პროექტის განხორციელებაზე იზრუნებენ ქ.ვალის N1 საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაგეგმავენ და ორგანიზებას გაუწევენ პროექტის მსვლელობას, ხოლო მასში ჩართული იქნებიან აგრეთვე VII-XI კლასის მოსწავლეები და სხვა ჩვენი პროექტით დაინტერესებული პირები.
მათი მოვალეობა იქნება შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს; მათთან ერთად დაგეგმონ სამომავლო პროექტები, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნება საინტერესო და ინფორმაციული, აგრეთვე თავადვე გაუწევენ პროექტს მონიტორინგს და რაღა თქმა უნდა მაქსიმალურად იქნებიან ჩართული პროექტის მსველელობაში, თუნდაც, განხორციელებული პროექტის სოც.ქსელებში განთავსებასა და ინფორმაციის გავრცელებაში.
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები:
მარი მალვენოვი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება, სოც. ქსელებში განთავსება
ნათია ნადირაძე, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება
ლანა მანველიშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება
ნესტანი ხითარიშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება
მარიამ გოგილაშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება, მონიტორინგი
ნია ნასყიდაშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება, მონიტორინგი
ნინი ხითარიშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება, მონიტორინგი
ლუკა ჩიტაშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება, მონიტორინგი
ლევანი მოდებაძე, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება, მონიტორინგი
რუსუდან ხითარიშვილი, მოსწავლე- პროექტების სოც. ქსელებში განთავსება
ნიკოლოზ გიორგაძე, მოსწავლე- პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, პროექტების ორგანიზებაში მონაწილეობა
მარი ხითარიშვილი, მოსწავლე- პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, პროექტების ორგანიზებაში მონაწილეობა
ქრისტინა ხითარიშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება, სოც.ქსელებში გაზიარება
სალომე გოზალიშვილი, მოსწავლე- პროექტების ორგანიზება
ლევანი დიასამიძე, მოსწავლე- პროექტების ორგანიზების ნაწილში მონაწილეობა
ლაზარე ნადირაძე , მოსწავლე- ინფორმაციის გავრცელება, მონაწილეთა დახმარება
ბარბარე ხითარიშვილი, მოსწავლე- სოც. ქსელის მართვა (TIK-TOK)
მარიამ ჩიტაშვილი, მოსწავლე- ინფორმაციის გავრცელება, მონაწილეთა დახმარება
ანანო ლაცაბიძე, მოსწავლე- სოც. ქსელის მართვა (TIK-TOK)
მიზანი- მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, მათი ტექნიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარება ფოტოგრაფიისა და სოციალური მედიის მართვის საშუალებით.
პროექტს განახორციელებს მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი ხედვა", სასკოლო საზოგადოების ხელშეწყობით.
საქმიანობა- ფოტოკამერის შეძენა, სოციალურ ქსელებში თემატური გვერდების შექმნა, ფოტოგრაფიის კონკურსის და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და მასტერკლასების ჩატარება, სკოლებს შორის თანამშრომლობა, პროფესიული უნარების განვითარება მოსწავლეებში, ჩვენი საქმიანობის სოც.ქსელში გავრცელება.
სად- სსიპ-ქ.ვალის N1 საჯარო სკოლა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.
როდის- დაფინანსების მიღებისთანავე დავიწყებთ პროექტზე მუშაობას, რომელიც გაგრძელდება აქტიურ რეჟიმში 3 თვის განმავლობაში, საბოლოოდ კი მოეწყობა შემაჯამებელი კონფერენცია. სავარაუდო განხორციელების ვადები: იანვარი-მარტი
სამოქმედო ეტაპები:
პროექტის ხელმძღვანელი: მონიტორინგს გაუწევს კამერის შეძენის პროცესს, სოციალურ ქსელებს და ღონისძიებებს.- ქეთევან ხითარიშვილი, მარი მალვენოვი, ნათია ნადირაძე
ფოტოგრაფიის კოორდინატორი: მეთვალყურეობას გაუწევს კამერის უსაფრთხოდ/სწორად გამოყენებას და ფოტომასალის დახარისხებას. - ლანა მანველიშვილი, ხატია კაკაჩიშვილი, ლევანი მოდებაძე, მარიამ გოგილაშვილი, ნია ნასყიდაშვილი, ნინო ხითარიშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორი: დაგეგმავს კონკურსებსა და გამოფენებს- ნესტანი ხითარიშვილი, ქრისტინა ხითარიშვილი, რუსუდან ხითარიშვილი, ნიკოლოზ გიორგაძე, სალომე გოზალიშვილი, ანანო ლაცაბიძე, მარიამ ჩიტაშვილი, ლუკა ჩიტაშვილი,
მასტერკლასის ორგანიზატორი: უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმატებული ფოტოგრაფის მოწვევას, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მასთან შეხვედრას და გასაუბრებას.-ბარბარე ხითარიშვილი, ლაზარე ნადირაძე ანანო ლაცაბიძე, ლევანი დიასამიძე.
