოლაპარაკებები დაწყებულია:

      1. საია

      2. ფორმულა

      3. IT აკადემია

      4. თეგეტა

      5. აგრარული უნივერსიტეტი

      6. სხვადასხვა პროფესიების მქონე ადამიანები (მოსწავლეთა მშობლები, დათო ტურაშვილი, აჩი და შოთი არველაძეები)

      7. ეთ ცეტერა

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პედაგოგები და მოსწავლეები - 160

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები - 150

      პედაგოგები - 10

       

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      პროექტის განხორციელებას შეიძლება ხელი შეუშალოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა: ომი, პანდემია, ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენ განვაგრძობთ  სოციალურ პლატფორმაზე ყოველკვირეულად სხვადასხვა პროფესიაზე და სამუშაო უფლებაზე ინფორმაციის დადებას. ასევე ჩვენს სკოლაში დასაქმებულთა უფლებებზე გაკეთებული პოსტერები გამოკრული დარჩება რის შედეგადაც ბავშვების ახალი ნაკადი, რომელიც ყოველწლიურად ემატება სკოლას გაეცნობიან ამ ინფორმაციას. ასევე ჩვენს მიერ შექმნილი ანიმაცია დარჩება ჩვენს სოციალურ პლატფორმაზე

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-1-2-1-1.xlsx
    • რეგიონი
      თბილისი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    მოსწავლეების დახმარება პროფესიის არჩევაში, გადაწყვეტაში და მათი სამუშაო უფლელბების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tea Amurvelashvili
      დეკემბერი 8, 2024 | 2:44 pm

      მოსწავლეების დახმარება პროფესიის არჩევაში, გადაწყვეტაში და მათი სამუშაო უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება არის პროექტის მიზანი. მოსალოდნელი შედეგები და მიღწევები მნიშვნელოვანია და პასუხობს სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს. პროექტის განსახორციელებლად შერჩეული გუნდი ფლობს ყველა საჭირო უნარჩვევებს და გამოცდილებას პროექტის წარმატებით განსახორციელებლად

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროფესიული განათლება -ჩვენი მომავლისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    შრომითი უფლებები და ექსპლუატაცია

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ''გზა წარმატებისკენ ''

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...