სოც-მედია მენეჯერი- უზრუნველყოფს, რომ ყველა ღონისძიება რომელიც ჩატარდება, პარალელურ რეჟიმში განთავსდება სოციალურ ქსელებში.- მარი მალვენოვი, რუსუდან ხითარიშვილი, ბარბარე ხითარიშვილი, ლანა მანველიშვილი, ხატია კაკაჩიშვილი.
მოკლევადიანი შედეგები:
გრძელვადიანი შედეგები:
ეს პრობლემები ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეები ვერ ახერხებენ საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას. ეს არა მხოლოდ სკოლის აქტივობებზე, არამედ მათ პირად განვითარებაზე და მომავალ შესაძლებლობებზე ახდენს გავლენას.
ჩვენი პროექტი სწორედ ამ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრას ემსახურება, სკოლის რესურსებისა და მოსწავლეთა ჩართულობის გასაძლიერებისთვის.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ ახალი უნარებს, გახდებიან უფრო აქტიურები და სკოლის აქტივობები გახდება უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი. იხილეთ კონკრეტული აქტივობები:
სამიზნე ჯგუფების კვლევა და მოსაზრებების შეგროვება:მოკლე გამოკითხვა, რომ გავიგოთ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესები, მოლოდინები და მათი ხედვა, თუ როგორ შეიძლება უკეთ ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში.(განახორციელებს სკოლის თვითმმართველობა)
ფოტოკამერის შეძენა: მაღალი ხარისხის ფოტოების გადასაღებად.(განახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი)
ფოტოკლუბის შექმნა:„ფოტოკლუბი“-ს დაარსება, რომელშიც რეგულარულად ჩავატარებთ შეხვედრებს, ვასწავლით მოსწავლეებს ფოტოგრაფიის ტექნიკას და განვიხილავთ სხვადასხვა ფოტოგრაფიის თემატიკას (ბუნების ფოტოგრაფია, პორტრეტული ფოტოგრაფია, ფოტო მონტაჟი და სხვ.).(განახორციელებს მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების კლუბი"ახალი ხედვა")
მოსწავლეებთან შეხვედრა: მოსწავლეებთან შეხვედრა და აღნიშნული სამომავლო საქმიანობის გაცნობა, დაგეგმარება.(განახორციელებს მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების კლუბი"ახალი ხედვა")
სოციალური ქსელების შექმნა(Facebook, TikTok, ვებ-გვერდი): სკოლის აქტივობების და ფოტოების განთავსება.(განახორციელებენ პროექტში ჩართული მოსწავლეები)
მასტერკლასი: ადგილობრივი ფოტოგრაფის მოწვევა, ფოტოგრაფიის მასტერკლასის ჩატარება სკოლის მოსწავლეებთან.(განახორციელებენ პროექტში ჩართული მოსწავლეები)
თემატური კამპანიები სოციალური მედიისთვის: მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზება მაგალითად: 1 ფოტოში ასახული „ერთი დღე სამცხე-ჯავახეთში"
1 ფოტოთი- „ჩემი სკოლის ცხოვრება“
1 ფოტოთი-„ბუნების დაცვის მნიშვნელობა“ (განახორციელებენ პროექტში ჩართული მოსწავლეები, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი ხედვა")
ფოტოგრაფიის კონკურსი: თემატური კონკურსის გამოცხადება რეგიონის სკოლებში „ჩემი თვალით დანახული სამცხე-ჯავახეთი“.(განახორციელებენ პროექტში ჩართული მოსწავლეები)
გამოფენა და დაჯილდოვება: ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება, აგრეთვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონის სკოლების მოწვევა.(განახორციელებენ პროექტში ჩართული მოსწავლეები, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი ხედვა")
ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში: გეოგრაფიის საგანთან ინტეგრირება, მოსწავლეები გადაიღებენ რეგიონის გეოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს.
ისტორიის საგანთან ინტეგრირება, მოსწავლეები გადაიღებენ ადგილობრივ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.(განახორციელებს: მოსწავლეთა თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების კლუბი"ახალი ხედვა", სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან თანამშრომლობით)
გასვლითი ტური სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით: სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზების თვალსაზრისით, გასვლითი შემეცნებითი ტურების დაგეგმარება, სადაც ჩვენ მოსწავლეები თავადვე მოვირგებთ ექსკურსია მძღოლის როლს და გავაცნობთ დაინტერესებულებს ინფორმაციას სხვადასხვა ისტორიული ადგილების შესახებ. რაღა თქმა უნდა ამ ყოველივეს ავღბეჭდავთ ფოტო-ვიდეო მასალაში.
ფოტოკამერა:Canon EOS 4000D 18-55mm- აუცილებელია მაღალი ხარისხის ფოტოების გადასაღებად და სამომავლო ღონისძიებებში დასახმარებლად.
ღონისძიების ორგანიზაციისთვის საჭირო მასალები: საკონკურსო ფოტოების ამობეჭდვა, ჩარჩოები, რაშიც განთავსდება საკონკურსო ფოტოები და სხვა მასალები გამოფენისთვის.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებისთვის მიზერული საჩუქრები: წიგნები, საკანცელარიო ნივთები.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.
პროექტის ბენეფიციარები: სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები VIII -XI კლასის მოსწავლეები. დაახლოებით მოსწავლეთა რაოდენობა ჩვენი სკოლის კვალობაზე 150, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჩართული სკოლების VII-XI კლასის მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა მიახლოებით 300-450, ეს მოცემული რაოდენობა ჩაერთვება ჩვენს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მასტერკლასებსა და ღონისძიებებში.
პედაგოგები- 10, მოსწავლეები ჩვენი სკოლიდან- 150, სამცხე-ჯავახეთის სკოლებიდან- 450, მშობლები-50-100, ეროვნებათა უმცირესობები-40
დაბალი ჩართულობა გადაჭრის გზა: პროექტის სათანადო რეკლამირება სკოლის, როგორც შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
კამერის დაზიანება გადაჭრის გზა: კამერის მოვლა/მოფრთხილების დეტალური ინსტრუქციის მოსწავლეებისთვის გაცნობა და პასუხისმგებელი პირის დანიშვნა.
ტექნიკური პრობლემები სოც. ქსელებთან დაკავშირებით გადაჭრის გზა: სოციალური ქსელების მართვის ტრენინგების უზრუნველყოფა.
ბიუჯეტის გადაჭარბება გადაჭრის გზა: პრიორიტეტს მივანიჭებთ აუცილებელ ნივთებს, როგორც კამერა და რეგიონალური კონკურსი.
დაფინანსების შემდეგ, პროექტი გაგრძელდება მოსწავლეების ხელმძღვანელობით. კამერა და სოციალური ქსელები იქნება მუდმივი რესურსი, რომელიც ახალი შესაძლებლობებისკენ გაგვიხსნის გზას. პროექტის წარმატებით დასრულება წაახალისებს სკოლის თვითმმართველობას, სამოქალაქო განათლების კლუბს ახალი იდეების განხორციელებისკენ ასევე, წაახალისებს მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობისკენ.
პროექტი „სამცხე-ჯავახეთი ობიექტივში“ მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას, რეგიონის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზებას ფოტოგრაფიის მეშვეობით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სკოლის თვითმმართველობის ვებ-გვერდი და ფეისბუქის გვერდი, სადაც განთავსდება მაღალი ხარისხის ფოტოები, ასევე ჩატარდება ფოტოგრაფიის კონკურსი თემით „ჩემი თვალით დანახული სამცხე-ჯავახეთი" და კიდევ მრავალი საინტერესო ღონისძიება მოსწავლეთა გაძლიერებასა და წახალისებისთვის.
City of Westminster, Greater London, England, United Kingdom
კომენტარის დამატება